საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იუსტიციის სახლის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის გარეშე, იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის გაცემის შესახებ
მიღების თარიღი 19.10.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2177
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024916
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/04/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.10.2017 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის გარეშე, იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის გარეშე, იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე, მცირე და საშუალო მეწარმეთა ხელშეწყობის მიზნით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით, სარგებლობის უფლებით გადაცემული უძრავი ქონების მოსარგებლეთა მიმართ ზოგიერთი ხელშემწყობი ღონისძიების განხორციელების თაობაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად წინასწარი თანხმობის გაცემის შესახებ საგანგებო მდგომარეობასთან, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიშ ეპიდემიასთან ან პანდემიასთან დაკავშირებით სახელმწიფო ქონებით მოსარგებლეთა მიმართ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იუსტიციის სახლის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის გარეშე, იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის გაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2177
2017 წლის 19 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იუსტიციის სახლის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის გარეშე, იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის გაცემის შესახებ
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − იუსტიციის სახლს მიეცეს თანხმობა, მის სარგებლობაში არსებული, ქ. თბილისში, სანაპიროს ქ. №2-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1-ის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.18.03.003.030) ნულოვანი სართულიდან, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) წლის ვადით, აუქციონის გარეშე, იჯარის უფლებით გადასცეს:
ა) სს „ლიბერთი ბანკს“ (ს/ნ: 203828304) 35.63 კვ.მ ფართი, რომლის მიერ ყოველთვიურად გადასახდელი საიჯარო ქირა შეადგენს 7126 (შვიდი ათას ას ოცდაექვსი) ლარს;
ბ) შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯიას“ (ს/ნ: 205130464) 86.67 კვ.მ ფართი, რომლის მიერ ყოველთვიურად გადასახდელი საიჯარო ქირა შეადგენს 17334 (ჩვიდმეტი ათას სამას ოცდათოთხმეტი) ლარს.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი