საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

მიღების თარიღი 19.10.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2195
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024949
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/04/2018
matsne.gov.ge 232 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს მთავრობის განკარგულება  №2195  2017 წლის 19 ოქტომბერი ქ. თბილისი საქართველოს მთავრობის განკარგულება  №2195
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სსიპ – საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 87% 01.09.2017 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ − საქართველოს ეროვნული არქივის მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოპერატორების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 85% 11.02.2016 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 85% 11.10.2017 სსიპ – დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 85% 08.12.2017 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, აღსრულების ეროვნული ბიუროსა და მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ სსიპ − იუსტიციის სახლის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 84% 27.12.2017

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება  №2195  2017 წლის 19 ოქტომბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​1 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 მაისის №206 დადგენილებით დამტკიცებული „დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის“ მეორე ეტაპის განხორციელების მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო მარკეტინგული კამპანიის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა (კერძოდ, პროგრამის შესახებ სოციალური და რეგიონული მედიისთვის სწორი კომუნიკაციის სტრატეგიის, ცნობადობის ასამაღლებელი მარკეტინგული მასალების დამზადების, სარეკლამო-საინფორმაციო და მარკეტინგული მასალების დამზადების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და სხვა საშუალებებში სარეკლამო,  მათ შორის, გარე რეკლამის, ინტერნეტმედიაში სარეკლამო-საინფორმაციო მასალების განთავსების, პროგრამის თაობაზე პრეზენტაციებისა და ღონისძიებების ორგანიზების, გრაფიკული ვიდეორგოლების გადაღების მომსახურების, სარეკლამო კამპანიის კრეატიული შეფუთვისა და კონცეფციის, ასევე პოსტპროდაქშენისა და თბილისის მასშტაბით, გარე ინსტალაციების დამზადების, კონტენტმარკეტინგის მომსახურებისა და სხვადასხვა სახის მარკეტინგული მასალების ბეჭდვითი მომსახურების) 2017 წლის განმავლობაში განახორციელოს გამარტივებული  შესყიდვის  საშუალებით. 2. სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმებისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის“  მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებ(ებ)ის მიმართ არ გავრცელდეს ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები. პრემიერ-მინისტრი                                                         გიორგი კვირიკაშვილი.