საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური გირაოს მართვის დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 04.04.2018
ძალის დაკარგვა 10.04.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 220010070.11.004.016052
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/04/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,211 სიტყვა · ~16 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.04.2018 მიღება
10.04.2024 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (12)
ბონდი
სასესხო ფასიანი ქაღალდი
მუხლი 2
კორპორატიული ბონდები
სასესხო ფასიანი ქაღალდები, რომელიც გამოშვებულია კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ, გარდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოშვებული ბონდებისა
მუხლი 2
ეროვნული ბანკის სესხი
მოიცავს ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული ოპერაციების ფარგლებში გაცემულ სესხებს, ლიკვიდობის დამატებით ინსტრუმენტებს, ბოლო ინსტანციის სესხს
მუხლი 2
სასესხო აქტივები
კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხები და მასზე დარიცხული პროცენტები
მუხლი 2
უზრუნველყოფის პორტფელი
კომერციული ბანკის მიერ ეროვნული ბანკის სესხის უზრუნველსაყოფად გამოსაყენებელი და  ამ დებულების შესაბამისად განსაზღვრული და დაგირავებული სასესხო აქტივების ერთობლიობა
მუხლი 2
სასესხო აქტივების დაგირავება
სასესხო აქტივებზე კომერციული ბანკის მოთხოვნის უფლების ეროვნული ბანკის სასარგებლოდ დაგირავება
მუხლი 2
დაგირავებული აქტივების რეესტრი
ეროვნული ბანკის ელექტრონული ჩანაწერები, რომელშიც აღირიცხება ინფორმაცია კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ბანკის სესხების უზრუნველსაყოფად ეროვნული ბანკის სასარგებლოდ დაგირავებულ აქტივებზე
მუხლი 2
ფინანსური გირაოს ხელშეკრულება
ეროვნული ბანკის სესხის უზრუნველყოფის მიზნით, ეროვნული ბანკის სასარგებლოდ, კომერციული ბანკის მიერ აქტივების დაგირავების შესახებ, ეროვნულ ბანკს და კომერციულ ბანკს შორის გაფორმებული ფინანსური გირაოს ხელშეკრულება (შემდგომში - ხელშეკრულება)
მუხლი 2
ხელშეკრულების განახლების დღე
ყოველი თვის მეორე ოთხშაბათი (ან წინა საბანკო დღე, თუ ოთხშაბათი იქნება დასვენების დღე), როდესაც ხდება ხელშეკრულების საგნის (სასესხო აქტივების) და საჭიროების შემთხვევაში ხელშეკრულების ღირებულების შესახებ მონაცემების განახლება
მუხლი 2
სასესხო აქტივების მონაცემები
https://www.nbg.gov.ge/index.php?m=561-ზე განთავსებული ელექტრონული ფაილის – „სასესხო აქტივების ელექტრონული ფაილი“ (შემდგომში: ელექტრონული ფაილი) ნიმუშში არსებული დასაგირავებელი სასესხო აქტივების შესახებ ინფორმაცია
მუხლი 2
ჰეარქათი
რისკის კონტროლის საზომი, რომელსაც განსაზღვრავს და იყენებს ეროვნული ბანკი მის მიერ გაცემული სესხების უზრუნველსაყოფად ფინანსური გირაოს სახით დაშვებული თითოეული აქტივის მიმართ და ამცირებს მის ღირებულებას გარკვეული პროცენტით (ჰეარქათით)
მუხლი 2
ფინანსური გირაოს ცვლილების ზღვარი
ამ დებულების მე-3 მუხლით განსაზღვრული აქტივების ღირებულების პროცენტულად ცვლილების მაქსიმალური ოდენობა, რომლის მიღწევისას ხდება უზრუნველყოფაში არსებული შესაბამისი აქტივის დამატების მოთხოვნა ან ზედმეტის დაბრუნება.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (7)
ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე
ყოველთვიური წმინდა შემოსავლების მოცულობა ლარში სესხის მომსახურების კოეფიციენტი – მაქსიმალური მაჩვენებელი  ჰეჯირებული მსესხებლებისათვის
1000-მდე 30%
1000-დან 2000-მდე 35%
2000-დან 4000-მდე 40%
4000-დან 8000-მდე 45%
8000-დან 50%
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური გირაოს მართვის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება №3 2018 წლის 4 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური გირაოს მართვის დებულების დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური გირაოს მართვის დებულება“ დანართებთან ერთად. მუხლი 2🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავეეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარეკობა გვენეტაძე საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური გირაოს მართვის დებულება მუხლი 1🔗. დებულების მიზანი ამ დებულებით განისაზღვრება  საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ კომერციული ბანკებისათვის განკუთვნილი სესხების უზრუნველსაყოფად კომერციული ბანკების აქტივების ფინანსური გირაოთი დატვირთვასთან (შემდგომში – დაგირავება) დაკავშირებული საკითხები. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები ამ დებულების მიზნებისათვის ტექსტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები: ა) ბონდი – სასესხო ფასიანი ქაღალდი; ბ) კორპორატიული ბონდები – სასესხო ფასიანი ქაღალდები, რომელიც გამოშვებულია კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ, გარდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოშვებული ბონდებისა; გ) ეროვნული ბანკის სესხი – მოიცავს ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული ოპერაციების ფარგლებში გაცემულ სესხებს, ლიკვიდობის დამატებით ინსტრუმენტებს, ბოლო ინსტანციის სესხს; დ) სასესხო აქტივები – კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხები და მასზე დარიცხული პროცენტები; ე) უზრუნველყოფის პორტფელი – კომერციული ბანკის მიერ ეროვნული ბანკის სესხის უზრუნველსაყოფად გამოსაყენებელი და  ამ დებულების შესაბამისად განსაზღვრული და დაგირავებული სასესხო აქტივების ერთობლიობა; ვ) სასესხო აქტივების დაგირავება – სასესხო აქტივებზე კომერციული ბანკის მოთხოვნის უფლების ეროვნული ბანკის სასარგებლოდ დაგირავება; ზ) დაგირავებული აქტივების რეესტრი – ეროვნული ბანკის ელექტრონული ჩანაწერები, რომელშიც აღირიცხება ინფორმაცია კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ბანკის სესხების უზრუნველსაყოფად ეროვნული ბანკის სასარგებლოდ დაგირავებულ აქტივებზე; თ) ფინანსური გირაოს ხელშეკრულება – ეროვნული ბანკის სესხის უზრუნველყოფის მიზნით, ეროვნული ბანკის სასარგებლოდ, კომერციული ბანკის მიერ აქტივების დაგირავების შესახებ, ეროვნულ ბანკს და კომერციულ ბანკს შორის გაფორმებული ფინანსური გირაოს ხელშეკრულება (შემდგომში - ხელშეკრულება); ი) ხელშეკრულების განახლების დღე – ყოველი თვის მეორე ოთხშაბათი (ან წინა საბანკო დღე, თუ ოთხშაბათი იქნება დასვენების დღე), როდესაც ხდება ხელშეკრულების საგნის (სასესხო აქტივების) და საჭიროების შემთხვევაში ხელშეკრულების ღირებულების შესახებ მონაცემების განახლება; კ) სასესხო აქტივების მონაცემები – https://www.nbg.gov.ge/index.php?m=561-ზე განთავსებული ელექტრონული ფაილის – „სასესხო აქტივების ელექტრონული ფაილი“ (შემდგომში: ელექტრონული ფაილი) ნიმუშში არსებული დასაგირავებელი სასესხო აქტივების შესახებ ინფორმაცია; ლ) ჰეარქათი – რისკის კონტროლის საზომი, რომელსაც განსაზღვრავს და იყენებს ეროვნული ბანკი მის მიერ გაცემული სესხების უზრუნველსაყოფად ფინანსური გირაოს სახით დაშვებული თითოეული აქტივის მიმართ და ამცირებს მის ღირებულებას გარკვეული პროცენტით (ჰეარქათით); მ) ფინანსური გირაოს ცვლილების ზღვარი – ამ დებულების მე-3 მუხლით განსაზღვრული აქტივების ღირებულების პროცენტულად ცვლილების მაქსიმალური ოდენობა, რომლის მიღწევისას ხდება უზრუნველყოფაში არსებული შესაბამისი აქტივის დამატების მოთხოვნა ან ზედმეტის დაბრუნება. მუხლი 3🔗. სესხის უზრუნველყოფად მისაღები აქტივები 1. ეროვნული ბანკის სესხების უზრუნველყოფად მისაღები აქტივები ამ წესის მიზნებისთვის იყოფა ექვს: A, B, C, D, E და F ჯგუფად. 2. A ჯგუფის აქტივებში შედის ეროვნული ბანკის, საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოშვებული, ლარით დენომინირებული შემდეგი სასესხო ფასიანი ქაღალდები: ა) ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატები; ბ) საქართველოს მთავრობის სახაზინო ვალდებულებები; გ) საქართველოს მთავრობის სახაზინო ობლიგაციები; დ) საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები; ე) საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების  ბონდები. 3. B ჯგუფის აქტივებში შედის კორპორატიული ბონდები, რომელიც აკმაყოფილებს ყველა შემდეგ კრიტერიუმს: ა) გამოშვებულია საქართველოს რეზიდენტი და/ან არარეზიდენტი იურიდიული პირების მიერ და განთავსებულია საჯარო შეთავაზების გზით „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და/ან 2018 წლის 1 იანვრამდე განთავსებულია კერძო შეთავაზების გზით; ბ) არის ლარით დენომინირებული და ემისიის პროსპექტის მიხედვით არ შეძლება დენომინაციის ცალმხრივი ცვლილება; გ) პირდაპირ და/ან არაპირდაპირ არ არის მიბმული უცხოური ვალუტის გაცვლით კურსთან და/ან გაცვლითი კურსის ინდექსთან; დ) კორპორატიული ბონდების ემიტენტს უნდა ჰქონდეს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მინიმალური საკრედიტო რეიტინგი; ე) ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ სხვა პირობებსა და კრიტერიუმებს. 4. C ჯგუფის აქტივებში შედის ამ დებულების მე-4 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისი ლარით დენომინირებული სასესხო აქტივები. 5. D ჯგუფის აქტივებში შედის ლარით დენომინირებული ისეთი სასესხო აქტივები, რომელიც არ შედის ამ დებულებით განსაზღვრულ C ჯგუფში და რომლის კონკრეტული სახის ოპერაციებისათვის უზრუნველყოფად გამოყენება განსაზღვრულია ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით. 6. E ჯგუფის აქტივებში შედის კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ბანკში განთავსებული დეპოზიტები, რომლის კონკრეტული სახის ოპერაციებისათვის უზრუნველყოფად გამოყენება განსაზღვრულია ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით. 7. F ჯგუფის აქტივებში შედის ბანკის შემდეგი აქტივები: ა) უცხოური ვალუტით დენომინირებული ისეთი სასესხო აქტივები, რომლის კონკრეტული სახის ოპერაციებისათვის უზრუნველყოფად გამოყენება განსაზღვრულია  ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით; ბ) აქტივები, რომელიც ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით განსაკუთრებული შემთხვევებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს ეროვნული ბანკის ბოლო ინსტანციის სესხის უზრუნველყოფის საშუალებად და არ შედის ამ დებულებით განსაზღვრულ A, B, C, D და E ჯგუფის აქტივებში. 8. სესხის უზრუნველყოფად კონკრეტული კომერციული ბანკის სასესხო აქტივების დაგირავების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ეროვნულ ბანკს შეუძლია გაითვალისწინოს: ა) ბანკის აქტივების ხარისხის ადეკვატურობა; ბ) ბანკის რისკის მართვის ხარისხისა და პრაქტიკის ადეკვატურობა; გ) ბანკის საერთო ფინანსური მდგომარეობა. 9. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებითა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით განისაზღვრება: ა) ეროვული ბანკისათვის მისაღები სარეიტინგო კომპანიები და მინიმალურ საკრედიტო რეიტინგები სასესხო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებისათვის; ბ) ჰეარქათის ოდენობა ამ დებულებით განსაზღვრული თითოეული აქტივის სახეობაზე და/ან თითოეული ჯგუფის აქტივებზე და/ან კონკრეტულ აქტივზე; გ) ფინანსური გირაოს  ცვლილების ზღვარის ოდენობა დაგირავებულ აქტივებზე; დ) სასესხო აქტივების მაქსიმალური მოცულობა, რომელიც კონკრეტულ კომერციულ ბანკს შეუძლია დააგირაოს ეროვნული ბანკის სასარგებლოდ; ე) კონცენტრაციის ლიმიტები, რომელიც არის ერთი ემიტენტის მიერ გამოშვებული კორპორატიული ბონდების ის მაქსიმალური მოცულობა, რომელიც ერთმა კომერციულმა ბანკმა შეიძლება დააგირაოს ეროვნული ბანკის სასარგებლოდ; ვ) სხვა სახის ლიმიტები, რომელიც შეიძლება ეროვნულმა ბანკმა ჩათვალოს საჭიროდ არსებული თუ პოტენციური რისკების შემცირების მიზნით. 10. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით განისაზღვრება ეროვნული ბანკის სესხების უზრუნველსაყოფად მისაღები კორპორატიული ბონდების ემიტენტები, რომელთა შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე https://www.nbg.gov.ge/index.php?m=561. 11. კომერციული ბანკის მიერ ეროვნული ბანკის სესხის უზრუნველსაყოფად წარდგენილ აქტივზე არ უნდა არსებობდეს რაიმე სახის სამართლებრივი უზრუნველყოფის ღონისძიება. მუხლი 4🔗. C ჯგუფის აქტივების კრიტერიუმები 1. C ჯგუფის სასესხო აქტივები უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლით განსაზღვრულ პირობებსა და კრიტერიუმებს. 2. სესხი გაცემული უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირზე კომერციულ ბანკში სესხის გაცემის მოქმედი პროცედურების შესაბამისად. 3. სასესხო აქტივების დაგირავების მომენტში კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხების ხარისხი და მოცულობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) სესხი კომერციული ბანკის მიერ შეფასებული უნდა იყოს „კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესით” განსაზღვრულ სტანდარტულ კატეგორიად; ბ) ერთ ფიზიკურ პირზე გაცემული სესხების ძირითადი თანხების გადაუხდელი ნაშთების ჯამური მოცულობა დამგირავებელი კომერციული ბანკის წინაშე არ უნდა აღემატებოდეს 400 ათას ლარს; გ) სესხის ძირითადი თანხის გადაუხდელი ნაშთი არ უნდა იყოს 1000 ლარზე ნაკლები; დ) სესხი არ უნდა იყოს 30 დღეზე მეტი ვადით ვადაგადაცილებული. 4. სასესხო აქტივების დაგირავების მომენტში, კომერციული ბანკის სასარგებლოდ პირველი რიგის იპოთეკით დატვირთული უნდა იყოს უძრავი ქონება (ქონებები) და სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი (სესხის ძირითადი თანხის ნარჩენი ღირებულების შეფარდება უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებასთან) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ა) სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტის მაქსიმალური მაჩვენებელი ლიკვიდური უძრავი ქონების შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 80%-ს; ბ) სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტის მაქსიმალური მაჩვენებელი მაღალლიკვიდური უძრავი ქონების შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 90%-ს. 5. მსესხებლისა და თანამსესხებლის (იმ შემთხვევაში, თუ სესხის გაცემის მომენტში გათვალისწინებულია თანამსესხებლის შემოსავლები) სესხის მომსახურების კოეფიციენტი არ უნდა აღემატებოდეს დანართი 1-ით განსაზღვრულ კოეფიციენტებს. ამასთან, სესხის მომსახურების კოეფიციენტის დათვლისას „ყოველთვიური გადასახდელები“ და „ყოველთვიური წმინდა შემოსავლები“ უნდა შეესაბამებოდეს კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის მოთხოვნებს. 6. იმ შემთხვევაში, თუ მსესხებლის და თანამსესხებლის (იმ შემთხვევაში, თუ სესხის გაცემის მომენტში გათვალისწინებულია თანამსესხებლის შემოსავლები) სესხის მომსახურების კოეფიციენტი აღემატება ამ დებულებით განსაზღვრულ ოდენობას, ასეთი მსესხებელის შემოსავლებში შეიძლება გათვალისწინებული იქნეს ბიზნესიდან მიღებული შემოსავლები, თუ იგი აკმაყოფილებს ამ დებულების დანართი 2-ის მოთხოვნებს. 7. სასესხო აქტივების დაგირავების მომენტში, კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხის სრულად დაფარვამდე დარჩენილი უნდა იყოს სულ მცირე 6 თვე. 8. სასესხო აქტივების დაგირავების მომენტში, დასაგირავებლად გამოსაყენებელი სესხის სავალუტო დენომინაცია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ა) სესხი დენომინირებული უნდა იყოს ლარით; ბ) სესხის ხელშეკრულებით არ უნდა იყოს დაშვებული დენომინაციის ცალმხრივი ცვლილების უფლება; გ) სესხის ძირითადი თანხის და/ან პროცენტის გადახდა პირდაპირ და/ან არაპირდაპირ არ უნდა იყოს მიბმული უცხოური ვალუტის გაცვლით კურსთან და/ან გაცვლითი კურსის ინდექსთან. 9. C ჯგუფის სასესხო აქტივში არ შედის კომერციული ბანკის მიერ გაცემული რევოლვირებადი (განახლებადი) სესხი. მუხლი 5🔗. აქტივების დაგირავების რეგისტრაცია 1. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ბონდების, კორპორატიული ბონდებისა და სასესხო აქტივების დაგირავებაზე ეროვნული ბანკი და კომერციული ბანკი დებენ ხელშეკრულებას. 2. ეროვნული ბანკის სესხის უზრუნველსაყოფად გამოსაყენებელი აქტივების დაგირავება რეგისტრირდება შესაბამის სისტემაში: ა) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების (CSD) სისტემაში – ეროვნული ბანკის და საქართველოს მთავრობის სასესხო ფასიანი ქაღალდები, ამავე სისტემის წესების შესაბამისად; ბ) ფასიანი ქაღალდის დამოუკიდებელ რეგისტრატორთან ან ფასიანი ქაღალდის ნომინალურ მფლობელთან - საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ბონდები და კორპორატიული ბონდები; გ) საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში – სასესხო აქტივები; დ) ეროვნული ბანკის ძირითად საბანკო სისტემაში – კომერციული ბანკის მიერ ეროვნულ ბანკში განთავსებული დეპოზიტები უცხოური ვალუტით. 3. სასესხო ოპერაციები წარმოების მიზნით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ბონდების, კორპორატიული ბონდების და/ან სასესხო აქტივების თითოეული ხელშეკრულებისა და ეროვნულ ბანკში დაგირავებული თითოეული კომერციული ბანკის დეპოზიტის მიხედვით, ეროვნულ ბანკს შეუძლია სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემაში შექმნას არამიმოქცევადი ფასიანი ქაღალდის ანალოგიური ტექნიკური საშუალება, რომლის ღირებულება შეესაბამება ხელშეკრულებისა და/ან დაგირავებული უცხოური ვალუტით დეპოზიტის თანხას ლარებში. 4. უცხოური ვალუტით დენომინირებული დეპოზიტის დაგირავების შედეგად შექმნილი არამიმოქცევადი ფასიანი ქაღალდის ანალოგიური ტექნიკური საშუალებების გადაფასება გაცვლითი კურსის ცვლილების გათვალისწინებით ხდება კვირაში ერთხელ, ყოველ ოთხშაბათს (ან წინა საბანკო დღე, თუ ოთხშაბათი იქნება დასვენების დღე), ხოლო ბოლო გადაფასებიდან გაცვლითი კურსის 10% და მეტი პროცენტით ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისად. 5. არამიმოქცევადი ფასიანი ქაღალდის ანალოგიური ტექნიკური საშუალების გამოყენება კომერციულ ბანკს შეუძლია მხოლოდ ეროვნულ ბანკთან სასესხო ოპერაციებისათვის. 6. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შეამოწმოს დასაგირავებელი და/ან დაგირავებული B, C, D, E და F ჯგუფის აქტივებზე კომერციული ბანკის მიერ წარდგენილი მონაცემების შესაბამისობა ამ დებულებით და/ან ეროვნული ბანკის სხვა სამართლებრივი  აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან მის მიერვე შემუშავებული მეთოდოლოგიითა და სიხშირით. 7. კომერციული ბანკის მიერ დასაგირავებელი და/ან დაგირავებული B, C, D, E და F ჯგუფის აქტივების ეროვნული ბანკის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით, ეროვნულ ბანკს უფლება აქვს კონკრეტულ აქტივებზე კომერიული ბანკისგან გამოითხოვოს აქტივთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია. 8. იმ შემთხვევაში, თუ  დაგირავებულ B, C, D, E და F ჯგუფის რომელიმე აქტივზე და/ან აქტივების ჯგუფზე და/ან აქტივების სახეობაზე ეროვნული ბანკი აღმოაჩენს შეუსაბამობას ამ დებულებით და/ან ეროვნული ბანკის სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან, ან კომერციული ბანკი არ წარადგენს ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას და დოკუმენტაციას, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოიყენოს ერთ-ერთი შემდეგი ღონისძიება: ა) კომერციულ ბანკს კონკრეტულ აქტივზე და/ან აქტივების ჯგუფზე და/ან აქტივების სახეობაზე გაუზარდოს ჰეარქათის ოდენობა ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ოდენობით; ბ) კომერციულ ბანკს დროებით შეუჩეროს კონკრეტული აქტივის და/ან აქტივების ჯგუფის და/ან აქტივების ფინანსური გირაოს საგნად სრულად ან ნაწილობრივ გამოყენების უფლება; გ) გააუქმოს ხელშეკრულება. მუხლი 6🔗. აქტივების ჯგუფების ფინანსურ გირაოდ გამოყენება სესხების მიხედვით 1. ამ დებულებით განსაზღვრული თითოეული ჯგუფის აქტივებს ეროვნული ბანკი იყენებს სხვადასხვა ოპერაციების უზრუნველყოფის საშუალებად, კერძოდ: ა) A, B და C ჯგუფის აქტივები გამოიყენება შემდეგი ოპერაციების უზრუნველყოფის საშუალებად: ა.ა) დღის შიდა სესხი; ა.ბ) ერთდღიანი სესხი; ა.გ) რეფინანსირების სესხი; ა.დ) ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი; ა.ე) ბოლო ინსტანციის სესხი. ბ) D და E ჯგუფის აქტივები გამოიყენება შემდეგი ოპერაციების უზრუნველყოფის საშუალებად: ბ.ა) ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ლიკვიდობის დამატებითი ინსტრუმენტი; ბ.ბ) ბოლო ინსტანციის სესხი. გ) F ჯგუფის აქტივები გამოიყენება მხოლოდ ბოლო ინსტანციის სესხის უზრუნველყოფის საშუალებად. 2. ეროვნული ბანკის  სამართლებრივი აქტით განისაზღვრება ოპერციის ის სახეობები, რომლის უზრუნველყოფის საშუალებად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ დებულებით განსაზღვრული D და E ჯგუფის აქტივები. მუხლი 7🔗. სასესხო აქტივების დაგირავება 1. ეროვნული ბანკის მიერ გაცემული სესხების უზრუნველყოფად გამოყენების მიზნით, კომერციული ბანკის სასესხო აქტივები უნდა იყოს დაგირავებული ეროვნული ბანკის სასარგებლოდ ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, რისთვისაც კომერციული ბანკი ეროვნულ ბანკთან დებს ხელშეკრულებას. 2. ხელშეკრულების დადებამდე ან მასში ცვლილების შეტანამდე, არაუგვიანეს ერთი საბანკო დღით ადრე, კომერციული ბანკი ეროვნულ ბანკს უგზავნის, წინა თვის ბოლო კალენდარული დღის მდგომარეობით შევსებულ, ელექტრონულ ფაილს ელექტრონულ მისამართზე collateral@nbg.gov.ge, რომლის შესაბამისობა პირველადი შემოწმებით დასტურდება ეროვნული ბანკის მიერ ამავე ელექტრონული მისამართიდან. ზემოაღნიშნული წესით დადასტურებული ელექტრონული ფაილი წარმოადგენს ხელშეკრულების ცვლილებას და შესაბამისად, დანართს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით ეროვნული ბანკის მიერ დადასტურებული ელექტრონული ფაილი ნიშნავს, რომ ელექტრონულ ფაილში არსებული სასესხო აქტივების მონაცემები არის სრული და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისი (პირველადი შემოწმება). 4. ხელშეკრულების საგანი არის ელექტრონულ ფაილში ასახული სასესხო აქტივები, ხოლო ფასი – სასესხო აქტივების ჯამური ღირებულება, რომლებიც დადასტურებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. 5. კომერციული ბანკი ვალდებულია ყოველთვე ხელშეკრულების განახლების დღეს, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად, განაახლოს ხელშეკრულების საგანი. 6. ხელშეკრულების დადებით კომერციული ბანკი იღებს სრულ პასუხისმგებლობას სასესხო აქტივების შესახებ ეროვნული ბანკისათვის წარდგენილი ინფორმაციისა და დოკუმენტების ნამდვილობაზე, სისწორეზე და ამ დებულებით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შესაბამისობაზე. 7. ხელშეკრულების გაფორმების ან მასში ცვლილებების შეტანის შემდეგ, ეროვნული ბანკი ახდენს ხელშეკრულების საგნით გათვალისწინებული უფლების ელექტრონულ რეგისტრაციას საჯარო რეესტრში. 8. საჯარო რეესტრში ელექტრონული რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, კომერციული ბანკის უზრუნველყოფის პორტფელის მოცულობის ცვლილებას ეროვნული ბანკი ასახავს დაგირავებული აქტივების რეესტრში. 9. კომერციული ბანკის მიერ უზრუნველყოფის პორტფელის გამოყენება ეროვნული ბანკის მიერ გაცემული სესხების უზრუნველსაყოფად შესაძლებელია საჯარო რეესტრში ფინანსური გირაოს საგნის დაგირავების რეგისტრაციის მომენტიდან. 10. თუ კომერციული ბანკი ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ეროვნულ ბანკს არ წარუდგენს მონაცემებს ან/და პირველადი ან/და შერჩევითი შემოწმების შედეგად ეროვნული ბანკი გამოავლენს შეუსაბამობებს, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციულ ბანკს შეუჩეროს დაგირავებული სასესხო აქტივების უზრუნველყოფის პორტფელში გამოყენების უფლება. 11. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების განახლების დღემდე, კომერციული ბანკის რომელიმე სასესხო აქტივი აღარ აკმაყოფილებს დადგენილ კრიტერიუმებს, და/ან მოხდა სასესხო აქტივის მთლიანად დაფარვა, და/ან მოსალოდნელია ისეთი ცვლილებები, რომელიც გამოიწვევს კომერციული ბანკის უზრუნველყოფის პორტფელის თანხობრივი მოცულობის 10%-ს და/ან მეტი პროცენტით ცვლილებას, კომერციული ბანკი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ეროვნულ ბანკს. 12. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაგირავებული აქტივების რეესტრში ნებისმიერ დროს შეიტანოს კორექტირება კომერციული ბანკის მიერ მიწოდებული ინფორმაციის და/ან ეროვნული ბანკის ხელთ არსებული სხვა ნებისმიერი ინფორმაციის საფუძველზე. 13. ამ მუხლის მე-11 ან/და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების დადგომისას, კომერციული ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით, ჩაანაცვლოს ან/და დაამატოს ახალი სასესხო აქტივი, რომელიც აკმაყოფილებს ამ დროისათვის მოქმედ კრიტერიუმებს. 14. ეროვნული ბანკი ახორციელებს კომერციული ბანკის მიერ დაგირავებულ სასესხო აქტივებზე წარდგენილი მონაცემების შემოწმებას ამ დებულებით დადგენილ მოთხოვნებთან მის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიითა და სიხშირით (შერჩევითი შემოწმება). 15. შერჩევითი შემოწმების შედეგების შესაბამისად ეროვნული ბანკი უკორექტირებს კომერციულ ბანკს ჰეარქართს ან ამ მუხლის მე-10 პუნქტის მიხედვით უჩერებს დაგირავებული სასესხო აქტივების უზრუნველყოფის პორტფელში გამოყენების უფლებას. 16. სასესხო აქტივების შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკისათვის მოთხოვნილი დოკუმენტებისა და ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს უფლება აქვს კომერციულ ბანკს შეუჩეროს უზრუნველყოფის პორტფელის სრულად ან ნაწილობრივ გამოყენების უფლება. მუხლი 8🔗. კომერციული ბანკის დეპოზიტი უცხოური ვალუტით 1. ეროვნული ბანკის თანხმობით, მისი სესხების უზრუნველსაყოფად კომერციულ ბანკს შეუძლია გამოიყენოს უცხოური ვალუტით დენომინირებული დეპოზიტი. ასეთი დეპოზიტი განთავსებული უნდა იყოს ეროვნულ ბანკში, შესაბამის სადეპოზიტო ანგარიშზე, ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ უცხოურ ვალუტაში. 2. იმ შემთხვევაში, თუ ეროვნულ ბანკში განთავსებული უცხოური ვალუტით დეპოზიტი ან მისი ნაწილი კომერციული ბანკის მიერ არ არის გამოყენებული სესხის უზრუნველყოფის საშუალებად, მაშინ ასეთ თანხას ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკს უბრუნებს ეროვნულ ბანკში არსებულ საკორესპონდენტო ანგარიშზე ორი საბანკო დღის განმავლობაში. 3. იმ შემთხვევაში, თუ გაცვლითი კურსის ცვლილების შედეგად სესხის უზრუნველსაყოფად გამოყენებული უცხოური ვალუტის დეპოზიტის ლარის ეკვივალენტი შემცირდა ფინანსური გირაოს ცვლილების ზღვარზე  მეტად, ეროვნული ბანკის მოთხოვნით კომერციული ბანკი ვალდებულია ორი საბანკო დღის განმავლობაში უზრუნველყოს სადეპოზიტო ანგარიშზე უცხოური ვალუტის დამატება ფინანსური გირაოს სრულ მოცულობამდე შესავსებად. 4. იმ შემთხვევაში, თუ გაცვლითი კურსის ცვლილების შედეგად სესხის უზრუნველსაყოფად გამოყენებული უცხოური ვალუტის დეპოზიტის ლარის ეკვივალენტი გაიზარდა ფინანსური გირაოს ცვლილების ზღვარზე მეტად, ეროვნული ბანკი კომერციული ბანკის მოთხოვნის საფუძველზე უბრუნებს მას აღნიშნულ ზედმეტობას ორი საბანკო დღის განმავლობაში. 5. კომერციული ბანკის მიერ სასესხო დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, სასესხო დავალიანების დაფარვის თარიღის შემდგომ დღეს, ეროვნული ბანკი განახორციელებს იმ დღეს მოქმედი გაცვლითი კურსის მიხედვით სასესხო დავალიანების შესაბამისი ოდენობის უცხოური ვალუტის ჩამოჭრას კომერციული ბანკის დაგირავებული დეპოზიტის ანგარიშიდან, რომლის შედეგად დარჩენილ ნაშთს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკს უბრუნებს ეროვნულ ბანკში არსებულ საკორესპონდენტო ანგარიშზე ორი საბანკო დღის განმავლობაში. მუხლი 9🔗. დაგირავებული  ფასიანი ქაღალდების რეალიზაცია 1. კომერციული ბანკის მიერ სესხის ძირითადი თანხისა და დარიცხული პროცენტების ეროვნული ბანკისათვის გადაუხდელობის შემთხვევაში, სესხის დაფარვის ვალდებულების დადგომის მომდევნო საბანკო დღეს ეროვნული ბანკი ახორციელებს სესხის უზრუნველყოფაში არსებული ფასიანი ქაღალდების რეალიზაციას ან დასაკუთრებას და რეალიზაციას ამ დებულების შესაბამისად. 2. კომერციული ბანკის მიერ ეროვნული ბანკისათვის სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ფასიანი ქაღალდების რეალიზაციას ეროვნული ბანკი ახორციელებს აუქციონის მეშვეობით. 3. ფასიანი ქაღალდების აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვთ კომერციულ ბანკებს. 4. თუ ეროვნული ბანკის მიერ უზრუნველყოფაში არსებული ან დასაკუთრებული სხვადასხვა ფასიანი ქაღალდების რეალიზაცია ერთ დღეს ხდება, აუქციონი შეიძლება ჩატარდეს ცალ–ცალკე ლოტებად ფასიანი ქაღალდების სახისა და ვადის გათვალისწინებით. 5. ფასიანი ქაღალდების აუქციონის შესახებ შეტყობინებას ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს უგზავნის ფასიანი ქაღალდების საკუთრებაში მიღების ან რეალიზაცის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დღეს. 6 .ფასიანი ქაღალდების აუქციონის შეტყობინება მოიცავს: ა) ფასიანი ქაღალდის სახესა და რეგისტრაციის ნომერს; ბ) ფასიანი ქაღალდის რაოდენობას და ნომინალურ ღირებულებას; გ) ფასიანი ქაღალდის დაფარვამდე დარჩენილი დღეების რაოდენობას; დ) აუქციონის ჩატარებისა და განაცხადების წარდგენის თარიღსა და დროს; ე) აუქციონის ჩატარების საშუალებას; ვ) ანგარიშსწორების ვადებს; ზ) ეროვნული ბანკის შეხედულებისამებრ, მაქსიმალურ საპროცენტო განაკვეთს. 7. აუქციონში თითოეული კომერციული ბანკის მიერ წარსადგენი განაცხადების რაოდენობა შეზღუდული არ არის. 8. კომერციული ბანკი აუქციონის განაცხადში უთითებს: ა) შესასყიდი ფასიანი ქაღალდების რაოდენობას; ბ) საპროცენტო განაკვეთს. 9. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე არ იქნა წარდგენილი განაცხადები, არაუგვიანეს შემდეგი საბანკო დღისა ეროვნული ბანკი აცხადებს ახალ აუქციონს ამ დებულებით განსაზღვრული წესის დაცვით. 10. თუ კომერციული ბანკი ვერ უზრუნველყოფს აუქციონზე დადებული გარიგების მიხედვით ანგარიშსწორებას დადგენილ ვადებში, მისი ყველა განაცხადი უქმდება და: ა) კმაყოფილდება დასრულებულ აუქციონზე წარდგენილი ის განაცხადები, რომელშიც საპროცენტო განაკვეთები უფრო დაბალია სხვა განაცხადებთან შედარებით; ბ) კომერციულ ბანკს ეროვნული ბანკის სასარგებლოდ ეკისრება პირგასამტეხლო აუქციონზე დადებული გარიგების 5%-ის ოდენობით. მუხლი 10🔗. დაგირავებული სხვა აქტივების რეალიზაცია 1. იმ შემთხვევაში, თუ კომერციული ბანკი ვერ უზრუნველყოფს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული სესხის დადგენილ ვადებში დაფარვას, ეროვნული ბანკი ახორციელებს ასეთი სესხის უზრუნველყოფაში არსებული აქტივების რეალიზაციას ამ დებულებისა და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად. 2. სესხის უზრუნველყოფაში არსებული აქტივების რეალიზაციიდან მიღებული თანხები მიიმართება კომერციული ბანკის სასესხო დავალიანების შედეგად წარმოქმნილი დავალიანების დასაფარად. 3. სესხის უზრუნველყოფაში არსებული აქტივების რეალიზაციის თანხიდან ეროვნულ ბანკის მიმართ სასესხო დავალიანების სრულად დაფარვის შემდეგ დარჩენილი ნამეტი თანხა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, უბრუნდება კომერციულ ბანკს ორი საბანკო დღის განმავლობაში. 4. თუ დასაკუთრებული აქტივის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა არ არის საკმარისი ეროვნული ბანკის მიმართ სასესხო დავალიანების სრულად დასაფარად, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დარჩენილი მოთხოვნა დაიკმაყოფილოს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 64-ე მუხლის შესაბამისად. მუხლი 11🔗. გარდამავალი დებულებები იმ სასესხო აქტივებზე, რომელიც დაგირავებულია აღნიშნული დებულების ამოქმედების დღის მდგომარებით, 2018 წლის 12 დეკემბრამდე არ ვრცელდება ამ დებულების მე-4 მუხლის მე-4-მე-6 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები. დანართი №1 სესხის მომსახურების კოეფიციენტები  ყოველთვიური წმინდა შემოსავლების მოცულობა ლარში სესხის მომსახურების კოეფიციენტი – მაქსიმალური მაჩვენებელი  ჰეჯირებული მსესხებლებისათვის სესხის მომსახურების კოეფიციენტი – მაქსიმალური მაჩვენებელი   არაჰეჯირებული მსესხებლებისთვის 1000-მდე 30% 25% 1000-დან 2000-მდე 35% 30% 2000-დან 4000-მდე 40% 35% 4000-დან 8000-მდე 45% 40% 8000-დან 50% 45% დანართი № 2  სასესხო აქტივების დაგირავებისას, ფიზიკური პირების შემოსავლებში მცირე და საშუალო ბიზნესიდან მიღებული შემოსავლების გათვალისწინების კრიტერიუმები  1.    იმ შემთხვევაში როდესაც მსესხებელს შემოსავლები გააჩნია როგორც ბიზნესიდან (ხელფასი და/ან დივიდენდი), ასევე დამოუკიდებლად ხელფასის სახით, სესხის მომსახურეობის კოეფიციენტის გაანგარიშების მიზნებისათვის შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს ორივე ტიპის შემოსავალი, შესაბამისი დათვლის პრინციპის საფუძველზე. 2.    ბიზნესიდან მიღებული ხელფასის და/ან დივიდენის გათვალისწინებისათვის საჭიროა, რომ სესხის გაცემის მომენტში განხორციელდეს ბიზნესის დეტალური ფინანსური ანალიზი. გადამხდელუნარიანობის დეტალური ანალიზი არ მოითხოვება, თუკი ბიზნესიდან მიღებული შემოსავლები (ხელფასი და/ან დივიდენდი) დეკლარირებულია შემოსავლების სამსახურში, ირიცხება საბანკო ანგარიშებზე და არ არის მნიშვნელოვნად ცვალებადი. 3.    თუკი ბანკის შეფასებით ფიზიკურ პირზე გასაცემი სესხის მოცულობა საჭიროებს ბიზნესიდან არსებულზე მეტი დივიდენდის და/ან ხელფასის გატანას ფიზიკური პირის მიერ, რაც შესაძლებელია ბიზნესის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, უნდა განხორციელდეს ბიზნესის დეტალური ფინანსური ანალიზი. ასეთ შემთხვევაში ბიზნესის დეტალური ანალიზისას გათვალისწინებული შემოსავლები უნდა იყოს სსიპ – შემოსავლების სამსახურში დეკლარირებული. 4.    იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურ პირზე გაცემული სესხის დაფარვის წყარო არის ბიზნესიდან მიღებული შემოსავალი (ხელფასი და/ან დივიდენდი), ბიზნესის „მთლიანი ვალდებულებების” (DEBT) შეფარდება „საოპერაციო მოგება საპროცენტო ხარჯების, ცვეთა, ამორტიზაციისა და გადასახადების გადახდამდე“  (EBITDA) კოეფიციენტი არ უნდა იყოს 3.5-ზე მეტი, ხოლო: ა) აღნიშნული კოეფიციენტი სესხის გაცემის მომენტში დეტალურად უნდა იქნეს შეფასებული ფინანსური ანალიზის საფუძველზე, ამასთან კომერციულმა ბანკმა წელიწადში ერთხელ დამატებით უნდა გადაამოწმოს კომპანიის და ფიზიკური პირის ვალდებულებები, რათა დარწმუნდეს შეესაბამება თუ არა იგი ამ კოეფიციენტის არსებულ მოთხოვნას და ამ დებულების დანართი 1-ით დადგენილ სესხის მომსახურეობის კოეფიციენტის მოთხოვნებს (შემოსავლები გაითვალისწინება ბანკის ხელთ არსებული უახლესი მონაცემების საფუძველზე, ხოლო ვალდებულებები განახლდება წელიწადში ერთხელ). ბ) აღნიშნული კოეფიციენტის მიზნებისათვის „საოპერაციო მოგება საპროცენტო ხარჯების, ცვეთა, ამორტიზაციისა და გადასახადების გადახდამდე” EBITDA მაჩვენებლიდან უნდა დაიქვითოს ყველა ის დივიდენდი, რომელიც ბიზნესიდან გაედინება დამფუძნებლებზე, მათ შორის ფიზიკურ პირებზე არსებული სესხის მომსახურების მიზნებისათვის. 5.  ფიზიკური პირების მიერ ბიზნესიდან მიღებული შემოსავლების (დივიდენდი და/ან ხელფასი) სესხის მომსახურების მიზნებისათვის გათვალისწინებისას, ფიზიკური პირის სესხის მომსახურეობის კოეფიციენტი უნდა შეესაბამებოდეს „აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების შექმნისა და გამოყენების წესის“ შესაბამის მოთხოვნებს. 6. დივიდენდი და ხელფასი უნდა იყოს შემოსავლების სამსახურში დეკლარირებული და საბანკო ჩარიცხვების სახით გაცემული. 7. „საოპერაციო მოგება საპროცენტო ხარჯების, ცვეთა, ამორტიზაციისა და გადასახადების გადახდამდე“ (EBITDA) და „მთლიანი ვალდებულებები“ (DEBT) უნდა შეესაბამებოდეს კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის მოთხოვნებს. 8. მსესხებელი არ ჩაითვლება „არაჰეჯირებულად“, თუკი მისი ვალდებულებები უცხოურ ვალუტაში არ აჭარბებს ჯამური ვალდებულებების 10%-ს.