საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2370
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.025118
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/04/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2370

 

2017 წლის 8 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვი ს საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილეს აღნიშვნისა და სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზებისთვის განათება-გახმოვანებისა და ბეჭდვის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „განათლებისა და მეცნიერების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება“  პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებიდან (პროგრამული კოდი: 32 01 01).

 პრემიერ-მინისტრი                                                            გიორგი კვირიკაშვილი.