საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

მიღების თარიღი 11.10.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2167
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024907
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/04/2018
matsne.gov.ge 191 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 87% 23.10.2014 სსიპ – საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 87% 01.09.2017 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, აღსრულების ეროვნული ბიუროსა და მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ სსიპ − იუსტიციის სახლის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 86% 27.12.2017 საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 85% 18.01.2016 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების: „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა“ და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების თაობაზე თანხმობის გაცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 85% 19.10.2017

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება №2167 2017 წლის 11 ოქტომბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს  მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესა­ხებ“ საქართველოს კანონის 10​1 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შე­სა­ბა­მი­სად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ღვინის ეროვნულმა სააგენტომ  „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების პროგრამის (პროგრამული კოდი: 37 03) „ღვინის ლაბორატორიული კვლევის“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 37 03 02) გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებებისათვის საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა  განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.   2. „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის  2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული  წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ დადგინდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტისაგან განსხვავებული პირობები და არ გავრცელდეს ამ წესის მე-11 მუხლის პირველი და 1​1 პუნქტებით, მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, ასევე მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები. პრემიერ-მინისტრი                                                             გიორგი კვირიკაშვილი.