ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 მაისის №7 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ტექნიკური რეგლამენტის ნორმების შესრულებაზე შერჩევითი კონტროლის თაობაზე და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431-ე და 432-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შევსებაზე უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№17
სარეგისტრაციო კოდი
020080160.35.144.016332
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/04/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №17

2018 წლის 30 მარტი

ქ. ქარელი

 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 მაისის №7 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ტექნიკური რეგლამენტის ნორმების შესრულებაზე შერჩევითი კონტროლის თაობაზე და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431-ე და 432-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებაზე უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
    დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებული – საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების შეუსრულებლობისათვის და საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განხორციელებისათვის ამ საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე, ან საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი რეგისტრირებული მონაცემის ცვლილების ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში შეუტანლობისათვის, სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოს ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს – ზედამხედველობის სამსახურს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეივანე არდემანაშვილი