„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.11.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2346
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025093
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/04/2018
matsne.gov.ge 823 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (15)
2 დელეგაციების ჩამოსვლისას უზრუნველყოფილ იქნეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სასაზღვრო კონტროლის შეუფერხებელი განხორციელება.
3 მთავარი სტუმრებისათვის გამოიყოს  დაჯავშნილი ავტომანქანები.
4 დელეგაციის წევრებისათვის  გამოყოფილ იქნეს საჭირო რაოდენობის ავტოტრანსპორტი.           ავტომანქანის საქარე მინებზე დამაგრდეს სტამბური წესით დამზადებული რიგითი ნომრები ან ქვეყნების დასახელება.
5 სტუმრების სამედიცინო უზრუნველყოფის მიზნით, გამოყოფილ იქნეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ღონისძიების პროგრამით გათვალისწინებულ ობიექტებზე.
6 უზრუნველყოფილ იქნეს პროგრამით გათვალისწინებული ობიექტების ელექტროენერგიით მომარაგების კონტროლი.
7 უზრუნველყოფილ იქნეს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა  პროგრამით გათვალისწინებულ ყველა ობიექტზე.
8 უზრუნველყოფილ იქნეს, მოთხოვნისამებრ, დელეგაციაში შემავალი  დასაცავი პირების პირადი დაცვა.
9 დელეგაციის განსათავსებლად სასტუმროებში დაიჯავშნოს ოთახების შესაბამისი რაოდენობა.
11 დამზადდეს საჭირო რაოდენობის დროშები და ბანერები, უზრუნველყოფილ იქნეს  მათი  განთავსება ღონისძიების პროგრამით გათვალისწინებულ ობიექტებზე.
13 დაგეგმილი ფორუმის ფარგლებში,  კულტურულ-გასართობი ღონისძიებების დაგეგმვა.
15 უზრუნველყოფილ იქნეს სტუმრების სარეგისტრაციო სივრცის მოწყობა სასტუმრო „ბილტმორში“.
16 „ლიაზონ ოფიცრების“ გამოყოფა ცალკეული დელეგაციის მომსახურებისათვის, ფორუმის სტენოგრაფისტებით უზრუნველყოფა.
17 დამზადდეს სპეციალური საშვები როგორც დელეგაციის წევრებისათვის, ასევე ტექნიკური პერსონალისა და დაცვის თანამშრომლებისათვის.
20 დელეგაციების საშვები, პროგრამები და ვიზიტის სრული პაკეტი დარიგებულ იქნეს წინასწარ სასტუმროების ოთახებში.
22 უზრუნველყოფილ იქნეს პრესისათვის სპეციალური სივრცის მოწყობა  ოპერასა და სასტუმრო „ბილტმორში“;           უზრუნველყოფილ იქნეს ღონისძიების გაშუქება.
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას (გაეროს ტურიზმის ორგანიზაცია) შორის - 2024 წელს გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ტურიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 80% 05.09.2024 გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 78% 15.11.2022 გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე 6 გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 77% 12.06.2018 საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 77% 28.07.2016 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ზოგიერთი პირის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ 2020 წელს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე 1. 76% 15.05.2020

დოკუმენტის ტექსტი

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება №2346 2017 წლის 6 ნოემბერი ქ. თბილისი „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ორგანიზების  სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“, „ლ“, „ჰ​3“ ქვეპუნქტებისა და მე-6 მუხლის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული  „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ორგანიზების სამოქმედო გეგმა. 2. ამ განკარგულებით დამტკიცებული სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნა. 3. ეთხოვოთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ ამ განკარგულებით დამტკიცებული სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება. პრემიერ-მინისტრი                                                                გიორგი კვირიკაშვილი „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“  ორგანიზების სამოქმედო გეგმა № ღონისძიების დასახელება ღონისძიებაზე პასუხისმგებელი უწყება 1          „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში 26-27 ნოემბრისათვის სტუმრების დასახვედრად და 29-30 ნოემბრისათვის სტუმრების გასაცილებლად:           გამოყოფილ იქნეს სპეციალური სივრცეები ღონისძიების ბანერისა და საინფორმაციო მაგიდის  განსათავსებლად როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის  VIP1-VIP2  დარბაზში, ასევე ჩვეულებრივ ტერმინალში. უზრუნველყოფილ იქნეს სპეციალურად გამოყოფილი ხაზი „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ღონისძიების ლოგოთი, სტუმრების ოპერატიულად გასასვლელად საპასპორტო კონტროლის გავლის ადგილამდე;           დახვედრისას და გაცილებისას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის VIP1-VIP2 დარბაზში უზრუნველყოფილ იქნეს სტუმრების გამასპინძლება. შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური 2           დელეგაციების ჩამოსვლისას უზრუნველყოფილ იქნეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სასაზღვრო კონტროლის შეუფერხებელი განხორციელება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 3           მთავარი სტუმრებისათვის გამოიყოს  დაჯავშნილი ავტომანქანები. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური 4           დელეგაციის წევრებისათვის  გამოყოფილ იქნეს საჭირო რაოდენობის ავტოტრანსპორტი.           ავტომანქანის საქარე მინებზე დამაგრდეს სტამბური წესით დამზადებული რიგითი ნომრები ან ქვეყნების დასახელება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 5           სტუმრების სამედიცინო უზრუნველყოფის მიზნით, გამოყოფილ იქნეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ღონისძიების პროგრამით გათვალისწინებულ ობიექტებზე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია 6           უზრუნველყოფილ იქნეს პროგრამით გათვალისწინებული ობიექტების ელექტროენერგიით მომარაგების კონტროლი. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო 7           უზრუნველყოფილ იქნეს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა  პროგრამით გათვალისწინებულ ყველა ობიექტზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 8           უზრუნველყოფილ იქნეს, მოთხოვნისამებრ, დელეგაციაში შემავალი  დასაცავი პირების პირადი დაცვა. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური 9           დელეგაციის განსათავსებლად სასტუმროებში დაიჯავშნოს ოთახების შესაბამისი რაოდენობა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 10           ორმხრივი შეხვედრებისათვის მომზადდეს:           საქართველოსა და ღონისძიებაში მონაწილე ქვეყნებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის თემატიკაზე სათანადოდ დასაბუთებული წინადადებები, რომლებიც მთავარ სტუმართან საუბრისას შეიძლება წამოჭრან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, საქართველოს პრეზიდენტმა;           მოსაზრებები იმ საკითხთა გარშემო, რომლებიც მთავარმა სტუმრებმა შესაძლოა წამოჭრან ამ საუბრების დროს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 11           დამზადდეს საჭირო რაოდენობის დროშები და ბანერები, უზრუნველყოფილ იქნეს  მათი  განთავსება ღონისძიების პროგრამით გათვალისწინებულ ობიექტებზე. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 12           ღონისძიებისათვის, 2017 წლის 17 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, განთავსდეს სპეციალურად დამზადებული „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“  ბრენდირებული  დროშები  და  ბანერები:           ვარაზის ხევში (გმირთა მოედნის აღმართი);            მელიქიშვილის ქუჩიდან ფილარმონიის ჩათვლით (ქ. თბილისის 51-ე საჯარო სკოლის ბოლომდე);           ფილარმონიიდან რუსთაველის მეტროს სადგურამდე;           ბარათაშვილის აღმართზე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია 13           დაგეგმილი ფორუმის ფარგლებში,  კულტურულ-გასართობი ღონისძიებების დაგეგმვა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 14           უზრუნველყოფილ იქნეს სამუშაო ოთახის გამოყოფა ღონისძიების ორგანიზატორებისათვის სასტუმრო „ბილტმორში“. სამუშაო ოთახი აღიჭურვოს შესაბამისი ტექნიკით: სტაციონარული კომპიუტერები, პრინტერები, ქსეროქსი,  სასტუმროს შიდა სატელეფონო ხაზი,  გამაგრილებელი სასმელი, საკანცელარიო ნივთები. ორგანიზატორები და „ლიაზონ ოფიცრები“ უზრუნველყოფილ იქნენ რაციებით. უზრუნველყოფილ იქნეს ღონისძიების ორგანიზატორებისათვის ორჯერადი კვება.  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 15           უზრუნველყოფილ იქნეს სტუმრების სარეგისტრაციო სივრცის მოწყობა სასტუმრო „ბილტმორში“. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 16          „ლიაზონ ოფიცრების“ გამოყოფა ცალკეული დელეგაციის მომსახურებისათვის, ფორუმის სტენოგრაფისტებით უზრუნველყოფა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 17           დამზადდეს სპეციალური საშვები როგორც დელეგაციის წევრებისათვის, ასევე ტექნიკური პერსონალისა და დაცვის თანამშრომლებისათვის. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 18           ღონისძიების გახსნის დროს (მ/წ  28 ნოემბერს 09:30-10:45 საათზე) ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის  სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში (შემდგომში − ოპერა) უზრუნველყოფილ იქნეს:           ოპერის სცენის მოწყობა საჭირო აღჭურვილობით: გახმოვანება, თარგმანი, ეკრანები, ტრიბუნა, სავარძლები, მაგიდები სცენისათვის, ყვავილების თაიგულები, მინერალური წყლები, სამაგიდე კუვერტული ბარათები;           სტუმრების განთავსების სქემის განსაზღვრა  ოპერის პარტერში;           ყავით შესვენება  თეატრის შენობაში;           დამატებითი (VIP) ოთახის გამოყოფა ოპერის შენობაში,  ღონისძიების მსვლელობის დროს ოთახში გამაგრილებელი სასმლით, ყავა-ჩაით, ხილითა და ტკბილეულით გამასპინძლება.  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 19           29 ნოემბერს 10:00-12:00 საათზე დაგეგმილი პანელდისკუსიებისათვის სასტუმრო „ბილტმორში“ უზრუნველყოფილ იქნეს სასესიო დარბაზის მოწყობა შესაბამისი აღჭურვილობით: გახმოვანება, თარგმანი, ეკრანები, ტრიბუნა, სავარძლები, მაგიდები სცენისათვის, ყვავილების თაიგულები, მინერალური წყლები და სამაგიდე კუვერტული ბარათები. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 20           დელეგაციების საშვები, პროგრამები და ვიზიტის სრული პაკეტი დარიგებულ იქნეს წინასწარ სასტუმროების ოთახებში. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 21           ორმხრივი შეხვედრებისათვის მოეწყოს  ოთახები სასტუმრო „ბილტმორში“, სადაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს:           შესაბამისი ქვეყნების დიდი და პატარა ზომის დროშების გამოფენა, ასევე გამაგრილებელი სასმლით, ყავა-ჩაით გამასპინძლება;           მთავარი სტუმრებისა და დელეგაციის წევრებისათვის სამახსოვრო სუვენირების გადაცემა;           საჭიროებისამებრ,  თარჯიმნის მომსახურება ორმხრივი შეხვედრებისას და ასევე მთავარი ღონისძიებების მსვლელობისას. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 22           უზრუნველყოფილ იქნეს პრესისათვის სპეციალური სივრცის მოწყობა  ოპერასა და სასტუმრო „ბილტმორში“;           უზრუნველყოფილ იქნეს ღონისძიების გაშუქება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 23          „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“  მონაწილე დელეგაციების პატივსაცემად  გასამართი ღონისძიებები:           მიღება ჩამოსული სტუმრების პატივსაცემად  − ა/წ 27 ნოემბერი 19:00 საათი, რესტორანი „ფუნიკულიორი“;           სადილი − 28 ნოემბერი 14:00 საათი, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (MOMA);           სადილი − 29 ნოემბერი 14:00 საათი, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (MOMA). საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 24           სადღესასწაულო ვახშამი საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელით − 28 ნოემბერი.                              ვახშამის დროს უზრუნველყოფილ იქნეს: მუსიკალური პროგრამის ორგანიზება, მაგიდებისა და სცენის ყვავილების კომპოზიციებით გაფორმება, საჭიროებისამებრ, თარჯიმნის მომსახურება, სამაგიდე კუვერტულების, ოფიციალური სადილის მენიუს, მოსაწვევი ბარათების (კონვერტებით)  დამზადება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.