„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №25 |
|
2018 წლის 2 აპრილი ქ. ბოლნისი |
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) მედიკამენტური მკურნალობისათვის (მხოლოდ ავთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევაში) – არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა (რაც არ ფინანსდება აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით)“.
2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მედიკამენტური მკურნალობისათვის დახმარება, არაუმეტეს 200 ლარისა, გაეწევათ შემდეგი დაავადებების მქონე სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს (მათ შორის მოქალაქეები, რომელთაც 65000-დან 150000-მდე სარეიტინგო ქულა მიენიჭათ 2017-2018წწ. პერიოდში):
ა) შაქრიანი დიაბეტის და სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე ბენეფიციარებს;
ბ) გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ბენეფიციარებს;
გ) პოსტოპერაციული მკურნალობის საჭიროების მქონე ბენეფიციარებს;
დ) ქრონიკული და მწვავე ანთებითი პროცესებით მიმდინარე დაავადებების მქონე ბენეფიციარებს“.
3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით ყოველი წლის პირველი ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV – 100/ა).“
4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-6 მუხლს დაემატოს 31 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„31. ამ წესის მე-6 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებული ყოველთვიური წახალისების მისაღებად, მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები სტუდენტებმა მერიაში უნდა წარადგინონ ყოველი ახალი სასწავლო სემესტრის დასაწყისში. განცხადებისა და დოკუმენტების დაგვიანებით წარმოდგენის შემთხვევაში, დახმარება გაიცემა განცხადებით მომართვის თარიღიდან“.
5. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის “ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ყოველთვიური მატერიალური დახმარება გაეწევათ შემდეგ ბენეფიციარებს:
ა) მხედველობის მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატულ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 18 წელზე მეტი ასაკის პირებს – 100 (ასი) ლარის ოდენობით“.
6. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის 21-ე მუხლის მეოთხე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ცნობა საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 02.04.2018.
- როდის იქნა მიღებული „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 02.04.2018. მიმღები ორგანო — ბოლნისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №25. სარეგისტრაციო კოდი — 190020020.35.158.016429.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.04.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №25, 02.04.2018, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.158.016429 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.04.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4123827/