მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 05.04.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №58/04
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016292
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/04/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.04.2018 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (7)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე | ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 07.02.2012
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე მიკრობანკების საქმიანობის შესახებ მიკრობანკების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების სავალდებულო აუდიტორული შემოწმებისა და განმარტებით შენიშვნებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე მიკრობანკის ლიკვიდაციის, გადახდისუუნარობისა და გაკოტრების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე მიკრობანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება
№58/04
2018 წლის 5 აპრილი
ქ. თბილისი
მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესი და პირობები თანდართულ დანართებთან ერთად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 07 თებერვლის №33/04 ბრძანება.
მუხლი 3🔗
არსებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად განესაზღვროთ ვადა 2018 წლის 1 ოქტომბრამდე.
მუხლი 4🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე
მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესი და პირობები
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესი და პირობები (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში (შემდგომში – ეროვნული ბანკი) რეგისტრაციის წესსა და პირობებს.
2. იურიდიულ პირს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსით საქმიანობის უფლება აქვს მხოლოდ ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის შემდეგ.
3. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შეიძლება შეიქმნას შეზღუდული პასუხისმგებლობის ან სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმით.
4. ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია თავის საფირმო სახელწოდებაში „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აღნიშვნის გარდა, შეიტანოს ტერმინი „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია“ ან მისი აბრევიატურა „მისო“.
5. რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციის გარდა, არავის აქვს უფლება თავის სახელწოდებასთან ერთად გამოიყენოს ტერმინი „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია“ ან მისი აბრევიატურა „მისო“.
6. სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის სავალდებულოა სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა, რომლის მიმართაც გამოყენებულ უნდა იქნეს სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თაობაზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტებები
ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მიკროსაფინანსო ორგანიზაცია – შეზღუდული პასუხისმგებლობის ან სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული იურიდიული პირი, რომელიც რეგისტრირებულია ეროვნული ბანკის მიერ და ახორციელებს „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საქმიანობას;
ბ) მნიშვნელოვანი წილი – მნიშვნელოვანი წილი – პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა/აქციონერთა ჯგუფის პირდაპირ ან არაპირდაპირ მფლობელობაში არსებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციის განაღდებული კაპიტალის ან განცხადებული კაპიტალის ან/და ხმის უფლების მქონე წილის/აქციების 10%-ზე მეტი წილი ან/და პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა/აქციონერთა ჯგუფის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, მიუხედავად კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე წილში/აქციებში წილის ოდენობისა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში;
გ) ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა/აქციონერთა ჯგუფი – ახლონათესაური კავშირის (პირველი რიგისა და მეორე რიგის მემკვიდრეები) მქონე პარტნიორთა/აქციონერთა ჯგუფი, ან პარტნიორები/აქციონერები, რომლებიც ერთმანეთთან, გარდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა, სხვა კომერციული ინტერესებითაც არიან დაკავშირებული;
დ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორი – მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, დირექტორატის წევრი, აგრეთვე პირი, რომელიც უფლებამოსილია დამოუკიდებლად ან/და ერთ ან რამდენიმე პირთან ერთად მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სახელით აიღოს ვალდებულებები;
ე) ბენეფიციარი მესაკუთრე – პირი, რომელიც კანონის ან გარიგების საფუძველზე იღებს ფულად ან სხვა სარგებელს და ამ სარგებლის სხვა პირისთვის გადაცემის ვალდებულება არ აკისრია, ხოლო თუ ბენეფიციარი მესაკუთრე არის იდეალური მიზნებისთვის შექმნილი პირი ან თუ მესაკუთრე იურიდიულ პირს არ ჰყავს მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე პირი – მისი მმართველი ორგანოს წევრი;
თ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფილიალი – მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტრუქტურული ქვედანაყოფი, სადაც უშუალოდ ხორციელდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქმიანობა ან მისი ნაწილი;
ი) გადახდისუუნარო მიკროსაფინანსო ორგანიზაცია – მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომლის აქტივები არ არის საკმარისი მისივე ვალდებულებების დასაფარად.
მუხლი 3🔗.
სარეგისტრაციო მოთხოვნები
1. მიკროსაფინანსო ორგანიზაციად დასარეგისტრირებელად, ორგანიზაციის პარტნიორთა/აქციონერთა წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, ეროვნულ ბანკს მიმართავს განცხადებით (დანართი №1).
2. განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, სააქციო საზოგადოების შემთხვევაში დამატებით წარმოსადგენია რეგისტრატორის მიერ გაცემული ამონაწერი;
ბ) ორგანიზაციის წესდება;
გ) პარტნიორთა/აქციონერთა გადაწყვეტილება მიკროსაფინანსო ორგანიზაციად რეგისტრაციის თაობაზე;
დ) ინფორმაცია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სათავო დაწესებულებისა და ფილიალების ადგილსამყოფელის შესახებ (დანართი №2);
ე) დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს იმ უძრავ ქონებაზე სარგებლობის ან საკუთრების უფლებას, სადაც მომავალში განთავსდება მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან/და მისი ფილიალი;
ვ) რეგისტრაციის მომენტისთვის არსებული ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია (ბალანსი, მოგება-ზარალის უწყისი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აუდიტორული დასკვნა);
ზ) ბიზნესგეგმა, რომელიც მინიმუმ უნდა მოიცავდეს ბიზნესსტრატეგიას, მინიმუმ 2 წელზე გათვლილ საბიუჯეტო გეგმასა და ფინანსური მაჩვენებლების პროგნოზს. ასევე, საინფორმაციო ტექნოლოგიების საწყის ეტაპზე დასანერგ მინიმუმსა და მომდევნო საოპერაციო პერიოდში დანერგვის გეგმას;
თ) ორგანიზაციული სტრუქტურა და შინაგანაწესი;
ი) „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
კ) 1 000 000 მილიონი (ერთი მილიონი) ლარის ოდენობით განაღდებული კაპიტალის დამადასტურებელი საბანკო ამონაწერი;
ლ) ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აქციები ან წილი არ არის დაგირავებული რაიმე ვალდებულების უზრუნველსაყოფად;
მ) სათავო ოფისისა და ქვედანაყოფების გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების აქტის/აქტების ასლი;
ნ) პარტნიორთა/აქციონერთა და ბენეფიციარ მესაკუთრეთა შესახებ შემდეგი დოკუმენტები:
ნ.ა) მნიშვნელოვანი წილის მფლობელთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი);
ნ.ბ) დეკლარაცია მნიშვნელოვანი წილის როგორც უშუალო, ისე ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ ყოველწლიურად, არაუგვიანეს 15 ივნისისა (დანართი №3 და №4);
ნ.გ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მფლობელობის სტრუქტურა – ინფორმაცია მფლობელობის ყველა დონის შესახებ, როგორც უშუალო, ისე შუალედური და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ბენეფიციარების ჩათვლით;
ნ.დ) ცნობა მნიშვნელოვანი წილის მფლობელის ნასამართლობის შესახებ. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ნასამართლობის ცნობის გაცემის თარიღიდან გასული დრო არ უნდა აღემატებოდეს 15 კალენდარულ დღეს, ხოლო უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემული ნასამართლობის ცნობის გაცემის თარიღიდან გასული დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს.
ნ.ე) ინფორმაცია მესაკუთრე ფიზიკური და იურიდიული პირების ფინანსური მდგომარეობის, შემოსავლის წყაროსა და ამ შემოსავლების წარმომავლობის შესახებ;
ო) ადმინისტრატორთა შესახებ შემდეგი დოკუმენტები:
ო.ა) ცნობა ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ, რომელიც დადასტურებული იქნება ზემდგომი ორგანოს მიერ (დანართი N5);
ო.ბ) პარტნიორთა/აქციონერთა კრების ოქმი სამეთვალყურეო საბჭოს წევრების დანიშვნის შესახებ;
ო.გ.) სამეთვალყურეო საბჭოს კრების ოქმი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ;
ო.დ) სამეთვალყურეო საბჭოს კრების ოქმი დირექტორის/დირექტორთა დანიშვნის შესახებ;
ო.ე) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (პირადობის მოწმობის ან პასპორტის დადასტურებული ასლი), ხოლო დირექტორებისთვის ინფორმაცია მოქალაქეობის ან საქართველოს რეზიდენტობის შესახებ;
ო.ვ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ო.ზ) ინფორმაცია კვალიფიკაციისა და პროფესიული გამოცდილების შესახებ;
ო.თ) ინფორმაცია ფინანსური ვალდებულებების შესახებ;
ო.ი) ორი სარეკომენდაციო წერილი გაცემული იმ პირთა მიერ, რომლებთანაც მუშაობდა პირი;
ო.კ) ცნობა ნასამართლობის შესახებ. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ნასამართლობის ცნობის გაცემის თარიღიდან გასული დრო არ უნდა აღემატებოდეს 15 კალენდარულ დღეს, ხოლო უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემული ნასამართლობის ცნობის გაცემის თარიღიდან გასული დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები წარმოდგენილ უნდა იქნეს დედნების ან მათი სანოტარო წესით დამოწმებული ასლების სახით. უცხო ქვეყანაში გაცემული დოკუმენტები ასევე უნდა იყოს აპოსტილით დამოწმებული ან/და ლეგალიზებული, ამასთან, წარმოდგენილი უნდა იქნას დოკუმენტაციის ქართულ ენაზე სათანადოდ დამოწმებული თარგმანი.
4. ეროვნულ ბანკს გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება რეგისტრაციის მიზნებისათვის დამატებით მოითხოვოს ნებისმიერი სხვა ინფორმაცია.
მუხლი 4🔗.
რეგისტრაცია და ცვლილებები
1. დაინტერესებული იურიდიული პირის მიერ ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ეროვნულ ბანკში წარდგენის შემდეგ, ეროვნული ბანკი 45 სამუშაო დღის ვადაში იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ – სამართლებრივ აქტს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ერთი ასლი ეგზავნება დაინტერესებულ იურიდიულ პირს.
2. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული იურიდიული პირი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე უარს განაცხადებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციაზე, ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ, რომლის ერთი ასლი ეგზავნება დაინტერესებულ იურიდიულ პირს.
3. ხარვეზის აღმოსაფხვრელად ან/და დამატებითი ინფორმაციის წარმოსადგენად დაინტერესებულ იურიდიულ პირს ეროვნული ბანკი განუსაზღვრავს 30 კალენდარულ დღეს, რომლის განმავლობაშიც ჩერდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება. დადგენილი ვადის გაშვება წარმოადგენს დაინტერესებული იურიდიული პირისათვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციად რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს.
4. რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი ასევე შეიძლება გახდეს რთული/გაურკვეველი სადამფუძნებლო სტრუქტურა ან/და კაპიტალის წარმომავლობის დაუდასტურებლობა.
5. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაინტერესებულ იურიდიულ პირს უარი უთხრას მიკროსაფინანსო ორგანიზაციად რეგისტრაციაზე, თუ აღნიშნული პირის, მისი პარტნიორის/აქციონერის ან დირექტორის მიერ არ არის გადახდილი რეგისტრაციის მოთხოვნამდე ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებული ჯარიმა.
6. რეგისტრაციის თაობაზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეკვიზიტებთან ერთად აღინიშნება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საფირმო სახელწოდება, რეგისტრაციის ნომერი და თარიღი.
7. ინფორმაცია რეგისტრაციის თაობაზე აისახება ეროვნული ბანკის რეგისტრაციის რეესტრში და გამოქვეყნდება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.
8. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საფირმო სახელწოდების, სამართლებრივი ფორმის, ფაქტობრივი ან/და იურიდიული მისამართის ცვლილებების შემთხვევაში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია ამ ცვლილების განხორციელებიდან ხუთი კალენდარული დღის ვადაში წერილობით აცნობოს ეროვნულ ბანკს.
9. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია ადმინისტრატორთა ცვლილებამდე 15 კალენდარული დღით ადრე აცნობოს ეროვნულ ბანკს და წარმოუდგინოს ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია ეროვნული ბანკისაგან თანხმობის მისაღებად. განაცხადის წარმოდგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ეროვნული ბანკის მიერ დაინტერესებული პირისათვის პასუხის გაუცემლობა ავტომატურად ნიშნავს შესაბამისი ოპერაციის განხორციელებაზე თანხმობის მიცემას.
10. ეროვნული ბანკი ვალდებულია ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების შესაბამისად განხორციელებული ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიღებიდან ათი კალენდარული დღის განმავლობაში სათანადო ცვლილებები შეიტანოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის რეესტრში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის თაობაზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში.
მუხლი 5🔗.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციას რეგისტრაციის გაუქმება
1. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელშიც უნდა მიეთითოს რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი.
2. რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს:
ა) პარტნიორთა/აქციონერთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის წერილობითი მომართვა რეგისტრაციის გაუქმების თხოვნით;
ბ) ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის მიზნით წარმოდგენილ დოკუმენტაციაში აღმოჩენილი სიყალბე;
გ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს კანონმდებლობითა და ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების ან/და ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებების შეუსრულებლობა;
დ) რეგისტრაციიდან 6 თვის განმავლობაში საქმიანობის განუხორციელებლობა;
ე) სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან შერწყმის შემთხვევაში;
ვ) ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფორმით ან პერიოდულობით ეროვნული ბანკისთვის ზედიზედ ორჯერ ფინანსური ანგარიშგების წარუდგენლობა;
ზ) სამეწარმეო ან/და საფინანსო კანონმდებლობის დარღვევა ან/და ისეთი სამეწარმეო პრაქტიკა, რომელიც საფრთხეს უქმნის ან რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას კონკრეტული სუბიექტის ან/და საფინანსო სექტორის ჯანსაღ ფუნქციონირებას;
თ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის გადახდისუუნარობა;
ი) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი საქმიანობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე.
3. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმებისთანავე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ კანონის შესაბამისად დაიწყება ლიკვიდაციის პროცესი.
4. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია პირს უარი უთხრას მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმებაზე, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა:
ა) თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ არ არის გადახდილი ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებული ფულადი ჯარიმა;
ბ) რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნამდე ან მოთხოვნის მომენტისათვის მიმდინარეობდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ეროვნული ბანკის მიერ შემოწმება ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციას არ ჩაბარებია შემოწმების აქტი და შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
მუხლი 6🔗.
მნიშვნელოვანი წილის შეძენა
1. პირი, რომელიც აპირებს შეიძინოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი წილი იმ ოდენობით, რომ ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კაპიტალში მისი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრის (მესაკუთრეების) მონაწილეობა 10 ან 50 პროცენტს გადააჭარბებს, ვალდებულია ეროვნულ ბანკს წარუდგინოს წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია.
2. ეროვნულ ბანკს გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება მნიშვნელოვანი წილის შეძენის ტრანზაქციის შეფასების მიზნებისათვის დამატებით მოითხოვოს ნებისმიერი სხვა ინფორმაცია.
3. ეროვნული ბანკი განაცხადს მნიშვნელოვანი წილის შეძენის თაობაზე განიხილავს მისი წარმოდგენიდან 15 სამუშაო დღის ვადაში და დაინტერესებულ პირს შესაბამისი ოპერაციის განხორციელებაზე თანხმობას აძლევს ან დასაბუთებულ უარს ეუბნება.
4. განაცხადის წარმოდგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ეროვნული ბანკის მიერ დაინტერესებული პირისათვის პასუხის გაუცემლობა ავტომატურად ნიშნავს შესაბამისი ოპერაციის განხორციელებაზე თანხმობის მიცემას.
5. ხარვეზის აღმოსაფხვრელად ან/და დამატებითი ინფორმაციის წარმოსადგენად დაინტერესებულ პირს ეროვნული ბანკი განუსაზღვრავს 30 კალენდარულ დღეს, რომლის განმავლობაშიც ჩერდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება. დადგენილი ვადის გაშვება წარმოადგენს დაინტერესებული პირისათვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი წილის შეძენაზე უარის თქმის საფუძველს.
6. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი წილის შეძენის თაობაზე გარიგება ბათილია, თუ დაინტერესებულმა პირმა ეროვნულ ბანკს არ წარუდგინა ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია ან ეროვნული ბანკისგან მიღებული დასაბუთებული უარის მიუხედავად, მაინც განახორციელა მნიშვნელოვანი წილის შეძენა.
მუხლი 7🔗.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ვალდებულება
1. თბილისის, თელავის, სიღნაღის, გურჯაანის, რუსთავის, მარნეულის, გარდაბნის, გორის, კასპის, ხაშურის, ბორჯომის, ახალციხის, ახალქალაქის, სამტრედიის, ქუთაისის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდის, ფოთის, სენაკის, ოზურგეთის, ბათუმის, ქობულეთის და ხელვაჩაურის თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციულ საზღვრებში განთავსებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ვალდებულია უზრუნველყოს ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს „აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებით გათვალისწინებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის პარამეტრებსა და მახასიათებლებს. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია გარეპერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების მიხედვით დამონტაჟება, მაშინ დაინტერესებული მეწარმე სუბიექტი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის მიზნით, ვალდებულია, წარმოადგინოს ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გარეპერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ამ წესის მოთხოვნებისაგან განსხვავებული განლაგებით დამონტაჟების თაობაზე.
2. ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა განთავსდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შიგნით და გარეპერიმეტრზე. ვიდეომეთვალყურეობის სისტემა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შიგნით უნდა განთავსდეს ისეთი განლაგებით, რომ შესაძლებელი იყოს შემომსვლელი პირების ვიზუალურად დანახვა და იდენტიფიკაცია.
3. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის გათიშვის ან/და ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დაზიანების გამო მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვერ უზრუნველყოფს ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გამართულ მუშაობას, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს. მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დაზიანება უნდა აღმოფხვრას გონივრულ ვადებში.
4. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია საქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში სათავო ოფისში და მის ქვედანაყოფებში იქონიოს ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემა.
5. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი ერთ-ერთი პირი კალენდარული თვის განმავლობაში არანაკლებ 14 კალენდარული დღისა უნდა იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე. მისი უფლებამოსილება უნდა დასტურდებოდეს ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. ზემოაღნიშნული ვადის შესაძლო დარღვევის შემთხვევაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა წინასწარ უნდა აცნობოს ეროვნულ ბანკს შესაბამისი მიზეზი და მიაწოდოს საქართველოში არყოფნის პერიოდში მისი საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელფოსტა).