სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2248
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.025002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/04/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

 

განკარგულება №2248

 

2017 წლის 27 ოქტომბერი

 

ქ. თბილისი

 

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 113-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 დეკემბრის №330 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №5/54134 გადაწყვეტილება ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული უძრავი ქონების ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.

 

 

 

პრემიერ-მინისტრი                                                                       გიორგი კვირიკაშვილი