1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონება, რომელიც გადაცემულია აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის, თხოვებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით, სარგებლობის ხელშეკრულების ვადის დამთავრების შემდგომ უნდა დაუბრუნდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტს, კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნაგობის შემთხვევაში საკითხი რეგულირდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბანისად. თუ „-----------“ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ არ დააბრუნებს ---------- აღებულ ქონებას, მაშინ „მესაკუთრეს“ შეუძლია მოითხოვოს დათქმული ქირის გადახდა ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის. „მესაკუთრეს“ შეუძლია მოითხოვოს სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაც.
2. სარგებლობაში გადაცემული ქონების გამოყენებით შექმნილი პროდუქცია, შემოსავალი, აგრეთვე ამ შემოსავლის ხარჯზე შეძენილი ქონება ეკუთვნის „---------------“.
3. სარგებლობაში გადაცემული ქონების მიმღების საკუთრებაა, სარგებლობაში გადაცემული ქონების მთელი ის გაუმჯობესებული ნაწილი, რომელიც მან შეძლო საკუთარი და მასთან გათანაბრებული სხვა სახსრებით და რომელთა გამოყოფა შეიძლება სარგებლობაში გადაცემული ქონების დაუზიანებლად. იმ შემთხვევაში, თუ ქონების ნაწილის გამოყოფა ქონებისაგან შეუძლებელია, სარგებლობაში გადაცემული დაუზიანებლად, მათი ღირებულება „მესაკუთრის“ მიერ არ ანაზღაურდებ