რიგი სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე
მიღების თარიღი 27.12.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2674
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025252
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/04/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.12.2017 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
რიგი სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე 2024-2025 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობების, ოდენობებისა და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის შესახებ 2021-2022 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობების, ოდენობებისა და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის შესახებ 2023-2024 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობების, ოდენობებისა და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის შესახებ 2020-2021 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობების, ოდენობებისა და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
რიგი სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2674
2017 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
რიგი სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე
1. „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი წლების სახელმწიფო ბიუჯეტების შესახებ საქართველოს კანონების საფუძველზე, იმ სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით, რომლებსაც „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად შეეზღუდათ სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მიღებისა და განათლების უფლება, დაევალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ა(ა)იპ − საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისათვის (ს/კ: 204429341) 112,500.00 (ას თორმეტი ათას ხუთასი) ლარის გადარიცხვა, ყოველსემესტრულად, არა უმეტეს 4 სემესტრის განმავლობაში, საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროგრამის „სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტები და ახალგაზრდების წახალისების“ ფარგლებში.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსების სანაცვლოდ, ა(ა)იპ − საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა (ს/კ: 204429341) უზრუნველყოს სხვადასხვა სოციალური ჯგუფიდან შერჩეული სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსება, ჯამურად − 112,500.00 (ას თორმეტი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ა(ა)იპ − საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (ს/კ: 204429341) ერთობლივი სოციალური პროექტის ფარგლებში, რომელიც განხორციელდება 2018-2019-იდან 2022-2023 სასწავლო წლების ჩათვლით.
3. დაფინანსების პირობები განისაზღვროს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ა(ა)იპ − საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (ს/კ: 204429341) შორის გასაფორმებელი დაფინანსების შესახებ ხელშეკრულებით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი