შპს „ტოროს“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

მიღების თარიღი 11.10.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2151
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024894
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/04/2018
matsne.gov.ge 207 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 90% 19.03.2015 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ანსამბლების გაერთიანება „ქართული სიმღერის“ დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 90% 15.05.2023 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ქონების (ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების)განკარგვის (გასხვისების ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემის), ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 30.12.2014 საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ მიერ განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 90% 14.12.2017 ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონი 89% 30.10.2019

დოკუმენტის ტექსტი

შპს „ტოროს“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება №2151 2017 წლის 11 ოქტომბერი ქ. თბილისი შპს „ტოროს“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ 1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 49​1 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ტოროსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 28 ნოემბრის №2125 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებიდან ამოღებულ იქნეს მე-2 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები. 2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 49​1 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შპს „ტორომ“ (ს/ნ 432541822) უზრუნველყოს 25 145 (ოცდახუთი ათას ას ორმოცდახუთი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ამ განკარგულების გამოცემიდან არა უგვიანეს 1 (ერთი) წლის ვადაში. 3. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 49​1 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „ტორო“ (ს/ნ 432541822) გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „ტოროს“ შორის 2014 წლის 10 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული/ დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან. 4. ამ განკარგულების პირველი და მე-3 პუნქტები ძალაში შევიდეს შპს „ტოროს“ მიერ ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შემთხვევაში. 5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები. პრემიერ-მინისტრი                                              გიორგი კვირიკაშვილი.