სსიპ – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

მიღების თარიღი 27.12.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2669
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025215
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/04/2018
matsne.gov.ge 213 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 84% 11.10.2017 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 83% 23.10.2014 სსიპ – საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 82% 01.09.2017 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 81% 23.03.2017 სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად წინასწარი თანხმობის გაცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 80% 30.11.2017

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება №2669 2017 წლის 27 დეკემბერი ქ. თბილისი სსიპ – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​​1 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება სსიპ – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს, 2018 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის (BOT) შესახებ საინვესტიციო ხელშეკრულების მონიტორინგის ფარგლებში სხვადასხვა სახის საკონსულტაციო ან/და საკონტროლო მომსახურებების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. 2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურებების შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებ(ებ)ის მიმართ არ გავრცელდეს ამავე წესის მე-10 მუხლის  მე-2 პუნქტით, მე-11 მუხლის პირველი და 1​1 პუნქტებით, მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, ასევე მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები. პრემიერ-მინისტრი                                                გიორგი კვირიკაშვილი