სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ

მიღების თარიღი 15.12.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2629
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025165
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/04/2018
matsne.gov.ge 229 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 98% 03.11.2017 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ფიზიკური პირებისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 93% 28.12.2017 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 93% 19.10.2017 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 92% 08.08.2016 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ბარაკონისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 92% 27.12.2017

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთვრობის განკარგულება №2629 2017 წლის 15 დეკემბერი ქ. თბილისი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 63 მუხლის პირველი პუნქტისა და  მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული უძრავი ქონება უსასყიდლოდ  საკუთრებაში გადაეცეთ ამავე დანართში მითითებულ ფიზიკურ პირებს. 2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს: ა) ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული ფიზიკური პირები ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არ უნდა სარგებლობდნენ ან ფლობდნენ რაიმე საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართობს, მოპოვებულს მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, გარდა ამავე დანართით გათვალისწინებული უძრავი ქონებისა; ბ) ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებულ ფიზიკურ პირებს აღარ წარმოეშობათ უფლება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, მოითხოვონ სახელმწიფოსაგან ან მუნიციპალიტეტ(ებ)ისაგან ან სხვა პირისაგან რაიმე სახის კომპენსაცია ან უძრავი ნივთის საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა. 3. შემძენის მიერ ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემდგომ გასხვისებაზე თანხმობა გაცემულად ითვლება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ. შემძენის მიერ ამ განკარგულებით გათვალისწინებული უძრავი ქონების გასხვისებისას ახალ შემძენზე არ გადადის ამავე განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობები. 4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელონ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები. პრემიერ-მინისტრი                                                                         გიორგი კვირიკაშვილი.