1. მერიის შინაგანაწესით განისაზღვრება:
ა) სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული;
ბ) დღის განმავლობაში შესვენების დრო;
გ) დასვენების და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი;
დ) სამსახურებრივი საკითხების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებათა დასაქმებულამდე დაყვანის წესი;
ე) ხელფასის გაცემის დრო, ფორმა და ადგილი;
ვ) შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები;
ზ) საოფისე ტექნიკითა და სხვა მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესები;
თ) სამსახურში არყოფნის შეტყობინების წესი;
ი) სამსახურებრივი მივლინებისა და შვებულების გაფორმების წესები;
კ) საჯარო მოსამსახურეებს შორის კომუნიკაციის წესი;
ლ) საჯარო დაწესებულებას და საჯარო მოსამსახურეებს შორის შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული სხვა საკითხები.
2. მერიის შინაგანაწესს ამტკიცებს მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის დადგენილის წესით.
3. შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვას უზრუნველყოფს მერი.
4. მერი ვალდებულია სამსახურში მიღებისას მოსამსახურეს გააცნოს შინაგანაწესი (ხელწერილის დადებით), აგრეთვე უზრუნველყოს ნებისმიერ დროს მისი გაცნობის შესაძლებლობ