1. საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველი პერსონალის – აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველ პერსონალს – აღმზრდელს აქვს აკადემიური უმაღლესი განათლება.
3. საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველ სხვა პერსონალს აქვს დაკავებული პოზიციის შესაბამისი არანაკლებ პროფესიული ან მასთან გათანაბრებული არაფორმალური განათლება.
4. საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველმა პერსონალმა იცის:
ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები და რეგულაციები;
ბ) ადრეული განათლების პრინციპები;
გ) ბავშვის სწავლისა და განვითარების თეორიები;
დ) ბავშვთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებები;
ე) ადრეული და სკოლამდელი განათლების საფეხურზე არსებული მეთოდები და კურიკულუმის მოდელები;
ვ) ინკლუზიური განათლების პრინციპები;
ზ) პოზიტიური გაძღოლის პრინციპები;
თ) საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვის პრინციპები;
ი) საგნობრივი დისციპლინები;
კ) ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტები და აღმზრდელ-პედაგოგის სტანდარტი;
ლ) ბავშვზე დაკვირვებისა და შეფასების მეთოდები;
მ) იცის დაწესებულებაში განხორციელებული კურიკულუმის გამოყენება;
ნ) განათლების სფეროში დამკვიდრებული ტერმინოლოგია;
ო) გუნდური მუშაობის პრინციპები.
5. საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველ პერსონალს შეუძლია:
ა) ბავშვზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება;
ბ) ოჯახთან და თემთან თანამშრომლობა;
გ) გუნდში მუშაობა;
დ) ბავშვზე დაკვირვება და შეფასება;
ე) საგანმანათლებლო გარემოს მოწყობა და ცვლილებების შეტანა საჭიროებების შემთხვევაში;
ვ) მულტიდისციპლინურ გუნდში მუშაობა;
ზ)კურიკულუმის მოდელის მიხედვით ან დაწესებულებაში დაკავებული პოზიციის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება ბავშვთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით;
თ)ტექნოლოგიების გამოყენება საგანმანათლებლო პროცესში;
ი) საკუთარ საქმიანობაზე კრიტიკული რეფლექსია