საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში ფრაქციათა ზღვრული წარმომადგენლობის შესახებ
მიღების თარიღი 14.02.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №1279
სარეგისტრაციო კოდი 0000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 16, 21/02/2002
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.02.2002 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (5)
| N | ფრაქციები და დამოუკიდებელი დეპუტატები |
| 1. | ”საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“ |
| 2. | ”საქართველოს რეგიონები- მაჟორიტარები“ |
| 3. | ”თანადგომა“ |
| 4. | ”ახალი მემარჯვენეები (ახლები)“ |
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში ფრაქციათა ზღვრული წარმომადგენლობის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პარლამენტის
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა
საქართველოსა პარლამენტის კომიტეტებში ფრაქციათა ზღვრული წარმომადგენლობის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. "საქართველოს პარლამენტის კომიტეტების შესახებ" საქართველოს კანონის ("პარლამენტის უწყებანი", N002, 9.03.1996) მე-9 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში ფრაქციათა ზღვრული წარმომადგენლობა (თან ერთვის).
II. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 28 სექტემბრის N 519-Iს დადგენილება "საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში ფრაქციათა ზღვრული წარმომადგენლობის შესახებ".
III. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე როსტომ ჯაფარიძე
თბილისი,
2002 წლის 14 თებერვალი
N 1279 - IIს
დანართი 1.
საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში
ფრაქციათა ზღვრული წარმომადგენლობა
1. პარლამენტის კომიტეტების შემადგენლობა განისაზღვრება შესაბამისად 23 და 19 წევრით.
23 - წევრიანი კომიტეტებია:
1. აგრარულ საკითხთა;
2. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის.
3. დარგობრივი ეკონომიკის;
4. თავდაცვისა და უშიშროების;
5. იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების;
6. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის;
7. საგარეო ურთიერთობათა;
8. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა;
19 - წევრიანი კომიტეტებია:
1. ადამიანის უფლებათა დაცვის, მოქალაქეთა პეტიციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის;
2. გადასახადებისა და შემოსავლების.
3. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების;
4. ეკონომიკური პოლიტიკის;
5. მთიანი რეგიონებისა და განსახლების;
6. სამოქალაქო ინტეგრაციის.
7. საპროცედურო საკითხთა და წესების;
8. საფინანსო-საბიუჯეტო.
დანართი 2.
1. პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობაში ფრაქციებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების ხვედრითი წილი შეადგენს: ”საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“ – 17,4% (41 წევრი), ”საქართველოს რეგიონები-მაჟორიტარი“ – 8,5% (20 წევრი), ”თანადგომა“ – 6,8% (16 წევრი), ”ახალი მემარჯვენეები (ახლები)“ – 7,6% (18 წევრი), ”ალიანსი ახალი საქართველოსათვის“ – 7,2% (17 წევრი), ”მრეწველები“ – 5,9% (14 წევრი), ”ტრადიციონალისტი“ – 5,5% (13 წევრი), ”ერთიანი საქართველო“ – 5,1% (12 წევრი), ”სოციალისტი“ – 4,7% (11 წევრი), ”აღორძინება“ – 5,1% (12 წევრი), ”ახალი აფხაზეთი და ქრისტიან-დემოკრატები“ – 4,7% (11 ადგილი), ”XXI საუკუნე“ – 4,2% (10 წევრი), ”აფხაზეთი“ 4,2% (10 წევრი), ”მოძრაობა დემოკრატიული რეფორმებისათვის“ – 4,2% (10 წევრი), დამოუკიდებელი დეპუტატები – 8,5% (20 წევრი).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან და ფრაქციების რაოდენობიდან გამომდინარე, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტის თავმჯდომარე და მისი მოადგილეები, ფრაქციათა თავმჯდომარეები უფლებამოსილნი არ არიან იყვნენ კომიტეტების წევრები, ფრაქციებსა და დამოუკიდებელ დეპუტატებს უფლება აქვთ ორ კომიტეტში გააწევრიანონ შემდეგი რაოდენობის პარლამენტის წევრები: ”საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“ – პარლამენტის 18 წევრი, საქართველოს რეგიონები – მაჟორიტარი“ პარლამენტის 13 წევრი, ”თანადგომა“ – პარლამენტის 9 წევრი, ”ახალი მემარჯვენეები (ახლები)“ – პარლამენტის 7 წევრი, ალიანსი ახალი საქართველოსათვის“ – პარლამენტის 8 წევრი, ”მრეწველები“ – პარლამენტის 3 წევრი, ”ტრადიციონალისტი“ – პარლამენტის 4 წევრი, ”ერთიანი საქართველო“ – პარლამენტის 6 წევრი, ”სოციალისტი“ – პარლამენტის 7 წევრი, ”აღორძინება“ – პარლამენტის 5 წევრი, ”ახალი აფხაზეთი და ქრისტიან-დემოკრატები“ – პარლამენტის 6 წევრი, ”XXI საუკუნე“ – პარლამენტის 7 წევრი, ”აფხაზეთი“ – პარლამენტის 8 წევრი, ”მოძრაობა დემოკრატიული რეფორმებისათვის“ – პარლამენტის 7 წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატები – პარლამენტის 13 წევრი.
2. უფლება მიეცეთ ფრაქციათა კოალიციის შემადგენელ ფრაქციებს, კოალიციის ფარგლებში დაუთმონ ერთმანეთს ცალკეულ კომიტეტებში მათთვის კვოტით გამოყოფილი ადგილი.
დანართი 3
N
ფრაქციები და დამოუკიდებელი დეპუტატები
23- წევრიანი კომიტეტი
19 – წევრიანი კომიტეტი
1.
”საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“
4
3
2.
”საქართველოს რეგიონები- მაჟორიტარები“
2
2
3.
”თანადგომა“
2
1
4.
”ახალი მემარჯვენეები (ახლები)“
2
1