საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
მიღების თარიღი 22.11.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2442
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024819
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/04/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.11.2017 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისთვის ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2442
2017 წლის 22 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №33 დადგენილებისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს:
ა) არა უმეტეს 21 345 (ოცდაერთი ათას სამას ორმოცდახუთი) ლარის ფარგლებში ტელე და რადიოსიგნალის მიმღებებისა და აუდიო ან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურის (კლასიფიკატორის კოდი: CPV 32300000) სახელმწიფო შესყიდვაზე;
ბ) არა უმეტეს 3 700 (სამი ათას შვიდასი) ლარის ფარგლებში ა/მანქანების (ჩანაცვლება) (კლასიფიკატორის კოდი: CPV 34100000) სახელმწიფო შესყიდვაზე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი