„თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ქონების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ 2018 წლის 19 თებერვლის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№34
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.154.016365
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/04/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №34

2018 წლის 5 აპრილი

დაბა თიანეთი

 

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის  მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  საფუძველზე,  თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1.      
„თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის  სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ქონების მართვისა და ტრანსპორტის  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ 2018 წლის 19 თებერვლის №17 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/02/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.154.016348) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და კარიერული განვითარების წესები განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონისა და მერიის დებულების შესაბამისად.“.

მუხლი 2.    
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი წოწკოლაური