„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №140 |
|
2018 წლის 10 აპრილი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 2000900000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დანართი №III-25-ის „დანართი „ბ“-ს ნაწილი II1 და ნაწილი II2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 2. 75-ე მუხლის 52 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 53 და 54 პუნქტები: „53. დეკლარაციის „ბ“ დანართის II1 ნაწილის პირველ-მე-12 სვეტებში აისახება დასაბეგრ ოპერაციებზე (მათ შორის, ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციებზე) გამოწერილი ნავთობპროდუქტების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (მათ შორის, კორექტირების) შესახებ ინფორმაცია. მე-13-მე-15 სვეტები ივსება იმ შემთხვევაში, თუ პირველ-მე-12 სვეტებში ასახულია იმ ნავთობპროდუქტების მიწოდებაზე გამოწერილი ნავთობპროდუქტის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, კორექტირების) შესახებ მონაცემები, რომელზეც წინა საანგარიშო პერიოდებში განხორციელდა საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის ჩარიცხვა და მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების წინასწარ გადახდილ თანხაზე/თანხის ნაწილზე გამოიწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. შესაბამისად, მე-13-მე-15 სვეტები მოიცავს საანგარიშო პერიოდში მიწოდებულ ნავთობროდუქტებზე წინა საანგარიშო პერიოდების მიხედვით გადახდილ საკომპენსაციო თანხაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესახებ ინფორმაციას. 54. დეკლარაციის „ბ“ დანართის II2 ნაწილის პირველ-მე-12 სვეტებში აისახება შეძენილ ნავთობპროდუქტებზე (მათ შორის, ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციებზე) გამოწერილი ნავთობპროდუქტის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (მათ შორის, კორექტირების) შესახებ ინფორმაცია. მე-13-მე-15 სვეტები ივსება იმ შემთხევაში, თუ პირველ-მე-12 სვეტებში ასახულია იმ შეძენილ ნავთობპროდუქტზე (მათ შორის, ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციებზე) გამოწერილი ნავთობპროდუქტების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, კორექტირების) მონაცემები, რომელზეც წინა საანგარიშო პერიოდებში განხორციელდა საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდა და მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების წინასწარ გადახდილ თანხაზე/თანხის ნაწილზე გამოიწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. შესაბამისად, მე-13-მე-15 სვეტები მოიცავს საანგარიშო პერიოდში შეძენილ საქონელზე წინა საანგარიშო პერიოდების მიხედვით გადახდილ საკომპენსაციო თანხაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესახებ ინფორმაციას.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.04.2018.
- როდის იქნა მიღებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 10.04.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №140. სარეგისტრაციო კოდი — 200090000.22.033.017087.
- რამდენი მუხლისგან შედგება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.04.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №140, 10.04.2018, სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017087 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.04.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4135930/