საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის, ხოლო მოძრავი ქონების თხოვების ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
მიღების თარიღი 07.12.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2561
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025043
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/04/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.12.2017 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის, ხოლო მოძრავი ქონების თხოვების ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის, ხოლო მოძრავი ქონების თხოვების ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2561
2017 წლის 7 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის, ხოლო მოძრავი ქონების თხოვების ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიეცეს თანხმობა, კვებითი მომსახურების უზრუნველსაყოფად 2018 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გადასცეს ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირ(ებ)ს:
ა) უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, ამ განკარგულების №1 დანართში მითითებული უძრავი ქონება;
ბ) თხოვების უფლებით, ამ განკარგულების №2 დანართში მითითებული მოძრავი ქონება.
2. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.