,,თიღვის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№8
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.145.016152
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/04/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2018 წლის 2 აპრილი

ქ. თბილისი

 

,,თიღვის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების და 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

,,თიღვის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის №6 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/02/2018; 010250000.35.145.016150) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :

ა ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე -5 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„1. ერთჯერად სოციალურ დახმარებას 200 ლარის ოდენობით მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები , რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ თიღვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და რომლებსაც ჰყავთ ოთხი ან მეტი შვილი , რომელთაგანაც ერთ -ერთი მაინც არის არასრულწლოვანი (18 წლამდე )“.

ბ ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე -7 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„1. თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სასურსათო და სხვა სახის მატერიალურ დახმარებას მიიღებენ დევნილთა ოჯახები , რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ თიღვის მუნიციპალიტეტში .“.

გ ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე -7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე -4 და მე -5 პუნქტები :

4. ქალაქ გორში , ვერხვების დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებ თიღვის მუნიციპალიტეტიდან დევნილ 20 (ოცი ) ოჯახს გაეწიოს გადახურვისთვის საჭირო სამშენებლო მასალებით დახმარება , მათ შორის ორსაცხოვრებლიან 3 კოტეჯში მცხოვრებ 6 ოჯახს და ერთსაცხოვრებლიან 14 კოტეჯში მცხოვრებ 14 ოჯახს “.

5. სამშენებლო მასალების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად .“;

დ ) დადგენილებით დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი :

„მუხლი 71. მარტოხელა მშობლის (დედის ან მამის ) დახმარება

1. ერთჯერად 200 (ორასი ) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული პირები , რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ თიღვის მუნიციპალიტეტში და აქვთ მარტოხელა მშობლის სტატუსი ;

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ თიღვის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია :

ა ) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე ;

ბ ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი ;

გ ) დევნილობის მოწმობის ასლი ;

დ ) შვილ (ებ )ის დაბადების და დევნილობის მოწმობის ასლი ;

ე ) ცნობა მარტოხელა მშობლის შესახებ ;

ვ ) საბანკო ანგარიში .

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ ანგარიშზე. “;

ე ) დადგენილებით დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 72 მუხლი :

„მუხლი 72. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების 18 წლამდე ასაკის , რომლებსაც მინიჭებული აქვთ შშმ პირის სტატუსი და 18 წლის ზევით შშმ პირებს , რომლებსაც აქვთ ინვალიდობის პირველი ჯგუფი მინიჭებული

1. ერთჯერად 200 (ორასი ) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული პირები 18 წლამდე ასაკის , რომლებსაც მინიჭებული აქვთ შშმ პირის სტატუსი და 18 წელზე მეტი ასაკის შშმ პირები , რომლებიც სარგებლობენ პირველი ჯგუფის ინვალიდის სტატუსით და მუდმივად ცხოვრობდნენ თიღვის მუნიციპალიტეტში .

  2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ თიღვის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია .

ა ) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე ;

ბ ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი ;

გ ) 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დაბადების მოწმობის ან პირადობისა და დევნილობის მოწმობის ასლები ;

დ ) 18 წლამდე ასაკის პირისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ;

ე ) 18 წლის ზევით პირისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამადასტურებელი მოწმობის და ინვალიდობის პირველი ჯგუფის დამადასტურებელი ასლები ;

ვ ) საბანკო ანგარიში.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ ანგარიშზე. “.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერევაზ ჭავჭავაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,თიღვის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 02.04.2018.
როდის იქნა მიღებული „,,თიღვის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„,,თიღვის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 02.04.2018. მიმღები ორგანო — თიღვის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №8. სარეგისტრაციო კოდი — 010250000.35.145.016152.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,თიღვის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,თიღვის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,თიღვის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.04.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,თიღვის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №8, 02.04.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.145.016152 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.04.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4126350/