„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№16
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.112.016352
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/04/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2018 წლის 30 მარტი

ქ. ლანჩხუთი

 

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №49 დადგენილებაში (ვებგვერდი, 28/12/2017 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.112.016331) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“;

ბ) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულება დანართის შესაბამისად.“;

გ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულება“;

დ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის (შემდგომ „საკრებულოს რეგლამენტი“) შესაბამისად განსაზღვრავს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის უფლებამოსილებას, სტრუქტურას და თანამდებობის პირთა უფლება–მოვალეობებს.“;

ე) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისია (შემდგომ „კომისია“) წარმოადგენს საკრებულოს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას.“;

ვ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისია უზრუნველყოფს ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარ მომზადებას, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელშეწყობას, მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე შესაბამისი მიმართულებით მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების კონტროლს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ტაბიძე