საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბეჭდვითი ორგანოს განსაზღვრისა და ანგარიშვალდებული საწარმოს 1%-ზე ნაკლები წილის მფლობელის აქციონერთა საერთო კრებაზე მოწვევის წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 05.04.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №57/04
სარეგისტრაციო კოდი 240140000.18.011.016291
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/04/2018
matsne.gov.ge 188 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების დაშლის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 83% 12.01.2022 სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 83% 24.12.2021 სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 83% 30.12.2022 სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 83% 30.12.2024 სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 83% 29.12.2023

დოკუმენტის ტექსტი

საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბეჭდვითი ორგანოს განსაზღვრისა და ანგარიშვალდებული საწარმოს 1%-ზე ნაკლები წილის მფლობელის აქციონერთა საერთო კრებაზე მოწვევის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №57/04 2018 წლის 5 აპრილი ქ. თბილისი საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბეჭდვითი ორგანოს განსაზღვრისა და ანგარიშვალდებული საწარმოს 1%-ზე ნაკლები წილის მფლობელის აქციონერთა საერთო კრებაზე მოწვევის წესის დამტკიცების თაობაზე ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბეჭდვით ორგანოდ, სადაც ქვეყნდება სააქციო საზოგადოების აქციონერთა საერთო კრების  (შემდგომში – საერთო კრება) მოწვევის შესახებ შეტყობინება, განისაზღვროს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. მუხლი 2🔗 ანგარიშვალდებული საწარმოს 1%-ზე ნაკლები წილის მფლობელი აქციონერი საერთო კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებას გაეცნობა ამ ბრძანების პირველი მუხლით განსაზღვრულ ბეჭდვით ორგანოში. მუხლი 3🔗 ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბეჭდვითი ორგანოს განსაზღვრისა და ანგარიშვალდებული საწარმოს 1%-ზე ნაკლები წილის მფლობელის აქციონერთა საერთო კრებაზე მოწვევის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 2009 წლის 3 თებერვლის №16 ბრძანება. მუხლი 4🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე