„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და შპს „სპორტმშენსერვისის“ მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვებისა და აღნიშნულთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 აგვისტოს №1564 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, შპს „სპორტმშენსერვისსა“ და კანადურ კომპანია BEHLENINDUSTRIES LP-ს შორის 2016 წლის 4 ოქტომბერს გაფორმებულ №160 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე გასაფორმებელი შეთანხმების შესახებ
მიღების თარიღი 25.12.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2652
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025152
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/04/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.12.2017 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და შპს „სპორტმშენსერვისის“ მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვებისა და აღნიშნულთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და შპს „სპორტმშენსერვისის“ მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვებისა და აღნიშნულთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 აგვისტოს №1564 განკარგულებაში დამატების შეტანისა და „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, შპს „სპორტმშენსერვისსა“ და კანადურ კომპანია BEHLENINDUSTRIES LP-ს შორის 2016 წლის 4 ოქტომბერს გაფორმებულ №160 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ გასაფორმებელი შეთანხმების შესახებ სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ საქართველოში სამთო სათხილამურო კურორტების განვითარების, ტურისტული პოტენციალის ამაღლების მიზნით, რიგ ღონისძიებათა განხორციელებისა და ამავე კომპანიის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ ზოგიერთი ღონისძიების გატარების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და შპს „სპორტმშენსერვისის“ მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვებისა და აღნიშნულთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 აგვისტოს №1564 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, შპს „სპორტმშენსერვისსა“ და კანადურ კომპანია BEHLENINDUSTRIES LP-ს შორის 2016 წლის 4 ოქტომბერს გაფორმებულ №160 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე გასაფორმებელი შეთანხმების შესახებ
საქართველოს მთვრობის
განკარგულება №2652
2017 წლის 25 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და შპს „სპორტმშენსერვისის“ მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვებისა და აღნიშნულთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 აგვისტოს №1564 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, შპს „სპორტმშენსერვისსა“ და კანადურ კომპანია BEHLENINDUSTRIES LP-ს შორის 2016 წლის 4 ოქტომბერს გაფორმებულ №160 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე გასაფორმებელი შეთანხმების შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (№1620-რს, 7/12/2017 წ.) მე-2 მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და შპს „სპორტმშენსერვისის“ მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვებისა და აღნიშნულთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 აგვისტოს №1564 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შპს „სპორტმშენსერვისის“ მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვებისა და აღნიშნულთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ“;
ბ) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და შპს „სპორტმშენსერვისმა“ (ს/ნ: 204878542) გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ერთობლივი შესყიდვით განახორციელონ შემდეგი სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვები:
ბ.ა) 4 (ოთხი) ერთეული მრავალპროფილიანი მულტიფუნქციური ორდარბაზიანი სპორტის სასახლის (ქ. ბათუმი, ქ. თელავი, ქ. ქუთაისი, ქ. გორი) საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა;
ბ.ბ) ჭიდაობის სახლისა და სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრის (ქ. თბილისი) საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა.“;
გ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების ჩასატარებლად, საერთო თანხის − 54 350 000 (ორმოცდათოთხმეტი მილიონ სამას ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ფარგლებში, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და შპს „სპორტმშენსერვისმა“ (ს/ნ: 204878542) უზრუნველყონ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების (გამარტივებული შესყიდვის ერთობლივად განხორციელების თაობაზე) გაფორმება, პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვის პირველ ლოტში გამარჯვებულ კანადურ კომპანია BEHLENINDUSTRIES LP-ისთან.“;
დ) მე-3 პუნქტის:
დ.ა) „ბ“ და „ბ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ქ. გორში მულტიფუნქციური ორდარბაზიანი სპორტის სასახლის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების დასაფინანსებლად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება (სამუშაოების დასრულების თაობაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე) უზრუნველყოს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 11 000 000 (თერთმეტი მილიონი) აშშ დოლარის ფარგლებში;
ბ1) ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებული პირობის გათვალისწინებით, ქ. გორში მულტიფუნქციური ორდარბაზიანი სპორტის სასახლის სამშენებლო სამუშაოების ჩატარებისათვის (სამუშაოების დასრულების თაობაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე), კანადური კომპანია BEHLENINDUSTRIES LP-ისთვის 2017-2018 წლებში ასანაზღაურებელი თანხების (ამ განკარგულების მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული გრაფიკის მიხედვით) გადარიცხვა უზრუნველყოს შპს „სპორტმშენსერვისმა“ (ს/ნ: 204878542) საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მოცემული საწარმოს კაპიტალში აღნიშნული მიზნისთვის შესაბამისი ფინანსური შენატანის განხორციელების შემდგომ;“;
დ.ბ) „გ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ.ა) ქ. ბათუმსა და ქ. თელავში მრავალპროფილიანი მულტიფუნქციური ორდარბაზიანი სპორტის სასახლეების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად, კანადური კომპანია BEHLENINDUSTRIES LP-ისთვის, ავანსის სახით, თანხის (საერთო ოდენობით − 11 000 000 (თერთმეტი მილიონი) აშშ დოლარი) ეტაპობრივად გადარიცხვა, აღნიშნულის თაობაზე მოცემული კომპანიის მიერ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის შესაბამისი თხოვნისა და შპს „სპორტმშენსერვისისათვის“ (ს/ნ: 204878542) მოთხოვნილ თანხაზე სათანადო (უპირობო და გამოუხმობი) გარანტიის წარდგენის შემთხვევაში;“;
დ.გ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და შპს „სპორტმშენსერვისმა“ (ს/ნ: 204878542) უზრუნველყონ კანადური კომპანიის BEHLENINDUSTRIES LP-ის წინაშე სოლიდარული პასუხისმგებლობის აღება, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით (ამ განკარგულების მე-5 პუნქტში მითითებული გრაფიკის მიხედვით 2017-2021 წლებში გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში);“;
ე) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. პროგრამის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს წლიურ საბიუჯეტო ასიგნებებში შესაბამისი ოდენობების რესურსის ასახვა (მათ შორის, შპს „სპორტმშენსერვისის“ (ს/ნ: 204878542) კაპიტალში შეტანის მიზნით) საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შპს „სპორტმშენსერვისის“ (ს/ნ: 204878542) მიერ, პროგრამის თანახმად, ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული უცხოური კომპანიისათვის გაწეული სამუშაოების ხარჯების ეტაპობრივად ასანაზღაურებლად, შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
ა) ქ. ბათუმში, ქ. თელავსა და ქ. გორში მრავალპროფილიანი მულტიფუნქციური ორდარბაზიანი სპორტის სასახლეების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების (ამ განკარგულების მე-3 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტში მითითებული საავანსო თანხის გამოკლებით) ასანაზღაურებლად: 2017 წ. – 4 575 000 (ოთხი მილიონ ხუთას სამოცდათხუთმეტი ათასი) აშშ დოლარი, 2018 წ. – 4 575 000 (ოთხი მილიონ ხუთას სამოცდათხუთმეტი ათასი) აშშ დოლარი, 2019 წ. – 4 575 000 (ოთხი მილიონ ხუთას სამოცდათხუთმეტი ათასი) აშშ დოლარი, 2020 წ. – 4 575 000 (ოთხი მილიონ ხუთას სამოცდათხუთმეტი ათასი) აშშ დოლარი, 2021 წ. – 4 575 000 (ოთხი მილიონ ხუთას სამოცდათხუთმეტი ათასი) აშშ დოლარი;
ბ) ქ. ქუთაისში მრავალპროფილიანი მულტიფუნქციური ორდარბაზიანი სპორტის სასახლისა და ქ. თბილისში ჭიდაობის სახლისა და სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების (ამ განკარგულების მე-3 პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტში მითითებული საავანსო თანხების გამოკლებით და ამავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში მითითებული პირობის განხორციელების შემთხვევაში) ასანაზღაურებლად: 2018 წ. − 3 605 000 (სამი მილიონ ექვსას ხუთი ათასი) აშშ დოლარი, 2019 წ. – 3 605 000 (სამი მილიონ ექვსას ხუთი ათასი) აშშ დოლარი, 2020 წ. – 3 605 000 (სამი მილიონ ექვსას ხუთი ათასი) აშშ დოლარი, 2021 წ. – 3 605 000 (სამი მილიონ ექვსას ხუთი ათასი) აშშ დოლარი.“;
ვ) მე-6 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, შპს „სპორტმშენსერვისისათვის“ (ს/ნ: 204878542) იმ მიწის ნაკვეთის (მისი სახელმწიფო საკუთრებაში არსებობის შემთხვევაში) გადასაცემად (აღნიშნული საწარმოს კაპიტალში შეტანის მიზნით), რომელზეც უნდა განხორციელდეს ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ჭიდაობის სახლისა და სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრის (ქ. თბილისი) საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები;
ბ) საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის იმ მიწის ნაკვეთების (მათი სახელმწიფო საკუთრებაში არსებობის შემთხვევაში) გადასაცემად, რომლებზეც უნდა განხორციელდეს ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტში მითითებული მულტიფუნქციური ორდარბაზიანი სპორტის სასახლის (ქ. გორი) საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები.“.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის გათვალისწინებით, მოწონებულ იქნეს „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, შპს „სპორტმშენსერვისსა“ და კანადურ კომპანია BEHLENINDUSTRIES LP-ს შორის 2016 წლის 4 ოქტომბერს გაფორმებულ №160 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თობაზე გასაფორმებელი შეთანხმება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.