„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განკარგულება №2346
2017 წლის 6 ნოემბერი
ქ. თბილისი
2. ამ განკარგულებით დამტკიცებული სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნა.
3. ეთხოვოთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ ამ განკარგულებით დამტკიცებული სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ორგანიზების სამოქმედო გეგმა
№
ღონისძიების დასახელება
ღონისძიებაზე პასუხისმგებელი უწყება
1
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში 26-27 ნოემბრისათვის სტუმრების დასახვედრად და 29-30 ნოემბრისათვის სტუმრების გასაცილებლად:
შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური
2
დელეგაციების ჩამოსვლისას უზრუნველყოფილ იქნეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სასაზღვრო კონტროლის შეუფერხებელი განხორციელება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
3
მთავარი სტუმრებისათვის გამოიყოს დაჯავშნილი ავტომანქანები.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური
4
დელეგაციის წევრებისათვის გამოყოფილ იქნეს საჭირო რაოდენობის ავტოტრანსპორტი.
ავტომანქანის საქარე მინებზე დამაგრდეს სტამბური წესით დამზადებული რიგითი ნომრები ან ქვეყნების დასახელება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
5
სტუმრების სამედიცინო უზრუნველყოფის მიზნით, გამოყოფილ იქნეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ღონისძიების პროგრამით გათვალისწინებულ ობიექტებზე.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
6
უზრუნველყოფილ იქნეს პროგრამით გათვალისწინებული ობიექტების ელექტროენერგიით მომარაგების კონტროლი.
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო
7
უზრუნველყოფილ იქნეს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა პროგრამით გათვალისწინებულ ყველა ობიექტზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
8
უზრუნველყოფილ იქნეს, მოთხოვნისამებრ, დელეგაციაში შემავალი დასაცავი პირების პირადი დაცვა.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური
9
დელეგაციის განსათავსებლად სასტუმროებში დაიჯავშნოს ოთახების შესაბამისი რაოდენობა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
10
ორმხრივი შეხვედრებისათვის მომზადდეს:
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
11
დამზადდეს საჭირო რაოდენობის დროშები და ბანერები, უზრუნველყოფილ იქნეს მათი განთავსება ღონისძიების პროგრამით გათვალისწინებულ ობიექტებზე.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
12
ღონისძიებისათვის, 2017 წლის 17 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, განთავსდეს სპეციალურად დამზადებული „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ბრენდირებული დროშები და ბანერები:
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
13
დაგეგმილი ფორუმის ფარგლებში, კულტურულ-გასართობი ღონისძიებების დაგეგმვა.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
14
უზრუნველყოფილ იქნეს სამუშაო ოთახის გამოყოფა ღონისძიების ორგანიზატორებისათვის სასტუმრო „ბილტმორში“. სამუშაო ოთახი აღიჭურვოს შესაბამისი ტექნიკით: სტაციონარული კომპიუტერები, პრინტერები, ქსეროქსი, სასტუმროს შიდა სატელეფონო ხაზი, გამაგრილებელი სასმელი, საკანცელარიო ნივთები. ორგანიზატორები და „ლიაზონ ოფიცრები“ უზრუნველყოფილ იქნენ რაციებით. უზრუნველყოფილ იქნეს ღონისძიების ორგანიზატორებისათვის ორჯერადი კვება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
15
უზრუნველყოფილ იქნეს სტუმრების სარეგისტრაციო სივრცის მოწყობა სასტუმრო „ბილტმორში“.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
16
„ლიაზონ ოფიცრების“ გამოყოფა ცალკეული დელეგაციის მომსახურებისათვის, ფორუმის სტენოგრაფისტებით უზრუნველყოფა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
17
დამზადდეს სპეციალური საშვები როგორც დელეგაციის წევრებისათვის, ასევე ტექნიკური პერსონალისა და დაცვის თანამშრომლებისათვის.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
18
ღონისძიების გახსნის დროს (მ/წ 28 ნოემბერს 09:30-10:45 საათზე) ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში (შემდგომში − ოპერა) უზრუნველყოფილ იქნეს:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
19
29 ნოემბერს 10:00-12:00 საათზე დაგეგმილი პანელდისკუსიებისათვის სასტუმრო „ბილტმორში“ უზრუნველყოფილ იქნეს სასესიო დარბაზის მოწყობა შესაბამისი აღჭურვილობით: გახმოვანება, თარგმანი, ეკრანები, ტრიბუნა, სავარძლები, მაგიდები სცენისათვის, ყვავილების თაიგულები, მინერალური წყლები და სამაგიდე კუვერტული ბარათები.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
20
დელეგაციების საშვები, პროგრამები და ვიზიტის სრული პაკეტი დარიგებულ იქნეს წინასწარ სასტუმროების ოთახებში.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
21
ორმხრივი შეხვედრებისათვის მოეწყოს ოთახები სასტუმრო „ბილტმორში“, სადაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
22
უზრუნველყოფილ იქნეს პრესისათვის სპეციალური სივრცის მოწყობა ოპერასა და სასტუმრო „ბილტმორში“;
უზრუნველყოფილ იქნეს ღონისძიების გაშუქება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
23
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილე დელეგაციების პატივსაცემად გასამართი ღონისძიებები:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
24
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.