საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ მიერ განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ

მიღების თარიღი 14.12.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2580
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025230
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/04/2018
matsne.gov.ge 191 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 30.03.2016 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 26.12.2022 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 11.12.2019 სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 30.09.2020 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 06.09.2019

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ მიერ განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება №2580 2017 წლის 14 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ მიერ განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროსა“ (ს/ნ: 404389372) და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის ხელშეკრულების გაფორმების საკითხი, რომლის შედეგადაც  განხორციელდება: ა) შპს „მენო ინტერნეიშენალის“ (ს/ნ: 208213084) მიმართ შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ ვალდებულების (დავალიანება 1 099 027.39 ლარი (ერთი მილიონ ოთხმოცდაცხრამეტი ათას ოცდაშვიდი ლარი და ოცდაცხრამეტი თეთრი)), რომელიც გამომდინარეობს ამავე პირებს შორის არსებული 2010 წლის 17 მარტს დადებული №241 ხელშეკრულებიდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გადაცემა; ბ) შპს „მენო ინტერნეიშენალის“ მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 ნოემბრის განაჩენით (საქმე №1/1923-14 №092191112003) დადასტურებული შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ 2 384 530 (ორი მილიონ სამას ოთხმოცდაოთხი ათას ხუთას ოცდაათი) ლარის მოთხოვნის უფლების საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის დათმობა. 2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების მიღება სახელმწიფოს სახელით. 3. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ ეთხოვოს, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.   პრემიერ-მინისტრი                                   გიორგი კვირიკაშვილი