1. საკრებულოს წევრს უფლება აქვს წერილობითი ან ზეპირი შეკითხვით მიმართოს მერიის ნებისმიერ თანამდებობის პირს, ასევე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებულ კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს.
2. შეკითხვის წესით შესაბამის თანამდებობის პირთაგან მოითხოვება ინფორმაცია კონკრეტულად განსაზღვრული საკითხის შესახებ.
3. ზეპირი შეკითხვა დაიშვება მხოლოდ საკრებულოს სხდომის მიმდინარეობის დროს.
4. შეკითხვის წესით დაყენებულ საკითხზე პასუხი გაიცემა საკრებულოს სხდომაზე. მერიის თანამდებობის პირს, ასევე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებულ კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს უფლება აქვს მოითხოვოს დახურული სხდომის ჩატარება, თუ მისაწოდებელი ინფორმაციის გახმაურება აკრძალული ან შეზღუდულია კანონით. საკრებულოს წევრს უფლება აქვს სხდომაზე შეაფასოს გაცემული პასუხი.
5. საკრებულოს წევრთან შეთანხმებით, შეკითხვის წესით დაყენებულ საკითხზე შეიძლება სამი დღის ვადაში გაიცეს წერილობითი პასუხი საკითხის შემდგომი განხილვის გარეშე.
6. საკრებულოს წევრის მოთხოვნის შემთხვევაში მერიის თანამდებობის პირი, ასევე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებულ კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი ვალდებულია საკრებულოს წევრის დასმულ შეკითხვაზე გასცეს წერილობითი პასუხი