სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ ზოგიერთი ღონისძიების გატარების თაობაზე

მიღების თარიღი 27.12.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2686
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025171
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/04/2018
matsne.gov.ge 110 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ ზოგიერთი ღონისძიების გატარების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 96% 11.10.2017 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის გაცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 85% 27.10.2017 „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2015 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ ავტონომიური რესპუბლიკის კანონი 83% 29.12.2014 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის კანონი 83% 19.12.2025 „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ ავტონომიური რესპუბლიკის კანონი 83% 28.12.2015

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ ზოგიერთი ღონისძიების გატარების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება №2686 2017 წლის 27 დეკემბერი ქ. თბილისი სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ ზოგიერთი ღონისძიების გატარების თაობაზე 1. დაევალოს სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან უზრუნველყოს 32 000 (ოცდათორმეტი ათასი) ლარის გამოყოფა შპს „ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალისათვის“ (ს/კ: 202054908) გადასაცემად, მისი შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით. 2. ეთხოვოს შპს „ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკურ  ჰოსპიტალს“, 2018 წლის 1 აპრილამდე სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს წარუდგინოს ინფორმაცია ამ განკარგულებით გამოყოფილი თანხის ფარგლებში გაწეული ხარჯებისა და მათი მიზნობრიობის შესახებ. პრემიერ-მინისტრი                                                              გიორგი კვირიკაშვილი.