საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

მიღების თარიღი 11.10.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2148
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024890
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/04/2018
matsne.gov.ge 222 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 91% 08.11.2017 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 91% 22.11.2017 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 91% 03.11.2017 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 91% 03.11.2017 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 90% 22.11.2017

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება №2148 2017 წლის 11 ოქტომბერი ქ. თბილისი საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ −  სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ  საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 (ორმოცდაცხრა) წლის ვადით სარგებლობაში გადასცეს ამ განკარგულების დანართში მითითებული უძრავი ქონება. 2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის პირობებად განისაზღვროს, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით: ა)  ამავე პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის შენარჩუნება და მოვლა-პატრონობა;  ბ) ამავე პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონებისა და მასზე არსებული ინფრასტრუქტურის ტურისტული  მიზნით გამოყენებისა და ამავე მიზნებისათვის ქონების საჯარო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ასევე  ამავე უძრავი ქონების განსავითარებლად სამეწარმეო-საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობა; გ) ქონების განვითარების მიზნით, მესაკუთრის მიერ მითითებული შესაბამისი კომპეტენტური პირების/უწყებების დაშვება ამავე პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე ინფრასტრუქტურული ან სხვა სახის სამუშაოების განხორციელებისათვის; დ)   ამავე პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე სოფელ იყალთოში მდებარე ქვევრის სკოლა-სახელოსნოს (ე.წ. „ქვევრის სახლის“) ფუნქციონირების უზრუნველყოფა.  3.  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. პრემიერ-მინისტრი                                                                გიორგი კვირიკაშვილი.