GG-B-ZZY ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შესახებ

მიღების თარიღი 27.12.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2666
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025208
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/04/2018
matsne.gov.ge 186 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

GG-B-UBS ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის ხელშეკრულების დამატება 3-ის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 79% 08.11.2017 GG-B-UBR ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის ხელშეკრულების დამატება 8-ის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 77% 08.11.2017 GG-P-SAE ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის „ჭარბი თავდაცვითი საქონლის გრანტის თაობაზე“ ხელშეკრულების დამატება 1-თან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 75% 07.12.2017 GG-B-UDC ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 74% 22.11.2017 GG-B-UDB ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 73% 03.11.2017

დოკუმენტის ტექსტი

GG-B-ZZY ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება №2666 2017 წლის 27 დეკემბერი ქ. თბილისი GG-B-ZZY ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელი  ხელშეკრულებით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შესახებ 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​1 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს GG-B-ZZY ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების  შესყიდვა „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. 2. „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმებისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის“ მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, GG-B-ZZY ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების მხარე გათავისუფლდეს ამავე წესის მე-11 მუხლის პირველი და 1​1 პუნქტებით, მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებითა და მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისგან. 3. განკარგულება ძალაშია 2017 წლის 27 დეკემბრიდან. პრემიერ-მინისტრი                                                                გიორგი კვირიკაშვილი