სააქციო საზოგადოების ავტომობილისტი-96-ის განცხადება აქციონერთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/04/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება

სააქციო საზოგადოება „ავტომობილისტი 96“-ის აქციონერთა საყურადღებოდ

 

სააქციო საზოგადოება „ავტომობილისტი 96“-ის (საიდენტიფიკაციო ნომერი 248383841 აქციონერების მორიგი საერთო კრება მოწვეულია 2018 წლის 26 აპრილს, კომპანიის ოფისში, ქ. ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №371-ში, დღის 13 საათზე, შემდეგი დღის წესრიგით:

1. სს „ავტომობილისტი-96“ -ის 2017 სამეურნეო წლის ფინანსური ანგარიშის შესახებ (მომხსენებელი – დირექტორი თეიმურაზ ნიჟარაძე);

2. სახელმწიფოს მიერ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ჩამორთმეული საკუთრების კომპენსაციის სს „ავტომობილისტი-96“-ის აქციონერებს შორის განაწილების თაობაზე (მომხსენებელი – დირექტორი თეიმურაზ ნიჟარაძე);

3. სს „ავტომობილისტი-96“-ის მიერ საკუთარი განთავსებული აქციების (სახაზინო აქციების) გამოსყიდვის შესახებ (მომხსენებელი – დირექტორი თეიმურაზ ნიჟარაძე);

4. სს „ავტომობილისტი-96“-ის იურიდიული მისამართის შესახებ (მომხსენებელი – დირექტორი თეიმურაზ ნიჟარაძე);

5. სს „ავტომობილისტი-96“-ის ახალი წესდების შესახებ (მომხსენებელი – დირექტორი თეიმურაზ ნიჟარაძე);

6. 2018 წლისთვის სს „ავტომობილისტი-96“-ის აუდიტორის არჩევის შესახებ (მომხსენებელი თეიმურაზ ნიჟარაძე).

 საერთო კრების სააღრიცხვო დღეა 2018 წლის 02 აპრილი და, შესაბამისად, კრებაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ აქციონერებს, რომლებსაც აქციაზე საკუთრების უფლება ჰქონდათ ამ დღისათვის.

დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებული წლიური ფინანსური ანგარიშგება განთავსებულია კომპანიის ოფისში.

კრებაში მონაწილეობის უფლება და თქვენს განკარგულებაში არსებული ხმების რაოდენობა შეგიძლიათ შეამოწმოთ სს „საქართველოს რეგისტრატორთან“ (თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი, 74ა, მე-7 სართული, ტელ.: (32) 2226418, ან მის წარმომადგენლობაში ქ. ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქ. 11, მე-2 სართული; ტელ.: 599158806.

კრებაში მონაწილეობისათვის გთხოვთ თან იქონიოთ პირადობის სათანადო საიდენტიფიკაციო დოკუმენტი.

დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ კომპანიის ოფისში, ტელ.: 591010035.

აქციონერთა რეგისტრაცია იწარმოებს 11 საათიდან.

დირექტორი თეიმურაზ ნიჟარაძე