საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ
მიღების თარიღი 27.12.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2662
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025204
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/04/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.12.2017 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ადმინისტრაციული ხელშეკრულებების სტანდარტული ფორმების დამტკიცების შესახებ ციალა კუტალაძე, პავლე ლაბაძე, ანზორი სისვაძე, ზურაბ ცაბაძე,იაშა სამხარაძე და ბიჭიკო ფარქოსაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ „შპს ლექსიკა“ და „შპს კომპანია სალუტი SALUTE Company“ საქართველოს მთავრობის და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ საფუძველზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2017) შეთანხმება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2662
2017 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ
1. „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ შორის გაფორმებული დაფინანსებისა და პროექტის იმპლემენტაციის ხელშეკრულება.
2. განკარგულება ძალაშია 2017 წლის 21 დეკემბრიდან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.