მუხლი 130. საკრებულოს რეგლამენტის მიღება, მასში ცვლილებების შეტანა
თავი XX — რეგლამენტის დამტკიცებისა და მასში ცვლილების შეტანის წესი
1. საკრებულოს რეგლამენტი მიიღება საკრებულოს მიერ დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არა ნაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა.
2. საკრებულოს რეგლამენტში ცვლილებები შეიძლება შეტანილი იქნეს საკრებულოს წევრის ინიციატივითა და პეტიციის წესით.
3. საკრებულოს რეგლამენტში ცვლილებების ან/და დამატებების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არა ნაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა