სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ალაზანი ენერჯისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

მიღების თარიღი 11.10.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2146
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024888
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/04/2018
matsne.gov.ge 234 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „დათოსათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 93% 11.02.2016 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „მარსისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 92% 07.12.2017 ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 28.04.2022 შპს „ფუდ ფართისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 90% 19.10.2017 „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „იტონგ კავკასუსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 ნოემბრის №2046 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „იტონგ კავკასუსის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 90% 12.07.2017

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ალაზანი ენერჯისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება №2146 2017 წლის 11 ოქტომბერი ქ. თბილისი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ალაზანი  ენერჯისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის  შესახებ 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს „ალაზანი ენერჯის“ (ს/კ: 406186577) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 99 (ოთხმოცდაცხრამეტი) წლის ვადით, წლიურ სარგებლობაში გადაცემის საფასურად − 4606.84 ლარად (ოთხი ათას ექვსას ექვსი ლარი და  ოთხმოცდაოთხი თეთრი), აღნაგობის უფლებით გადასცეს ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარე 4423.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №50.07.33.210), ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარე 4748.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №50.07.33.209) და ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხადორში მდებარე 12344.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №50.25.33.416). 2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემის პირობებად განისაზღვროს: ა) სარგებლობაში გადაცემის საფასურის − 4606.84 ლარის (ოთხი ათას ექვსას ექვსი ლარი და ოთხმოცდაოთხი თეთრი) გადახდა ყოველწლიურად; ბ) ამავე პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების გამოყენება საქართველოს მთავრობას, შპს „ალაზანი ენერჯისა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ (ს/კ:  205170036)  შორის 2016 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით განსაზღვრული ჰიდროელექტროსადგურ „ხადორი 3“-ის აშენების მიზნით. 3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით,  უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება. პრემიერ-მინისტრი                                                                     გიორგი კვირიკაშვილი