სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

მიღების თარიღი 11.10.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2150
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024893
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/04/2018
matsne.gov.ge 203 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფიზიკური პირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 92% 13.09.2017 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 92% 19.10.2017 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ფიზიკური პირებისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 91% 28.12.2017 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 91% 03.11.2017 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 91% 15.12.2017

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება №2150 2017 წლის 11 ოქტომბერი ქ. თბილისი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შპს „თავისუფალი ვაჭრობის კომპლექს დიღომი-93“-ს (ს/ნ №201945869) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქალაქ თბილისში, ბელიაშვილის ქ. №140-ში მდებარე 14009.00 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: №1, №2, №3 (ნანგრევი), №4 (ნანგრევი), №5 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.13.01.004.103) და ქალაქ თბილისში, ბელიაშვილის ქ. №140ა-ში მდებარე 2491.00 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.13.01.004.104). 2.  ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს: ა)  საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეში; ბ) შპს „თავისუფალი ვაჭრობის კომპლექსი დიღომი-93“-ის (ს/ნ №201945869) მხრიდან  სახელმწიფოს მიმართ ქონებრივი ან სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაზე, ასევე ყოველგვარ მოთხოვნაზე, საჩივარზე, სარჩელზე უარის თქმა, როგორც საქართველოს საერთო სასამართლოებში, ისე ნებისმიერი სხვა ქვეყნის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ან/და არბიტრაჟში. 3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება. პრემიერ-მინისტრი                                                              გიორგი კვირიკაშვილი.