1. საკრებულოს ბიუროს სხდომაზე დგება სხდომის ოქმი. სხდომის ოქმის ამონაწერები ეგზავნება შესაბამის ფრაქციებს, კომისიებს, საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოებსა და თანამდებობის პირებს, აგრეთვე საკრებულოს წევრებს მოთხოვნისამებრ.

2. საკრებულოს საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმს აფორმებს სხდომის გამართვიდან  5 დღის ვადაში და გადაეცემა ბიუროს სხდომის თავმჯდომარეს ხელმოსაწერად.

3. საკრებულოს აპარატი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში ამ რეგლამენტის 105-ე მუხლით დადგენილი წესით ქვეყნდება ბიუროს სხდომის ოქმს.

4. საკრებულოს ბიუროს ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.
თავი IX
საკრებულოს სხდომე