ქ. თბილისში, გლდანის რაიონში, ზაჰესის დასახლებაში, გრიგოლ ხანძთელის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის გრიგოლ ხანძთელის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№72
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.101.016379
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/04/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №72

2018 წლის 30 მარტი

ქ. თბილისი

ქ. თბილისში, გლდანის რაიონში, ზაჰესის დასახლებაში, გრიგოლ ხანძთელის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის გრიგოლ ხანძთელის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) გლდანის რაიონში, ზაჰესის დასახლებაში, გრიგოლ ხანძთელის ქუჩასთან არსებულ უსახელო ჩიხს მიენიჭოს გრიგოლ ხანძთელის I ჩიხის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

ბ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე