2018 წელს A4 ფორმატის საბეჭდი ქაღალდის სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით განხორციელების თაობაზე

მიღების თარიღი 04.12.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2531
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024954
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/04/2018
matsne.gov.ge 583 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს მთავრობის განკარგულება №2531     2017  წლის  4 დეკემბერი    ქ. თბილისი საქართველოს მთავრობის განკარგულება №2531
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

2017 წელს A4 ფორმატის საბეჭდი ქაღალდის სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით განხორციელების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 88% 08.11.2016 2015-2016 წლების განმავლობაში საბურავების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით განხორციელების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 84% 21.10.2015 2015 წელს საბეჭდი ქაღალდის სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით განხორციელების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 83% 03.12.2014 სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გამოგონებაზე ან/და სასარგებლო მოდელზე მიღებული პატენტიდან გამომდინარე უფლების მიმართ საჯარო ინტერესის დაცვაზე უფლებამოსილი სამთავრობო კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 83% 07.08.2017 სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 83% 30.12.2022

დოკუმენტის ტექსტი

2018 წელს A4 ფორმატის საბეჭდი ქაღალდის სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით განხორციელების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება №2531     2017  წლის  4 დეკემბერი    ქ. თბილისი 2018 წელს A4 ფორმატის საბეჭდი ქაღალდის სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით განხორციელების თაობაზე შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ 2018 წლის განმავლობაში დაგეგმილი საბეჭდი ქაღალდის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ მოწოდებული ინფორმაციისა და საბეჭდი ქაღალდის 2013, 2014, 2015, 2016 და 2017 წლების კონსოლიდირებული ტენდერებისა და მათი შედეგების ანალიზის გათვალისწინებით: 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 202 მუხლის შესაბამისად, 2018 წელს A4 ფორმატის საბეჭდი ქაღალდის სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად ჩატარდეს კონსოლიდირებული ტენდერები სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით. 2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 19​1 მუხლის შესაბამისად, 2018 წელს A4 ფორმატის საბეჭდი ქაღალდის სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებულ ტენდერებში სატენდერო წინადადების წარდგენისათვის განისაზღვროს საფასური 500 ლარის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ კონსოლიდირებული ტენდერი შეწყდება ან დასრულდება უარყოფითი შედეგით, აღნიშნულიდან არა უგვიანეს 60 კალენდარული დღის განმავლობაში განმეორებით გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში  შეწყვეტილ ან უარყოფითი შედეგით დასრულებულ კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტისთვის სატენდერო წინადადების წარდგენის საფასური განისაზღვროს 100 ლარის ოდენობით. 3. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უზრუნველყოს A4 ფორმატის საბეჭდი ქაღალდის 2018 წლის კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო დოკუმენტაციების მომზადება და კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებისათვის კანონმდებლობით დადგენილი სხვა აუცილებელი სამართლებრივი და ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება. 4. A4 ფორმატის საბეჭდი ქაღალდის 2018 წლის კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებისა და მათი შემდგომი ადმინისტრირების, ასევე კონსოლიდირებული ტენდერებითა და ტენდერების ფარგლებში დადებული შესყიდვის ხელშეკრულებებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების შესრულების მონიტორინგის განხორციელების მიზნით,  შეიქმნას A4 ფორმატის საბეჭდი ქაღალდის 2018 წლის კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისია, დამტკიცდეს მისი თანდართული შემადგენლობა და საქმიანობის წესი. პრემიერ-მინისტრი                                                გიორგი კვირიკაშვილი  A4 ფორმატის საბეჭდი ქაღალდის 2018 წლის კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი 1. A4 ფორმატის საბეჭდი ქაღალდის 2018 წლის კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისია (შემდგომში – სატენდერო კომისია) შექმნილია A4 ფორმატის საბეჭდი ქაღალდის 2018 წლის კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებისა და მათი შემდგომი ადმინისტრირების, ასევე კონსოლიდირებული ტენდერებითა და ტენდერების ფარგლებში დადებული შესყიდვის ხელშეკრულებებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების შესრულების მონიტორინგის განხორციელების მიზნით. 2. სატენდერო კომისიის შემადგენლობაში შედიან: ილია ბეგიაშვილი – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტის უფროსი, სატენდერო კომისიის თავმჯდომარე; ლევან რაზმაძე – სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, სატენდერო კომისიის წევრი; ნოდარ ხადური  − სსიპ − კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, სატენდერო კომისიის წევრი; გიორგი თაბუაშვილი − საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი; ლევან კაკავა – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი; ირმა ქავთარაძე − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი; გიორგი ბუთხუზი − საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი; ვასილ ჯანჯღავა − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი, სატენდერო კომისიის წევრი. 3. სატენდერო კომისიას ხელმძღვანელობს სატენდერო კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, თავმჯდომარის დავალებით – სატენდერო კომისიის ერთ-ერთი წევრი. 4. სატენდერო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სატენდერო კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სატენდერო კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება კომისიის დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის ხუთი წევრისა. სატენდერო კომისიის სხდომა ტარდება საჭიროებისამებრ.  5. სატენდერო კომისიის მიერ სხდომაზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელიც შესაძლებელია შეთანხმდეს, როგორც ელექტრონული, ასევე მატერიალური ფორმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა დამსწრე წევრი. კომისიის წევრთა ხელმოწერა არ არის სავალდებულო იმ შემთხვევაში, თუ ოქმი თანხმდება ელექტრონული ფორმით. 6. სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის შეთანხმება ელექტრონული ფორმით ხორციელდება შემდეგი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: paper2018@spa.gov.ge. აღნიშნული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით წარდგენილი კორესპონდენცია წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტებს.  7. სატენდერო კომისიის წევრი, რომელიც არ ეთანხმება სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას, უფლებამოსილია, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას. 8. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც არ საჭიროებს კომისიის სხდომის მოწვევას, შესაძლებელია, მიღებულ იქნეს შემდეგი ელექტრონული ფოსტის paper2018@spa.gov.ge მეშვეობით. აღნიშნული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით წარდგენილი კორესპონდენცია წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტებს.  9. სატენდერო კომისიის ორგანიზაციულ საქმიანობას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.