შპს „გლობალ ბრენდის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

მიღების თარიღი 01.12.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2522
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024920
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/04/2018
matsne.gov.ge 157 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

შპს „გლობალ ბრენდის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 80% 04.05.2017 შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 80% 30.06.2017 გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება 76% 17.08.2015 შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 76% 30.09.2014 სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 75% 02.11.2017

დოკუმენტის ტექსტი

შპს „გლობალ ბრენდის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება №2522 2017 წლის 1 დეკემბერი  ქ. თბილისი შპს „ გლობალ ბრენდის “ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​1 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს „გლობალ ბრენდმა“, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოში წარმოებული ღვინის პრეზენტაციისა და პოპულარიზაციის მიზნით, ჯამური ღირებულებით არა უმეტეს 10,000 (ათი ათასი) აშშ დოლარის (დღგ-ის გარეშე) საკონსულტაციო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.    2. „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურებების შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ არ გავრცელდეს ამ წესის მე-11 მუხლის  პირველი და 1​1 პუნქტებით, მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, ასევე მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით  დადგენილი მოთხოვნები. პრემიერ-მინისტრი                                                                  გიორგი კვირიკაშვილი