სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსათვის სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2301
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.025090
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/04/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2301

2017 წლის 3 ნოემბერი

ქ. თბილისი

სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსათვის სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე
„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №33 დადგენილების შესაბამისად, სსიპ − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიეცეს წინასწარი თანხმობა, თბილისის ტექნოლოგიური პარკისათვის ავეჯის (CPV39100000), კომპიუტერული მოწყობილობებისა (CPV30200000) და უწყვეტი  ელექტრომომარაგების წყაროების (CPV31100000) სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად,  „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.

 

პრემიერ-მინისტრი                                                       გიორგი კვირიკაშვილი