სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ მომსახურების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
მიღების თარიღი 02.11.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2274
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025060
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/04/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.11.2017 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საგადახდო მომსახურების შესახებ ანგარიშგების ფორმებისა და მისი შევსების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ − საქართველოს საკანონმდებლო მაცნისათვის სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებისას განსხვავებული პირობების დადგენის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ რიგ მმართველობით ღონისძიებათა შესახებ ინფორმაციის მოწონების თაობაზე „შპს „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონისა“ და შპს „ფოთი თიზ კომუნალური მართვა თზკ“-ის მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №568 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული და სამსახურებრივი
შეუთავსებლობის საკითხების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ მომსახურების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2274
2017 წლის 2 ნოემბერი
ქ. თბილისი
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ მომსახურების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს (საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო), საქართველოს სახელმწიფო კომპანია „საქნავთობსა“ და ცალკეულ კონტრაქტორს შორის გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების შესახებ ხელშეკრულების პირობების დარღვევებთან დაკავშირებით, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ ინტერესების დაცვის (მათ შორის, შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, არბიტრაჟში წარმომადგენლობის) უზრუნველსაყოფად იურიდიული მომსახურებისა და მასთან დაკავშირებული საარბიტრაჟო-საპროცესო, საექსპერტო, მთარგმნელობითი და სხვა სახის მომსახურების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებზე არ გავრცელდეს ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-11 მუხლის პირველი და 11 პუნქტებით, მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებითა და მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.
3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ განკარგულების გამოცემის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაცია (გარდა საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტისა) და ინფორმაცია (მათ შორის, პროექტის განმარტებითი ბარათი) მიჩნეულ იქნეს კომერციულ საიდუმლოებად.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი