„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№36
სარეგისტრაციო კოდი
330090020.35.132.016384
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/04/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №36

2018 წლის 30 მარტი

ქ. ბათუმი

 

„თვითმმართველი ქალაქის ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპა­ლი­ტე­ტის საკრებულო  ა დ გ ე ნ ს :

მუხლი 1
„თვითმმართველი ქალაქის ბათუმის დასახლებათა ტერიტო­რიების გამოყენე­ბისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართ­ველი ქალაქის ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გა­მოქვეყნების თარიღი: 14/09/2012, სარეგისტრაციო კოდი: 330090020.35.132.016140) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების მე-4  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

მუხლი 4. კონკრეტული ფუნქციური ზონებისათვის კოეფიციენტები

კონკრეტული ფუნქციური ზონებისათვის დადგინდეს შემდეგი კოეფი­ციენ­ტები:

4.1. საცხოვრებელი ზონა 3 (სზ-3), დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა:

ა) განაშენიანების დომინირებული სახეობა საცხოვრებელი სახლები;

ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი კ-1 = 0,5;

გ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი კ-2 = 1,3-მდე;

დ) მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი კ-3 = 0,2.

ე) ზონის ტერიტორიისათვის მიწის ნაკვეთების განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის ( კ -2) გაზრდა დასაშვებია:

ე.ა) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ე.ბ) განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე.

ვ) ზონის ტერიტორიისათვის მიწის ნაკვეთების განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის (კ-2) გაზრდა სპეციალური (ზონალური) შე­თანხმების საფუძველზე დასაშვებია, თუ წარმოდგენილი დოკუმენტაცია:

ვ.ა) შესაბამისობაშია საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან ან კანონქვემ­დებარე აქტებით განსაზღვრულ სამშენებლო ნორმებთან და რეგულაციებთან;

ვ.ბ) უზრუნველყოფს სამშენებლო და მის მიმდებარედ არსებული ტერიტორიის სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას;

ვ.გ) ჯანსაღი, უსაფრთხო საცხოვრებელი, სამოღვაწეო გარემოს შექმნის მიზნით უზრუნველყოფს ქალაქის განვითარების ამოცანებისა და საჭიროებების (რეკრიაცი­ული, გასართობი და დასასვენებელი ზონების, საპარკინგე სივრცეების და სხვა) გა­დაწყვეტას;

ვ.დ) ხელს შეუწყობს ქალაქის ტურისტული პოტენციალის განვითარებას;

ვ.ე) ხელს შეუწყობს საინვესტიციო და ეკონომიკური პირობების გაუმჯო­ბე­სე­ბას;

ვ.ვ)  სოციალური და ჰუმანიტარული ამოცანების გადაწყვეტას;

ვ.ზ) მნიშვნელოვანია ქალაქთმშენებლობითი მოთხოვნებისა და ამოცანების გა­დაწ­­­ყვეტის, ასევე ქალაქში  ურბანული გარემოს განვითარების თვალსაზრისით;

ვ.თ) უზრუნველყოფს სახელმწიფოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ად­გი­­ლობრივი თვითმმართველობის (მათ მიერ დაფუძნებული ორგანიზაციების)  მიერ განსახორციელებელი პროექტებისათვის საჭირო ამოცა­ნების გადაწყვეტას;

ზ) წინამდებარე დადგენილების ამოქმედების მომენტისათვის საჯარო რეეს­ტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებულ 150.00 კვ.მ-დე მიწის ნაკვეთებზე, რომლებზედაც განლაგებულია შენობა-ნაგებობა და „უკანა ეზოს“ პრინციპის დარ­ღვევით ან/და მის გარეშე არსებული შენობა-ნაგებობის  კ-1 კოეფიციენტის მნიშვნე­ლობა გადაჭარბებულია წინამდებარე დადგენილებით მოცემულ მაქსიმალურ მნიშ­ვნელობას, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია არსებული მაჩვენებლის შენარჩუნებით შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე მშენებლობის ნებართვის გაცემა იმ პირობის დაცვით, რომ  საპროექტო შენობის მაქსიმალური საანგარიშო სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 7,8 მეტრს. არსებული საკადასტრო ერთეულების წინამდებარე დად­გენილების ამოქმედების შემდგომ დაყოფის შედეგად წარმოშობილ მიწის ნაკვე­თები­სათვის, თუნდაც მათი ფართობი არ აღემატებოდეს 150,00 კვ,მ-ს, კ-1 კოეფიციენტის არსებული მნიშვნელობის  შენარჩუნება/გადაჭარბება არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის ან/და ახალი მშენებლობის დროს დაუშვებელია.

4.2. (სზ-5), საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა:

ა) დომინირებული სახეობა საცხოვრებელი სახლები;

ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი კ-1 = 0,5;

ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი კ-2 = 1,8-მდე;

დ) მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი კ-3 = 0,1;

ე) ზონის ტერიტორიისათვის   მიწის ნაკვეთების განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის ( კ -2) გაზრდა დასაშვებია:

ე.ა) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ე.ბ) განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე;

ვ) ზონის ტერიტორიისათვის  მიწის ნაკვეთების განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის ( კ -2) გაზრდა სპეციალური (ზონალური) შე­თანხმების საფუძველზე დასაშვებია,  თუ წარმოდგენილი  დოკუმენტაცია:

ვ.ა) შესაბამისობაშია საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან ან კანონქვემდებარე აქტებით განსაზღვრულ სამშენებლო ნორმებთან და რეგულაციებთან;

ვ.ბ) უზრუნველყოფს სამშენებლო და მის მიმდებარედ არსებული ტერიტორიის სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას;

ვ.გ) ჯანსაღი, უსაფრთხო საცხოვრებელი, სამოღვაწეო გარემოს შექმნის მიზნით უზრუნველყოფს ქალაქის განვითარების ამოცანებისა და საჭიროებების  (რეკრიაცი­ული, გასართობი და დასასვენებელი ზონების, საპარკინგე სივრცეების და სხვა) გადაწყვეტას;

ვ.დ) ხელს შეუწყობს ქალაქის ტურისტული პოტენციალის განვითარებას;

ვ.ე) ხელს შეუწყობს საინვესტიციო და ეკონომკური პირობების გაუმჯობესებას;

ვ.ვ)  სოციალური და ჰუმანიტარული ამოცანების გადაწყვეტას.

ვ.ზ) მნიშვნელოვანია ქალაქთმშენებლობითი მოთხოვნებისა და ამოცანების გადაწ­ყვეტის, ასევე ქალაქში  ურბანული გარემოს განვითარების თვალსაზრისით;

ვ.თ) უზრუნველყოფს სახელმწიფოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის (მათ მიერ დაფუძნებული ორგანიზაციების)  მიერ გასახორციელებელი პროექტებისათვის საჭირო ამოცა­ნების გადაწყვეტას;

ზ) წინამდებარე დადგენილების ამოქმედების მომენტისათვის საჯარო რეეს­ტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებულ 150.00 კვ.მდე მიწის ნაკვეთებზე, რომლებზედაც განლაგებულია შენობა-ნაგებობა და „უკანა ეზოს“ პრინციპის დარ­ღვევით ან/და მის გარეშე არსებული შენობა-ნაგებობის  კ-1 კოეფიციენტის მნიშვნე­ლობა გადაჭარბებულია წინამდებარე დადგენილებით მოცემულ მაქსიმალურ მნიშ­ვნელობას, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია არსებული მაჩვენებლის შენარჩუნებით შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე მშენებლობის ნებართვის გაცემა იმ პირობის დაცვით, რომ  საპროექტო შენობის მაქსიმალური საანგარიშო სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს  7,8 მეტრს. არსებული საკადასტრო ერთეულების წინამდებარე დადგენილების ამოქმედების შემდგომ დაყოფის შედეგად წარმოშობილ მიწის ნაკვეთებისათვის, თუნდაც მათი ფართობი არ აღემატებოდეს 150,00 კვ,მ-ს, კ-1 კოეფიციენტის არსებული მნიშვნელობის  შენარჩუნება/გადაჭარბება არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის ან/და ახალი მშენებლობის დროს დაუშვე­ბელია. 

4.3. საცხოვრებელი ზონა 6 (სზ-6), მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა:

ა) განაშენიანების დომინირებული სახეობა საცხოვრებელი სახლები;

ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი კ-1 = 0,5;

გ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი კ-2 = 2,2-მდე;

დ) მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი კ-3 = 0,1;

ე) ზონის ტერიტორიისათვის მიწის ნაკვეთების განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის ( კ -2) გაზრდა დასაშვებია:

ე.ა) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ე.ბ) განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე.

ვ) ზონის ტერიტორიისათვის  მიწის ნაკვეთების განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის ( კ -2) გაზრდა სპეციალური (ზონალური) შე­თანხმების საფუძველზე დასაშვებია,  თუ წარმოდგენილი  დოკუმენტაცია:

ვ.ა) შესაბამისობაშია საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან ან კანონ­ქვემდებარე აქტებით განსაზღვრულ სამშენებლო ნორმებთან და რეგულაციებთან;

ვ.ბ) უზრუნველყოფს სამშენებლო და მის მიმდებარედ არსებული ტერიტორიის სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას;

ვ.გ) ჯანსაღი, უსაფრთხო საცხოვრებელი, სამოღვაწეო გარემოს შექმნის მიზნით უზრუნველყოფს ქალაქის განვითარების ამოცანებისა და საჭიროებების  (რეკრიაცი­ული, გასართობი და დასასვენებელი ზონების, საპარკინგე სივრცეების და სხვა) გადაწ­ყვეტას;

ვ.დ) ხელს შეუწყობს ქალაქის ტურისტული პოტენციალის განვითარებას;

ვ.ე) ხელს შეუწყობს საინვესტიციო და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას;

ვ.ვ)  სოციალური და ჰუმანიტარული ამოცანების გადაწყვეტას;

ვ.ზ) მნიშვნელოვანია ქალაქთმშენებლობითი მოთხოვნებისა და ამოცანების გა­დაწ­ყვეტის, ასევე ქალაქში ურბანული გარემოს განვითარების თვალსაზრისით;

ვ.თ) უზრუნველყოფს სახელმწიფოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგი­ლობრივი თვითმმართველობის (მათ მიერ დაფუძნებული ორგანიზაციების)  მიერ გასახორციელებელი პროექტებისათვის საჭირო ამოცა­ნების გადაწყვეტას;

ზ) წინამდებარე დადგენილების ამოქმედების მომენტისათვის საჯარო რეეს­ტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებულ 150.00 კვ.მ-დე მიწის ნაკვეთებზე, რომლებზედაც განლაგებულია შენობა-ნაგებობა და „უკანა ეზოს“ პრინციპის დარ­ღვევით ან/და მის გარეშე არსებული შენობა-ნაგებობის  კ-1 კოეფიციენტის მნიშ­ვნელობა გადაჭარბებულია წინამდებარე დადგენილებით მოცემულ მაქსიმალურ მნიშ­ვნელობას, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია არსებული მაჩვენებლის შენარ­ჩუ­ნებით შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე მშენებლობის ნებართვის გაცემა იმ პირობის დაცვით, რომ  საპროექტო შენობის მაქსიმალური საანგარიშო სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს  7,8 მეტრს. არსებული საკადასტრო ერთეულების წინამდებარე დადგენილების ამოქმედების შემდგომ დაყოფის შედეგად წარმოშობილ მიწის ნაკვეთებისათვის, თუნდაც მათი ფართობი არ აღემატებოდეს 150,00 კვ,მ-ს, კ-1 კო­ეფი­ციენტის არსებული მნიშვნელობის  შენარჩუნება/გადაჭარბება არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის ან/და ახალი მშენებლობის დროს დაუშვებელია. 

4.4. საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა - 1 (სსზ-1), საშუალო ინტენსივობის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა:

ა) განაშენიანების დომინირებული სახეობის გარეშე  (შერეული ზონა);

ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი კ-1 = 0,6;

გ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი კ-2 = 3,0-მდე;

დ) მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი კ-3 = 0,1;

ე) ზონის ტერიტორიისათვის მიწის ნაკვეთების განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის ( კ -2) გაზრდა დასაშვებია:

ე.ა) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ე.ბ) განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე.

ვ) ზონის ტერიტორიისათვის  მიწის ნაკვეთების განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის ( კ -2) გაზრდა სპეციალური (ზონალური) შე­თანხმების საფუძველზე  დასაშვებია,  თუ წარმოდგენილი  დოკუმენტაცია:

ვ.ა) შესაბამისობაშია საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან ან კანონ­ქვემდებარე აქტებით განსაზღვრულ სამშენებლო ნორმებთან და რეგულაციებთან;

ვ.ბ) უზრუნველყოფს სამშენებლო და მის მიმდებარედ არსებული ტერიტორიის სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას;

ვ.გ) ჯანსაღი, უსაფრთხო საცხოვრებელი, სამოღვაწეო გარემოს შექმნის მიზნით უზრუნველყოფს ქალაქის განვითარების ამოცანებისა და საჭიროებების  (რეკრიაცი­ული, გასართობი და დასასვენებელი ზონების, საპარკინგე სივრცეების და სხვა) გადაწყვეტას;

ვ.დ) ხელს შეუწყობს ქალაქის ტურისტული პოტენციალის განვითარებას;

ვ.ე) ხელს შეუწყობს საინვესტიციო და ეკონომკური პირობების გაუმჯობესებას;

ვ.ვ)  სოციალური და ჰუმანიტარული ამოცანების გადაწყვეტას;

ვ.ზ) მნიშვნელოვანია ქალაქთმშენებლობითი მოთხოვნებისა და ამოცანების გადაწყვეტის, ასევე ქალაქში  ურბანული გარემოს განვითარების თვალსაზრისით;

ვ.თ) უზრუნველყოფს სახელმწიფოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგი­ლობრივი თვითმმართველობის (მათ მიერ დაფუძნებული ორგანიზაციების)  მიერ გასახორციელებელი პროექტებისათვის საჭირო ამოცა­ნების გადაწყვეტას;

ზ) წინამდებარე დადგენილების ამოქმედების მომენტისათვის საჯარო რეეს­ტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული 150.00 კვ.მ-დე მიწის ნაკვეთებზე, რომლებზედაც განლაგებულია შენობა-ნაგებობა და „უკანა ეზოს“ პრინციპის დარ­ღვევით ან/და მის გარეშე არსებული შენობა-ნაგებობის  კ-1 კოეფიციენტის მნიშ­ვნელობა გადაჭარბებულია წინამდებარე დადგენილებით მოცემულ მაქსიმალურ მნიშვნელობას, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია არსებული მაჩვენებლის შენარ­ჩუნებით შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე მშენებლობის ნებართვის გაცემა იმ პირობის დაცვით, რომ  საპროექტო შენობის მაქსიმალური საანგარიშო სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს  7,8 მეტრს. არსებული საკადასტრო ერთეულების წინამდებარე დადგენილების ამოქმედების შემდგომ დაყოფის შედეგად წარმოშობილ მიწის ნაკვეთებისათვის, თუნდაც მათი ფართობი არ აღემატებოდეს 150,00 კვ,მ-ს, კ-1 კოეფიციენტის არსებული მნიშვნელობის  შენარჩუნება/გადაჭარბება არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის ან/და ახალი მშენებლობის დროს დაუშვე­ბელია. 

4.5. საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა - 2 (სსზ-2), განაშენიანების მაღალი ინტენსი­ვო­ბ­ის ზონა:

ა) დომინირებული სახეობა - საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები,

ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი კ-1 = 0,7;

გ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი კ-2 = 4,0-მდე;

დ) მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი კ-3 = 0,1;

ე) ზონის ტერიტორიისათვის   მიწის ნაკვეთების განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის ( კ -2) გაზრდა დასაშვებია:

ე.ა) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ე.ბ) განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე.

ვ) ზონის ტერიტორიისათვის  მიწის ნაკვეთების განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის ( კ-2) გაზრდა სპეციალური (ზონალური) შე­თანხმების საფუძველზე დასაშვებია,  თუ წარმოდგენილი  დოკუმენტაცია:

ვ.ა) შესაბამისობაშია საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან ან კანონქვემ­დებარე აქტებით განსაზღვრულ სამშენებლო ნორმებთან და რეგულაციებთან;

ვ.ბ) უზრუნველყოფს სამშენებლო და მის მიმდებარედ არსებული ტერიტორიის სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას;

ვ.გ) ჯანსაღი, უსაფრთხო საცხოვრებელი, სამოღვაწეო გარემოს შექმნის მიზნით უზრუნველყოფს ქალაქის განვითარების ამოცანებისა და საჭიროებების  (რეკრიაცი­ული, გასართობი და დასასვენებელი ზონების, საპარკინგე სივრცეების,  და სხვა) გადაწყვეტას;

ვ.დ) ხელს შეუწყობს ქალაქის ტურისტული პოტენციალის განვითარებას;

ვ.ე) ხელს შეუწყობს საინვესტიციო და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას;

ვ.ვ)  სოციალური და ჰუმანიტარული ამოცანების გადაწყვეტას;

ვ.ზ) მნიშვნელოვანია ქალაქთმშენებლობითი მოთხოვნებისა და ამოცანების გადაწყვეტის, ასევე ქალაქში  ურბანული გარემოს განვითარების თვალსაზრისით;

ვ.თ) უზრუნველყოფს სახელმწიფოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის (მათ მიერ დაფუძნებული ორგანიზაციების)  მიერ გასახორციელებელი პროექტებისათვის საჭირო ამოცა­ნების გადაწყვეტას;

ზ) წინამდებარე დადგენილების ამოქმედების მომენტისათვის საჯარო რეეს­ტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებულ 150.00 კვ.მ-დე მიწის ნაკვეთებზე, რომლებზედაც განლაგებულია შენობა-ნაგებობა და „უკანა ეზოს“ პრინციპის დარ­ღვევით ან/და მის გარეშე არსებული შენობა-ნაგებობის  კ-1 კოეფიციენტის მნიშვნე­ლობა გადაჭარბებულია წინამდებარე დადგენილებით მოცემულ მაქსიმა­ლურ მნიშ­ვნე­ლობას, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია არსებული მაჩვენებლის შენარჩუნებით შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე მშენებლობის ნებართვის გაცემა იმ პირობის დაცვით, რომ  საპროექტო შენობის მაქსიმალური საანგარიშო სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს  7,8 მეტრს. არსებული საკადასტრო ერთეულების წინამდებარე დადგენილების ამოქმედების შემდგომ დაყოფის შედეგად წარმოშობილ მიწის ნაკვეთებისათვის, თუნდაც მათი ფართობი არ აღემატებოდეს 150,00 კვ,მ-ს, კ-1 კოეფიციენტის არსებული მნიშვნელობის  შენარჩუნება/გადაჭარბება არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის ან/და ახალი მშენებლობის დროს დაუშვე­ბელია. 

4.6. საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 3 (სსზ-3), განაშენიანების მაღალი ინ­ტე­ნ­სი­ვო­ბ­ის ზონა:

ა) დომინირებული სახეობა საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები;

ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი კ-1 = 0,7;

გ) მიწის ნაკვეთზე განაშენიანების მაქსიმალური სიმაღლე - 12 მეტრი;

დ) მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი კ-3 = 0,1;

ე) წინამდებარე დადგენილების ამოქმედების მომენტისათვის საჯარო რეეს­ტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებულ 150.00 კვ.მ-დე მიწის ნაკვეთებზე, რომ­ლებზედაც განლაგებულია შენობა-ნაგებობა და „უკანა ეზოს“ პრინციპის დარ­ღვევით ან/და მის გარეშე არსებული შენობა-ნაგებობის  კ-1 კოეფიციენტის მნიშ­ვნელობა გადაჭარბებულია წინამდებარე დადგენილებით მოცემულ მაქსიმალურ მნიშვნელობას, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია არსებული მაჩვენებლის შენარჩუ­ნებით შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე მშენებლობის ნებართვის გაცემა იმ პირობის დაცვით, რომ  საპროექტო შენობის მაქსიმალური საანგარიშო სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს  7,8 მეტრს. არსებული საკადასტრო ერთეულების წინამდებარე დადგენილების ამოქმედების შემდგომ დაყოფის შედეგად წარმოშობილ მიწის ნაკვეთებისათვის, თუნდაც მათი ფართობი არ აღემატებოდეს 150,00 კვ,მ-ს, კ-1 კოეფიციენტის არსებული მნიშვნელობის  შენარჩუნება/გადაჭარბება არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის ან/და ახალი მშენებლობის დროს დაუშვებე­ლია. 

4.7. საკურორტო-სარეკრეაციო ზონა-2 (სრზ-2):

ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი კ-1 = 0,3;

ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი კ-2 = 3,0-მდე;

გ) მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი კ-3 = 0,1;

დ) ზონის ტერიტორიისათვის მიწის ნაკვეთების განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის ( კ -2) გაზრდა დასაშვებია:

დ.ა) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

დ.ბ) განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე.

ე) ზონის ტერიტორიისათვის მიწის ნაკვეთების განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის (კ-2) გაზრდა სპეციალური (ზონალური) შე­თანხმების საფუძველზე დასაშვებია,  თუ წარმოდგენილი  დოკუმენტაცია:

ე.ა) შესაბამისობაშია საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან ან კანონ­ქვემდებარე აქტებით განსაზღვრულ სამშენებლო ნორმებთან და რეგულაციებთან;

ე.ბ) უზრუნველყოფს სამშენებლო და მის მიმდებარედ არსებული ტერიტორიის სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას;

ე.გ) ჯანსაღი, უსაფრთხო საცხოვრებელი, სამოღვაწეო გარემოს შექმნის მიზნით უზრუნველყოფს ქალაქის განვითარების ამოცანებისა და საჭიროებების  (რეკრიაცი­ული, გასართობი და დასასვენებელი ზონების, საპარკინგე სივრცეების,  და სხვა) გადაწყვეტას;

ე.დ) ხელს შეუწყობს ქალაქის ტურისტული პოტენციალის განვითარებას;

ე.ე) ხელს შეუწყობს საინვესტიციო და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას;

ე.ვ)  სოციალური და ჰუმანიტარული ამოცანების გადაწყვეტას;

ე.ზ) მნიშვნელოვანია ქალაქთმშენებლობითი მოთხოვნებისა და ამოცანების გადაწყვეტის, ასევე ქალაქში  ურბანული გარემოს განვითარების თვალსაზრისით;

ე.თ) უზრუნველყოფს სახელმწიფოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის (მათ მიერ დაფუძნებული ორგანიზაციების)  მიერ გასახორციელებელი პროექტებისათვის საჭირო ამოცა­ნების გადაწყვეტას.

ვ) წინამდებარე დადგენილების ამოქმედების მომენტისათვის საჯარო რეეს­ტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებულ 150.00 კვ.მ-დე მიწის ნაკვეთებზე, რომლებზედაც განლაგებულია შენობა-ნაგებობა და „უკანა ეზოს“ პრინციპის დარ­ღვევით ან/და მის გარეშე არსებული შენობა-ნაგებობის  კ-1 კოეფიციენტის მნიშ­ვნელობა გადაჭარბებულია წინამდებარე დადგენილებით მოცემულ მაქსიმალურ მნიშვნელობას, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია არსებული მაჩვენებლის შენარჩუ­ნებით შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე მშენებლობის ნებართვის გაცემა იმ პირობის დაცვით, რომ  საპროექტო შენობის მაქსიმალური საანგარიშო სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს  7,8 მეტრს. არსებული საკადასტრო ერთეულების წინამ­დებარე დადგენილების ამოქმედების შემდგომ დაყოფის შედეგად წარმოშობილ მიწის ნაკვეთებისათვის, თუნდაც მათი ფართობი არ აღემა­ტებოდეს 150,00 კვ,მ-ს, კ-1 კო­ეფიციენტის არსებული მნიშვნელობის შენარჩუ­ნება/გადაჭარბება არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის ან/და ახალი მშენებლობის დროს დაუშვებე­ლია. 

4.8. ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა (ლსზ), სარეკრეაციო ზონა (რზ), სამრე­წ­ველო ზონა 1 (ს-1), სამრეწველო ზონა 2 (ს-2), სპეციალური ზონა’ (სპეცზ’), სასოფ­ლო-სამეურნეო ზონა’ (სოფზ’), სატრანსპორტო ზონა 1 (ტრ-1) და სატრანსპორტო ზონა 2 (ტრ-2), სამხედრო ზონა(სდზ), სანიტარიული ზონა (სანზ):

კოეფიციენტები არ დგინდება. 

4.9. კონკრეტული ფუნქციური ზონებისათის მაქსიმალური კოეფი­ც­ი­ენ­ტის და­დ­გ­ე­ნა, დამკვეთს არ ავალდებულებს სრულად აითვისოს დადგენილი კოეფი­ცი­ენ­ტი, ხო­ლო მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილ პირს არ ავალდებულებს უპი­რობოდ დაამტკიცოს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები და შეითანხმოს პროე­ქ­ტი.

4.10. დადგინდეს (გარდა სსზ-3-ში არსებული მრავალბინიანი სახლებისა, ასევე აუქციონის წესით შეძენილ მიწის ნაკვეთებზე და მასზე განთავსებული მრავალ­ბინიანი შენობა-ნაგებობებისა) ერთსართულიანი, ორსართულიანი და სამსართუ­ლიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის მიწის ნაკვეთის საზღვრები:

ა) ერთსართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისათვის მიწის ნაკვე­თის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი კ-2 = 0.6-მდე;

ბ) ორსართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისათვის მიწის ნაკვე­თის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი კ-2 = 0.8-მდე;

გ) სამსართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი­სათვის მიწის ნაკვე­თის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი კ-2=1.3-მდე.“.

ბ) დადგენილების მე-9 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქციით:

„6. დაუშვებელია  ხელმეორედ იქნეს განხილული საკითხი განაშენიანების ინტენ­­სივობის კოეფიციენტის კ-2-ის გაზრდის თაობაზე იმავე მიწის ნაკვეთზე, რომელ­ზედაც უკვე განხორციელდა მიწის ნაკვეთის განაშე­ნიანების ინტენსივობის კოეფიციენტის კ-2-ის გაზრდა.“.

გ) დადგენილების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გადაწყვეტილების მიღების წესი

1. სპეციალური (ზონალური) შეთანხმების, მათ შორის მიწის ნაკვეთის განაშე­ნიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის კ-2-ის გაზრდის თაობაზე გადაწყვეტილებას „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭო ს “ (შემდგომში საბჭო) დასკვნის საფუძველზე იღებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახით.

2. სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებაზე გადაწყვეტილების მისაღებად 30 დღიანი ვადის არასაკმარისობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელება ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. სპეციალური (ზონალური) შეთანხმების, მათ შორის მიწის ნაკვეთის განაშე­ნიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის კ-2-ის გაზრდის თაობაზე დაინ­ტერესებული პირების განცხადებას საბჭოს სხდომაზე განსახილველად ამზა­დებს და საბჭოს წარუდგენს მშენებელობის ნებართვის საკითხის განხილვაზე უფლებამოსილი სამსახური. წერილობითი წარდგინება უნდა მოიცავდეს  ინფორ­მაციას ნებართვის მაძიებლის თაობაზე, მონაცემებს სამშენებლო ობიექტის მდება­რეობისა და ფუნქციური დანიშნულების თაობაზე, ასევე განმარტებას კონკრეტული მიწის ნაკვეთისთვის განსაზღვრული სპეციალური (ზონალური) შეთანხმების მიზან­შეწონილობის/საჭიროების შესახებ, დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწი­ნებით და განმარტებას დოკუმენტაციის საქართველოში მოქმედ კანონმდებ­ლო­ბას­თან ან კანონქვემდებარე აქტებით განსაზ­ღვრულ სამშენებლო ნორმებთან და რეგუ­ლა­ციებ­თან შესაბამისობის შესახებ.

4. სპეციალური (ზონალური) შეთანხმების თაობაზე გადაწყვეტილება საბჭოს მიერ მიიღება საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტის მხარდაჭერით, ხმე­ბის თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა, საბ­ჭოს გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით.

5. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ინდივიდუალური ადმინის­ტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

6. საბჭოს შემადგენლობაში ანაზღაურებადი საქმიანობისათვის  შესაძლებელია  მოწვეულ იქნეს დარგის  სპეციალისტები, რომელთა შრომის ანაზღაურების საკითხი და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით.

7. საბჭოს გადაწყვეტილება არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებ­რ­ივ აქტს და განხილულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას ღებულობს ქალაქ ბათუ­მის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო. შესაბამისად, საბჭოს გა­დ­აწყვე­ტი­ლება არ ექვემდებარება გასაჩივრებას და მისი მომზადებისა და გამო­ცე­მის მიმართ არ გამოიყენება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზა­დე­ბი­სა და გამოცემი­სათ­­ვ­ის დადგენილი მოთხოვნები.

8. საბჭოს საქმისწარმოების დოკუმენტაცია ინახება საბოლოო გადაწყვე­ტ­ი­­ლე­ბასთან ერთად. საბჭოს დოკუმენ­ტა­ციის დაცვა/შენახვა/დამუშავებას ახორციელებს  მშენებლობის ნებართვის საკითხის განხილვაზე უფლებამოსილი სამსახური.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულიკო თებიძე