შპს „გაზკოსთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 22.11.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2459
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024830
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/04/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.11.2017 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ფიზიკური პირ ლევან ხოზრევანიძისთვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის თანხის გამოყოფის შესახებ სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირების შესახებ სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირების შესახებ შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების ვადის გაგრძელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
შპს „გაზკოსთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2459
2017 წლის 22 ნოემბერი
ქ. თბილისი
შპს „გაზკოსთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლისა და „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული ტყითსარგებლობის წესის 271 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით, სსიპ − ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ იმერეთის სატყეო სამსახურის ტყიბულის სატყეო უბნის ორპირის სატყეოს კვარტალ №63-ის ლიტერ №8-ში მდებარე 12556 კვ.მ მიწის ფართობით (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №33.03.31.379) სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის (ხე-ტყის ჭრის უფლების გარეშე) ვადა შპს „გაზკოს“ (ს/ნ: 412 707 101) განესაზღვროს 2027 წლის 5 მაისამდე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი