სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის მოწონებისა და მისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე

მიღების თარიღი 11.10.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2147
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024889
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/04/2018
matsne.gov.ge 267 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების და მათზე არსებული მეურნეობის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის მოწონებისა და მისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 89% 10.08.2017 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთებისა და მათზე არსებული მეურნეობის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის მოწონებისა და მისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 88% 22.11.2017 „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის მოწონებისა და მისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 87% 30.12.2015 „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის მოწონებისა და მისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 87% 13.09.2017 „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის მოწონებისა და მისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 86% 02.02.2017

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის მოწონებისა და მისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება №2147 2017 წლის 11 ოქტომბერი ქ. თბილისი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ქონების ეროვნული  სააგენტოს ინფორმაციის მოწონებისა და მისთვის თანხმობის მიცემის  თაობაზე 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 6​2 მუხლისა  და „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10  დეკემბრის  №328 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია ქალაქ თბილისში, დ. უზნაძის ქუჩა №14-ში მდებარე 2796.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების: №1, №2, №3, №4, №5, №6, №8, №9, №10, №11, №12, №13 - საერთო ფართობით − 3143.9 კვ.მ (მათ შორის, I სართული − 1489.6 კვ.მ, II სართული − 1021.4 კვ.მ, III სართული − 632.9 კვ.მ) და ნაგებობა (ავტოსადგომი) №7 ფართით − 60.00 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.16.05.001.011) პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასურის დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილ საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები ოდენობით განსაზღვრის თაობაზე იმ პირობით, რომ საწყისი საპრივატიზებო თანხა განისაზღვრება 1 740 000  (ერთი მილიონ შვიდას ორმოცი ათასი) ლარის ოდენობით. 2.  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში  შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს ამ განკარგულების შესრულებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. პრემიერ-მინისტრი                                                           გიორგი კვირიკაშვილი.