შუახევის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ნიმუშების დამტკიცებისა და ამ დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 02.04.2018
ძალის დაკარგვა 25.05.2023
გამომცემი ორგანო
ნომერი №№
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.135.016221
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/04/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,264 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.04.2018 მიღება
25.05.2023 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (4)
1 2
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
დოკუმენტის დასახელება (ოქმი, საჯარიმო ქვითარი)
გვარი სახელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

შუახევის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ნიმუშების დამტკიცებისა და ამ დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის განსაზღვრის შესახებ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №21 2018 წლის 2 აპრილი დაბა შუახევი შუახევის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ნიმუშების დამტკიცებისა და ამ დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის განსაზღვრის შესახებ ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის, მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს შუახევის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების თანდართული წესი დანართ №1-ის მიხედვით. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს შუახევის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების თანდართული ფორმები: ა) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის ფორმა დანართ №2-ის მიხედვით; ბ) საჯარიმო ქვითრის ფორმა დანართ №3-ის მიხედვით; გ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა დანართი №4−ს მიხედვით; დ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა დანართ №5-ის მიხედვით; ე) გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის ჩამოწერის აქტის ფორმა დანართი №6-ის მიხედვით; მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შუახევის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ნიმუშების დამტკიცებისა და ამ დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის განსაზღვრის შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 31 მარტის №7 დადგენილება (გამოქვეყნებული გაზეთი „მთიანეთი“ №12; 15.05.2008 წ.). მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი დავითაძე დანართი №1 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის აღრიცხვა-ანგარიშგების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. წინამდებარე წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესის და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების საფუძველზე. 2. შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა (შემდგომში – ოქმი) და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე საჯარიმო ქვითრის (შემდგომში – საჯარიმო ქვითარი) გამოყენება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის საფუძველზე. 3. ამ წესში მოცემული ცნებები გამოიყენება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული მნიშვნელობით. მუხლი 2🔗. ოქმისა და საჯარიმო ქვითრის დამზადება და მომარაგება 1. წინამდებარე წესით განსაზღვრული ოქმი და საჯარიმო ქვითარი წარმოადგენს მესამე კატეგორიის - „მარტივი ტიპის“ მკაცრი აღრიცხვის ფორმებს, რომელიც იბეჭდება შესაბამისი კატეგორიის პოლიგრაფიული საწარმოს მიერ. 2. ოქმისა და საჯარიმო ქვითრების მომარაგებას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს დამოუკიდებლად. ოქმისა და საჯარიმო ქვითრის შეკვეთას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია აწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში. 3. ოქმისა და საჯარიმო ქვითრის დასაწყისი გვერდის ზედა ცენტრალურ ნაწილში პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს შესაბამისი მკაცრი აღრიცხვის ფორმისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალები – „სფს“, ზედა მარცხენა კუთხეში პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს მკაცრი აღრიცხვის ფორმის ინდივიდუალური ნომერი და პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს შესაბამისი სერია. ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების ინდივიდუალური (ექსკლუზიური) ნომერი შედგება 6 ციფრისაგან, რომლის ნუმერაცია თანმიმდევრულად ხორციელდება შესაბამისი პოლიგრაფიული საწარმოს მიერ, ნუმერატორით მითითებული ნომრით. ოქმზე მიეთითება სერია „აო”, რომელიც აღნიშნავს ადმინისტრაციულ ოქმს, ხოლო საჯარიმო ქვითარზე მიეთითება სერია „სჯ”, რომელიც აღნიშნავს საკუთრივ საჯარიმო ქვითარს. ოქმისა და საჯარიმო ქვითრის ბოლო გვერდის ქვედა მარცხენა კუთხეში (დამკვირვებლის პოზიციიდან) დაიტანება დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოსა და დამკვეთის – შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის სახელწოდება ინიციალებით. 4. წინამდებარე წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-6 მუხლების მე-4 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, იდენტური ინდივიდუალური ნომრის მქონე ოქმი მზადდება 3 ეგზემპლარად, ხოლო იდენტური ინდივიდუალური ნომრის მქონე საჯარიმო ქვითარი მზადდება 2 ეგზემპლარად. 5. პოლიგრაფიული საწარმოდან ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა. მინდობილობა (რწმუნებულება) შუახევის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შეიძლება მიეცეს მერიის ერთ-ერთ საჯარო მოსამსახურეს. მინდობილი პირი მკაცრი აღრიცხვის შესაბამის ფორმებს პასუხისმგებელ პირს აბარებს შესაბამის მოხსენებით ბარათზე შუახევის მუნიციპალიტეტის მერის რეზოლუციის საფუძველზე, სათანადოდ გაფორმებული (ხელმოწერებითა და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის  ბეჭდით დამოწმებული) მიღება-ჩაბარების აქტით. მუხლი 3🔗. ოქმისა და საჯარიმო ქვითრის გაცემა და დაბრუნება 1. ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების გაცემა მერიის შესაბამის სამსახურზე (შემდგომში – სამსახური) ხორციელდება მათი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. 2. ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების მიღება-ჩაბარება აღირიცხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალებში. ჟურნალი უნდა იყოს ზონარგაყრილი, დანომრილი და დალუქული (პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის  ბეჭდით დამოწმებული). ჟურნლის ფორმა განისაზღვრება თანახმად №4 და №5 დანართებისა. 3. ჟურნალებში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. დაუშვებელია გადაფხეკა, გადასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერის გასწორება, მოშორება კორექტორით ან სხვა საშუალებით. აუცილებლობის შემთხვევაში უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი. ჟურნალის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „შენიშვნის” გრაფაში, აწერს ხელს და უთითებს თარიღს. 4. ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებზე გაცემას შუახევის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით (რეზოლუცია, ბრძანება, წერილობითი თანხმობა და სხვა) ახორციელებს პასუხისმგებელი პირი (შემდგომში – პასუხისმგებელი პირი), რომელსაც ეკისრება კონკრეტული პასუხისმგებლობა მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვასა და მკაცრი აღრიცხვის ფორმებთან დაკავშიებული, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე. პასუხისმგებელ პირს მერიის ერთ-ერთ საჯარო მოსამსახურეთაგან ბრძანებით განსაზღვრავს შუახევის მუნიციპალიტეტის მერი. 5. პასუხისმგებელი პირი აღრიცხავს ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების გაცემასა და გამოსაყენებლად უვარგისი (გაფუჭებული) ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების დაბრუნებას, რის შესახებაც ყოველკვარტალურად წერილობით ანგარიშს წარუდგენს შუახევის მუნიციპალიტეტის მერს. მუხლი 4🔗. ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების შენახვა 1. ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად. 2. ოქმები და საჯარიმო ქვითრები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე კარადაში. 3. სათავსო, სადაც ინახება ოქმები და საჯარიმო ქვითრები უნდა იყოს ხელშეუხებელი გარე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან. 4. ოქმები და საჯარიმო ქვითრები სამსახურებზე გადაცემამდე ინახება ამ ფორმის გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან, ხოლო სამსახურებზე გადაცემული ოქმები და საჯარიმო ქვითრები ინახება სამსახურის უფროსთან. 5. თუ ადმინისტრაციული ოქმის შედგენაზე (საჯარიმო ქვითრის გამოწერაზე) უფლებამოსილ პირად განსაზღვრულია მერიის სამსახურის განყოფილების უფროსი, მაშინ ოქმების მიღება, შენახვა და დაბრუნება ხორციელდება მის მიერ შესაბამისი სამსახურის უფროსისაგან ამ წესის მე-2 და მე-3 მუხლებით განსაზღვრული წესის შესაბამისად. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების მიღება-ჩაბარება აღირიცხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალებში, რომლებსაც აწარმოებს შესაბამისი სამსახურის უფროსი. ჟურნალი უნდა იყოს ზონარგაყრილი, დანომრილი და დალუქული (სამსახურის უფროსის ხელმოწერითა და ადმინისტრაციული სამსახურის ბეჭდით, არსებობის შემთხვევაში, დამოწმებული). მუხლი 5🔗. ოქმების შევსება და წარმოება 1. ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის შემდგენლის მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით იმავე დღესვე აბარებს სამსახურის უფროსს (თუ ოქმის შედგენას არ აწარმოებდა მოცემული სამსახურის უფროსი). გამოსაყენებლად უვარგისი (გაფუჭებული) ოქმების შესახებ დამტკიცებული ფორმის მიხედვით დგება ჩამოწერის აქტი. ჩამოწერილი ოქმები და საჯარიმო ქვითრები, რომელსაც თან ერთვის ჩამოწერის აქტი, უკლებლივ, ყოველი თვის ბოლოს სამსახურის უფროსის მიერ წერილობითი მოხსენებითი ბარათით, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის რეზოლუციით გადაეცემა (უბრუნდება) პასუხისმგებელ პირს. 2. ოქმში შესატანი მონაცემების რეკვიზიტები განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად. 3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი დგება სამ ეგზემპლარად. შედგენილი ოქმის ერთი ეგზემპლარი ყველა დანართით გადაეცემა სამართალდამრღვევს, რაზედაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ოქმის მეორე ეგზემპლარი რჩება შესაბამის სამსახურში, ხოლო მესამე ეგზემპლარი კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში იგზავნება სასამართლოში ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველ სხვა შესაბამის ორგანოში. 4. ოქმი, მისი შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, თავისი რეკვიზიტებისა და შინაარსის მიხედვით რეგისტრირებული უნდა იქნეს სპეციალურად ზონარგაყრილ, დანომრილ და დალუქულ (სამსახურის უფროსის ხელმოწერითა და ადმინისტრაციული სამსახურის  ბეჭდით დამოწმებული) წიგნში და შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ უნდა გადაეგზავნოს იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმე. მუხლი 6🔗. საჯარიმო ქვითრის შევსება და წარმოება 1. საჯარიმო ქვითარი ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც კოდექსის შესაბამისი მუხლით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ითვალისწინებს ჯარიმას და სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ხოლო საამისოდ უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევათა საქმეს და დამრღვევს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს. 2. საჯარიმო ქვითრის ნიმუში (დანართი №3) იმავდროულად წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს და შედგება ორი ნაწილისაგან: ა) ნაწილი I – საჯარიმო ქვითარი; ბ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა. 3. საჯარიმო ქვითარი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. საჯარიმო ქვითარში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. საჯარიმო ქვითრის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში, ივსება ახალი საჯარიმო ქვითარი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც საჯარიმო ქვითრის შემდგენლის მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, იმავე დღესვე აბარებს სამსახურის უფროსს (თუ საჯარიმო ქვითრის შედგენას არ აწარმოებდა მოცემული სამსახურის უფროსი). გამოსაყენებლად უვარგისი (გაფუჭებული) საჯარიმო ქვითრები უკლებრივ, ყოველი თვის ბოლოს სამსახურის უფროსის მიერ წერილობითი მოხსენებითი ბარათით, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის რეზოლუციით გადაეცემა (უბრუნდება) პასუხისმგებელ პირს. 4. საჯარიმო ქვითრის ფორმა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან პირველი ეგზემპლარი რჩება შესაბამის სამსახურში, რომელის წარმომადგენელმაც განახორციელა მათი შევსება, ხოლო მეორე გადაეცემა სამართალდამრღვევს. 5. სამართალდამრღვევის მიერ ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ჯარიმის იძულებითი აღსრულება ხდება საქმის განმხილველი ორგანოს დადგენილების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. საჯარიმო ქვითრის I ნაწილს ავსებს შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი მოსამსახურე, გარდა მე-10 პუნქტისა. 7. საჯარიმო ქვითრის II ნაწილი ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანი პირის მიერ I ნაწილის შესაბამისად. 8. საჯარიმო ქვითარი, მისი შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, თავისი რეკვიზიტებისა და შინაარსის მიხედვით რეგისტრირებული უნდა იქნეს სპეციალურად ზონარგაყრილ, დანომრილ და დალუქულ (სამსახურის უფროსის ხელმოწერითა და ადმინისტრაციული სამსახურის  ბეჭდით დამოწმებული) წიგნში. მუხლი 7🔗. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმებისა და საჯარიმო ქვითრის ჩამოწერა 1. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმებისა და საჯარიმო ქვითრის ჩამოწერა შეიძლება: ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო; ბ) ოქმებისა ან საჯარიმო ქვითრის ფიზიკური დაზიანების გამო; გ) დამზადებისას დაშვებული შეცდომისა და დაზიანების გამო. 2. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმისა და სჯარიმო ქვითრის ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის (დანართი №6) მიხედვით. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის/ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების რაოდენობა და თითოეული მათგანის ინდივიდუალური ნუმერაცია შეტანილ უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ჩამოწერის აქტში. ჩამოწერის აქტს ხელს აწერს შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის უფროსი, აგრეთვე ოქმის (საჯარიმო ქვითრის) შედგენაზე უფლებამოსილი პირი, თუ მის შედგენაზე უფლებამოსილ პირად არ არის განსაზღვრული მოცემული სამსახურის უფროსი. ჩამოწერის აქტს ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირისათვის გადაცემის შემდეგ ხელს აწერს აგრეთვე ეს პასუხისმგებელი პირი, თუ იგი ადასტურებს ჩამოწერილი ფორმების სისწორეს. 3. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დანართი №2 შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ოქმის №−−−−                                           −−−−−−−−−−−−−−−−              სერია „—„ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი −−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−− (ოქმის შედგენის ადგილი) −−−− −−−−−−−−−−−−−−−−−−− 20    წ.                                          სთ −−−−−−−−− წ. −−−−−− შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის −−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−− −−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−− −−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−− −−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−− (ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი) მონაცემები დამრღვევის შესახებ: −−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−− −−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−− −−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−− −−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−− (თანამდებობა, სახელი, გვარი, დაბადების ადგილი, თარიღი, განათლება, საცხ. ადგილის მისამართი და ოჯახ. მდგომარეობა; იურიდიული პირის შემთხვევაში − სრული სახელწოდება, ორგანიზაციულ−სამართლებრივი ფორმა, რეგისტრაციის რეკვიზიტები) ინფორმაცია ადმ. სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ (ადგილი, დრო, არსი): −−−−−−−−−−−−−−−−−−−−− −−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−− −−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−− −−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−-−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−− პასუხისმგებლობა აღნიშნული დარღვევისათვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის −−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−− −−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−− −−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−− −−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−− (მუხლი, ნაწილი, პუნქტი, ქვეპუნქტი) დამრღვევს განემარტა მისი უფლებები და მოვალეობები, რომლებიც გათვალისწი­ნებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით. მოწმე (თუ არის):            1.------------------------------------−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−----- −−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−---                / ----------------------/ 2. ------------------------------------------------------------------------ −−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−--------------                              / ------------------------/ (სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი)                                     (ხელმოწერა) დაზარალებული (თუ არის): 1. --------------------------------------   / ----------------------- / 2. ----------------------------------------------------------------   / ----------------------- /                            (სახელი, გვარი, საცხოვრებელი მისამართი)                                       /ხელმოწერა/ სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტებები: −−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−− −−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−− −−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−− −−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−− −−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−− −−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−− საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები: −−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−− −−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−− −−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−− −−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−− ოქმის შემდგენელი: ------------------------------------------- --   (--------------------------) (სახელი, გვარი, ხელმოწერა)                               (თარიღი) სამართალდამრღვევის შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო:  −−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−− −−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−− −−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−− −−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−− სამართალდამრღვევი: ----------------------------------------------- /--------------------------/ (ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა, თარიღი) ჩავიბარე ოქმი ------------------------------------------------------------------------------------ (ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა, თარიღი) შენიშვნა: სამართალდამრღვევი პირის მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ოქმზე ხელის მოუწერლობა არ იძლევა საქმისწარმოების შეწყვეტის საფუძველს. სამართალდარღვევის ჩამდენს უფლება აქვს წარმოადგინოს ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. ბ. ა. დამკვეთი: შუახევის მუნიციპალიტეტის მერია დამამზადებელი: სფს-ს რეგისტრაციის №−−−− დანართი №3 შუახევის მუნიციპალიტეტის მერია საჯარიმო ქვითრის  №000000                                        სერია ,,სჯ“ ნაწილი  I                         საჯარიმო ქვითარი          ნაწილი I                         საჯარიმო ქვითარი 1. −−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−        2. _________________________________________             შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)                                         (შედგენის ადგილი)      3. −−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−                                (საჯარიმო ქვითრის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი) 4. დამრღვევის ა) პირადი №_______________________________________________________________________________ ბ) გვარი___________________________________________________________________________________ გ) სახელი __________________________________________________________________________________ დ) დაბადების  თარიღი ________________________________________________________________________ ე) სამუშაო ადგილი ___________________________________________________________________________ ვ) მისამართი ________________________________________________________________________________ იურიდიული პირის შემთხვევაში - სრული სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, რეგისტრაციის რეკვიზიტები: ––––––––––––––––––––––––−−−−−−−−−−––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−–––––––––––––––––––––––––– –––––––––−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––  5. სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– −−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−− −−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−− 6. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  მუხლი ___________________________ ნაწილი __________________ ქვეპუნქტი_____________________________________________________ 7. მოწმის სახელი, გვარი და მისამართი: _____________________________________________________ 8. დაზარალებულის სახელი, გვარი და მისამართი ____________________________________________ 9. საჯარიმო თანხის ოდენობა:   ___________________________                                                          (სიტყვიერად და ციფრებით)  ბ. ა. 10. მიმღები მოლარე:  ________________________       _______________________________                                                         (ხელმოწერა)                       თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) 11. საჯარიმო ქვითარს თან ერთვის ______________________________ მოწმე (თუ არის):  ___________________________                                                 ( ხელმოწერა) დაზარალებული  (თუ არის):  ________________________________                                                                                          ხელმოწერა          საჯარიმო ქვითრის შემდგენელი: __________________________                                                                                               ხელმოწერა          სამართალდამრღვევი: ______________________ (ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის თქმის დადასტურება) 12. ჩავიბარე --------------------------------------------------------                 (ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა, თარიღი) დამკვეთი: შუახევის მუნიციპალიტეტის მერია დამამზადებელი: − სფს-ს რეგისტრაციის № საჯარიმო ქვითარი №                                             სერია “—“ ნაწილი II (საჯარიმო ქვითრის ყუა) −−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−                      (გადამხდელის სახელი, გვარი) −−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−                                 (მისამართი) −−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−− (საჯარიმო თანხის ოდენობა სიტყვიერად, ციფრებით) ადმ. სამართალდარღვევათა კოდექსის: ა) მუხლი (მუხლები) −−−−−−−−−−−−−−−−−−−−− ბ) ნაწილი (ნაწილები) −−−−−−−−−−−−−−−−− გ) ქვეპუნქტი (ქვეპუნქტები) ოქმის შემდგენელი: ა) −−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−                      (სახელი, გვარი) ბ) −−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−                        (სახელი, გვარი) გ) −−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−                        (სახელი, გვარი)  ბანკის კოდი: −−−−−−−−−−−−− მიმღები მოლარე: −−−−−−−−−−−−                                     ხელმოწერა თარიღი: −−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−−                          რიცხვი, თვე, წელი დამკვეთი: შუახევის მუნიციპალიტეტის მერია დამამზადებელი: სფს-ს რეგისტრაციის №−−− დანართი №4 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალი № გაცემის თარიღი ოქმის, ნომერი ოქმის გამცემი ოქმის მიმღები გვარი სახელი თანამდებობა ხელმწერა გვარი სახელი თანამდებობა ხელმოწერა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) ოქმები № დაბრუნების თარიღი ჩამოწერის აქტის ნომე- რი ოქმის ინდივიდუ ალური ნომერი ოქმის დამბრუნებელი პირი დაბრუნებული ოქმის მიმღები პირი გვარი სახელი თანამდებობა ხელმოწერა გვარი სახელი თანამდებობა ხელმოწერა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 დანართი №5 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალი № გაცემის თარიღი საჯარიმო ქვითრის ნომერი საჯარიმო ქვითრის გამცემი საჯარიმო ქვითრის მიმღები გვარი სახლი თანამდებობა ხელმოწა გვარი სახელი თანამდებობა ხელმოწერა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) საჯარიმო ქვითრები № დაბრუნების თარიღი ჩამოწერის აქტის ნომერი საჯარიმო ქვითრის ინდივიდუალური ნომერი საჯარიმო ქვითრის დამბრუნებელი პირი დაბრუნებული საჯარიმო ქვითრის მიმღები პირი გვარი სახელი თანამდებობა ხელმოწერა გვარი სახელი თანამდებობა ხელმოწერა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 დანართი №6 ა ქ ტ ი № ----- შუახევი                                                                                                        ------ -------------  20  წელი გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის ჩამოწერის შესახებ № დოკუმენტის დასახელება (ოქმი, საჯარიმო ქვითარი) რაოდენობა ოქმის (საჯარიმო ქვითრის) ინდივიდუალური ნომერი 1 2 3 4 ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების ჩამოწერის სისწორეს. ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი:               -------------------------------- სტრუქტურული ერთეულის (სამსახურის) ხელმძღვანელი:          ---------------------------------- ოქმის (საჯარიმო ქვითრის) შედგენაზე უფლებამოსილი პირი:      --------------------------------------------