„საბავშვო ევროვიზია 2017-ის“ ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 12.10.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2171
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024902
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/04/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.10.2017 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ღონისძიების დასახელება | ღონისძიებაზე პასუხისმგებელი უწყება |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის გამარტივებულ შესყიდვასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების წესისა და პირობების და საზოგადოებრივი მომსახურების კომპენსაციის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ ღია მმართველობა საქართველოს 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემის შექმნისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
„საბავშვო ევროვიზია 2017-ის“ ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2171
2017 წლის 12 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საბავშვო ევროვიზია 2017-ის“ ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“, „ლ“, „ჰ3“ ქვეპუნქტებისა და მე-6 მუხლის საფუძველზე, დამტკიცდეს „საბავშვო ევროვიზია 2017-ის“ ორგანიზების თანდართული სამოქმედო გეგმა.
2. ეთხოვოთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით მოქმედ შპს „თბილსერვის ჯგუფსა“ და სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით მოქმედ შპს „სპორტმშენსერვისს“ ამ განკარგულების პირველი პუნქტით დამტკიცებული სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
„საბავშვო ევროვიზია 2017-ის“ ორგანიზების სამოქმედო გეგმა
ღონისძიების დასახელება
ღონისძიებაზე პასუხისმგებელი უწყება
2017 წლის 1 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით ოლიმპიური სასახლის მთლიანი ტერიტორიის (მათ შორის, ავტოსადგომის) გამოყოფა; 2017 წლის 1 ნოემბრამდე დიდ დარბაზში აღჭურვილობის შესატანად შესაბამისი კარის გაფართოება და რამპის დამონტაჟება სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრა-ციასთან გაფორმებული ხელშეკრუ-ლებით წინასწარ შეთანხმებული ღირებულების სანაცვლოდ
შპს „სპორტმშენსერვისი“
(ს/კ: 204878542)
სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების უზრუნველყოფა 2017 წლის 1 ნოემბრამდე, სახანძრო უსაფრთხო-ებაზე პასუხისმგებელი პირის შესახებ ინფორმაციის მიწოდება სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისათვის და მისი მობილიზება ოლიმპიური სასახლის ტერიტორიაზე 2017 წლის 1 ნოემბრიდან 2017 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით
შპს „სპორტმშენსერვისი“
(ს/კ: 204878542)
2017 წლის 12 ნოემბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით პერიოდისათვის დროშებისა და ბანერების წინასწარ დამზადება და განთავსება შემდეგ ლოკაციებზე: ევროპის ქუჩა-კახეთის გზატკეცილი-ქეთევან დედოფლის გამზირი, ბარათაშვილის ხიდი, რუსთაველის გამზირი, ბარათაშვილის ქუჩა, მელიქიშვილის გამზირი, ვარაზისხევი, ჭავჭავაძის გამზირი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
ქ. თბილისში დასამონტაჟებლად სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დამზადებული „საბავშვო ევროვიზია 2017-ისადმი“ მიძღვნილი დროებითი მანათობელი კონსტრუქციების დამზადების/დამონ-ტაჟების ხელშეწყობა
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
მანათობელი კონსტრუქციების დენის წყაროთი უზრუნველყოფა დემონტა-ჟამდე სრული პერიოდისათვის, ასევე ოლიმპიური სასახლის ტერიტორიაზე კაბელების/სადენების მიყვანის, მონტა-ჟისა და დემონტაჟის უზრუნველყოფა უსასყიდლოდ
შპს „თბილსერვის ჯგუფი“
(ს/კ 206267494)
„საბავშვო ევროვიზია 2017-ის“ ჩატარე-ბასთან დაკავშირებული ინფორმა-ციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქ-ტურის მოწყობა
სსიპ – სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტო
საზოგადოებრივი წესრიგის, დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ოლიმპიური სასახლის ტერიტორიაზე 2017 წლის 1 ნოემბრიდან 2017 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, ასევე დელეგაცი-ებისათვის ესკორტის უზრუნველყოფა უსასყიდლოდ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო/სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური
2017 წლის 1 ნოემბრიდან 26 ნოემბრის ჩათვლით ოლიმპიური სასახლის ტერიტორიაზე 24-საათიანი სამედიცი-ნო დახმარების პუნქტის გახსნა უსასყიდლოდ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
2017 წლის 21 ნოემბრიდან 26 ნოემბრის ჩათვლით, 09:00 საათიდან 00:00 საათამდე, ოლიმპიური სასახლის ტერიტორიაზე ერთი სასწრაფო დახმარების ავტომობილის გამოყოფა და მობილიზება ეკიპაჟთან ერთად უსასყიდლოდ
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
„საბავშვო ევროვიზია 2017-ის“ მონაწილე პირებისა და სტუმრების ავტობუსებით და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით, მათზე უფასოდ/უსასყიდლოდ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში უფლებამოსილი პირის მიერ შეღავათიანი მგზავრობის სამგზავრო პლასტიკური ბარათების გაცემა და ამ ბარათებით მათი მგზავრობის უფასოდ/უსასყიდლოდ უზრუნველყო-ფა ორგანიზატორების მიერ მიწო-დებული ინფორმაციის (მონაწილე პირებისა და სტუმრების რაოდენობისა და სამგზავრო პლასტიკური ბარათების მოქმედების ვადის მითითებით) საფუძველზე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მგზავრობის საფასური ანაზღაურდება ფაქტობრივად გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის მიხედვით.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია