საქართველოს მოქალაქეები - ილია კოკაია და გიორგი კაპანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების - ირინე იმერლიშვილის და გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2018 წლის 30 მარტის №3/1/707 განჩინებაზე
მიღების თარიღი 30.03.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ნომერი №3/1/707
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016306
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/04/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.03.2018 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს მოქალაქე მამუკა ჭანტურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ზვიად დევდარიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ გიორგი ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს მოქალაქე ანა ჯალაღონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს მოქალაქე დავით ძოწენიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მოქალაქეები - ილია კოკაია და გიორგი კაპანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების - ირინე იმერლიშვილის და გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2018 წლის 30 მარტის №3/1/707 განჩინებაზე
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; }
h1 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:115%; font-size:12.0pt; }
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; }
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; font-size:10.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:10.0pt; }
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:107%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:107%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:11.0pt; }
span.BodyTextIndentChar { }
span.CommentTextChar { }
span.Heading1Char { font-weight:bold;}
span.CommentSubjectChar { font-weight:bold;}
span.BalloonTextChar { }
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:63.8pt 1.0in 1.0in 1.0in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
პლენუმის
განმწესრიგებელი სხდომის
განჩინება
№3/1/707
2018 წლის
30 მარტი
ქ. ბათუმი
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე
– სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე
– წევრი;
ირინე იმერლიშვილი
– წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე
– წევრი;
მანანა კობახიძე
– წევრი;
მერაბ ტურავა
– წევრი;
თეიმურაზ ტუღუში
– წევრი.
სხდომის
მდივანი
:
დარეჯან ჩალიგავა.
საქმის
დასახელება
:
საქართველოს მოქალაქეები
– ილია კოკაია და გიორგი კაპანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის
საგანი
:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის სიტყვების „ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლთან, მე-16 მუხლთან და 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 30 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №707) მიმართეს საქართველოს მოქალაქეებმა
– ილია კოკაიამ და გიორგი კაპანაძემ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2016 წლის 3 იანვარს.
2. 2016 წლის 11 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, №707 კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად გადასცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს.
3. 2016 წლის 16 ნოემბრის №3/6-1/707 საოქმო ჩანაწერით, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მიიჩნია, რომ №707 კონსტიტუციურმა სარჩელმა თავისი შინაარსით შეიძლება წარმოშვას საქართველოს კონსტიტუციის განმარტებისა და გამოყენების იშვიათი და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემა და იგი განხილული უნდა იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ.
4. №
707 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლი, მე-16 მუხლი, 21-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი ადგენს, რომ „ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს“.
6. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, „სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით“
. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი განამტკიცებს პიროვნების თავისუფალი განვითარების კონსტიტუციურ უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს საკუთრების და მემკვიდრეობის უფლებას, ხოლო მე-2 პუნქტი ითვალისწინებს პირველ პუნქტში დასახელებულ უფლებათა შეზღუდვის საფუძვლებს.
7. №707 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, მოსარჩელეებს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი გურულის სასარგებლოდ დაეკისრათ 3,449,754 აშშ დოლარის და ამ თანხის 2005 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველწლიური 10%-ის გადახდა.
8. მოსარჩელეთა განმარტებით, სადავო ნორმა ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით გარანტირებული ქმედების საყოველთაო თავისუფლებას, კერძოდ, კერძოსამართლებრივი გარიგების დადების თავისუფლებას. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, ქმედების თავისუფლების შეზღუდვა მხოლოდ კანონით გათვალისწინებული საფუძვლით უნდა ხდებოდეს. სადავო ნორმა კი მოსამართლეებს ნორმის საკუთარი შეხედულებისამებრ ინტერპრეტაციის ფართო მიხედულების საშუალებას აძლევს.
9. №
707 კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება სამართლებრივი უსაფრთხოებისა და სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპებს, რადგან გააჩნია სუბიექტური შინაარსი და მის საფუძველზე, შეუძლებელია, პირმა წინასწარ განსაზღვროს, რას მოითხოვს მისგან კანონმდებელი და რა სახის ქცევა შეიძლება იყოს საჯარო წესრიგისა და ზნეობის ნორმების შეუსაბამო. აგრეთვე, სადავო ნორმა ქმნის საფრთხეს, რომ სასამართლოებმა მას შესძინონ არაერთგვაროვანი, მათ შორის კონსტიტუციის საწინააღმდეგო განმარტება.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლს, მე-16 მუხლს და 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
11. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნაა, რომ კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ.
2. №707 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეები წარმოადგენენ ფიზიკური პირებს – საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლთან მიმართებით. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება ფიზიკურ პირებს აქვთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
3. ამგვარად, მოსარჩელე ფიზიკური პირები უფლებამოსილი არიან, იდავონ ნორმატიული აქტის მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გარანტირებულ უფლებებთან შესაბამისობის საკითხებზე. კონსტიტუციის მე-7 მუხლი არ არის მოქცეული კონსტიტუციის მე-2 თავში, შესაბამისად, მოსარჩელეები არ არიან უფლებამოსილი სუბიექტები, მოითხოვონ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლთან მიმართებით.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №707 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის სიტყვების „ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლთან მიმართებით, შემოტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
6. მოსარჩელე მხარე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის სიტყვების „ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს“ კონსტიტუციურობას სადავოდ ხდის, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, მოსარჩელეებს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი გურულის სასარგებლოდ დაეკისრათ 3,449,754 აშშ დოლარის და ამ თანხის, 2005 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველწლიური 10%-ის გადახდა, რადგანაც საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ №707 კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა მიერ წილის შეძენა მოხდა შეუსაბამოდ დაბალ ფასად, რაც ეწინააღმდეგებოდა ზნეობრივ ნორმებს, საჯარო წესრიგის სტანდარტებს. წარმოდგენილ კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეთა მხარე ასევე მიუთითებს, რომ გარიგების მეშვეობით სამართლის სუბიექტები უშუალოდ აწესრიგებენ ერთმანეთს შორის ურთიერთობას, პირველ რიგში, იძენენ და განკარგავენ ქონებას, სადავო ნორმით კი იზღუდება ქმედების საყოველთაო თავისუფლება.
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის „მიზანია, დაუცველი არ დარჩეს ცხოვრების ის სფეროები, რომლებიც პიროვნებასთან დაკავშირებული კონკრეტული უფლებებით არ არიან მოცული. კონსტიტუციის მე-16 მუხლი ქმნის კონსტიტუციური დაცვის გარანტიას ურთიერთობებისთვის, რომლებიც არ თავსდება კონსტიტუციის სხვა ნორმებში, თუმცა შეადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების აუცილებელ კომპონენტს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-55). აქედან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი იცავს ადამიანის პიროვნული განვითარებისათვის მნიშვნელოვან ისეთ უფლებრივ კომპონენტებს, რომლებიც არ თავსდება კონსტიტუციის სხვა მუხლებით დაცულ სფეროში. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ პიროვნების თავისუფალი განვითარების ესა თუ ის უფლებრივი კომპონენტი დაცულია სპეციალური კონსტიტუციური დებულებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხი უნდა შეაფასოს არა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან, არამედ – იმ კონსტიტუციურ დებულებასთან მიმართებით, რომელიც მოცემული უფლებრივი კომპონენტის კონსტიტუციურსამართლებრივ სტანდარტებს ადგენს.
8. საქართველოს კონსტიტუციის სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი საგანგებოდ იცავს პიროვნების თავისუფალი განვითარების ისეთ კომპონენტს, როგორიც არის საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლება მოიცავს პირის შესაძლებლობას, საკუთარი სურვილის შესაბამისად, თავისუფალი ნების საფუძველზე განკარგოს და შეიძინოს ქონებრივი უფლებები, რაც გულისხმობს სახელშეკრულებო თავისუფლების პირობებში პირის შესაძლებლობას, გადაწყვიტოს, დადოს თუ არა ხელშეკრულება ამა თუ იმ ქონებრივ უფლებასთან დაკავშირებით, აირჩიოს ხელშეკრულების მხარე და განსაზღვროს ხელშეკრულების სხვადასხვა პირობა (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
9. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციიდან იკვეთება, რომ სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნობის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა უკავშირდება ქონებასთან დაკავშირებულ გარიგებების ბათილობას. როგორც აღინიშნა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ქონებრივი უფლებებისა და ვალდებულებების შეძენა-განკარგვასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების თავისუფლად დადების უფლებას იცავს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია არ მიემართება სახელშეკრულებო თავისუფლების შეზღუდვის ისეთ უფლებრივ კომპონენტს, რომელიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით.
10. აღნიშნულიდან გამომდინარე, №707 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის სიტყვების „ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
11. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი ან წარდგინება განსახილველად არ მიიღება, თუ მასში მითითებული ყველა სადავო საკითხი უკვე გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, გარდა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21
1
მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
12. №707 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის სიტყვების „ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის თანახმად, სადავო ნორმა განუსაზღვრელი ხასიათისაა და იძლევა სასამართლოს მიერ მისი სხვადასხვა შინაარსით, მათ შორის კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. მოსარჩელეები დამატებით აღნიშნავენ, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება სამართლებრივი უსაფრთხოებისა და სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპებს, რადგან გააჩნია სუბიექტური შინაარსი და მის საფუძველზე, შეუძლებელია, პირმა წინასწარ განსაზღვროს, რას მოითხოვს მისგან კანონმდებელი და რა სახის ქცევა შეიძლება იყოს საჯარო წესრიგისა და ზნეობის ნორმების შეუსაბამო.
13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის სიტყვების „ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679 გადაწყვეტილებაში საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ №679 კონსტიტუციური სარჩელი არ დააკმაყოფილა.
14. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო სამართლის მრავალფეროვნების, მხარეთა ავტონომიურობისა და სამოქალაქო ბრუნვის დივერსიფიცირებული ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ყველა შესაძლო სამოქალაქო ხასიათის დავასთან დაკავშირებული გადაწყვეტის საკანონმდებლო მოწესრიგების არსებობა. ამგვარ პირობებში კი, „ზოგადი ნორმები წარმოდგენს ერთადერთ ინსტრუმენტს, რომლითაც შესაძლებელია, კანონმდებელმა შეძლებისდაგვარად სრულყოფილად მოაწესრიგოს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობები და მინიმუმამდე დაიყვანოს კანონის ანალოგიის გამოყენების შემთხვევები. ის გარემოება, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ მოხდება ნორმის შინაარსის დადგენა, ვერ გამოდგება ამ ნორმის განუსაზღვრელად და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურად მიჩნევის თვითკმარ საფუძვლად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-51). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგება ზოგადი ნორმების საფუძველზე შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს.
15. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სადავო ნორმის ზოგადი ხასიათი მისი განსაზღვრულობის მოთხოვნის დარღვევაზე არ მიუთითებს. თუმცა, ამავე დროს, რა თქმა უნდა, ვერ გამოირიცხება ზოგადი ნორმების კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ ინტერპრეტაციის შესაძლებლობა. ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლო აფასებს თითოეული ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას და ამ გზით უზრუნველყოფს, რომ არ მოხდეს არაკონსტიტუციური შინაარსის ნორმების გამოყენება. სწორედ ასე მიიღწევა, ერთი მხრივ, ურთიერთობათა მეტ-ნაკლებად ამომწურავი სამართლებრივი მოწესრიგება, ხოლო, მეორე მხრივ, ის, რომ ნორმის საფუძველზე გაკეთებული თითოეული სამართლებრივი განმარტება არ დარჩება კონსტიტუციური კონტროლის მიღმა. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ მოსარჩელემ ამტკიცოს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობა, მან უნდა მიუთითოს იმ ნორმატიულ შინაარსზე, რომელიც, მისი აზრით, უფლების დარღვევას იწვევს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-73,74).
16. №707 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მიუთითებს მხოლოდ სადავო ნორმის ზოგადი ხასიათით გამოწვეულ განუსაზღვრელობაზე, როგორც ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველზე. როგორც აღინიშნა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, სახელშეკრულებო სამართლის მომწესრიგებელი ნორმების, მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის სადავო სიტყვების ზოგადი ხასიათი მისი განსაზღვრულობის მოთხოვნის დარღვევაზე არ მიუთითებს. განსახილველ საქმეზე მოსარჩელეს არ მოუხდენია სადავო ნორმის რაიმე კონკრეტული, მისთვის პრობლემური ნორმატიული შინაარსის იდენტიფიცირება. შესაბამისად, №707 კონსტიტუციურ სარჩელში დასმული საკითხი უკვე გადაწყვეტილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679 გადაწყვეტილებაში გამოთქმულ სამართლებრივ პოზიციას.
17. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, №707 კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენ
ს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №707 („
საქართველოს მოქალაქეები – ილია კოკაია და გიორგი კაპანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინებას თან დაერთოს მოსამართლეების ირინე იმერლიშვილის და გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი.
4. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე
ევა გოცირიძე
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მანანა კობახიძე
მერაბ ტურავა
თეიმურაზ ტუღუში