შპს „ქართული სამშენებლო კონსორციუმის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
მიღების თარიღი 14.12.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2584
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025168
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/04/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.12.2017 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (13)
| 1 | 274375,130 |
| 2 | 274399,737 |
| 3 | 274344,968 |
| 4 | 274228,286 |
| 5 | 274062,392 |
| 6 | 274022,705 |
| 7 | 274066,361 |
| 8 | 274144,002 |
| 9 | 274116,632 |
| 10 | 274143,620 |
| 11 | 274259,508 |
| 12 | 274311,630 |
| № | X |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
შპს „მაინინგ გრუპის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისა და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ შპს „ქართული სამშენებლო კონსორციუმის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ „ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების სახელმძღვანელოს“ მოწონების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
შპს „ქართული სამშენებლო კონსორციუმის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2584
2017 წლის 14 დეკემბერი
ქ. თბილისი
შპს „ქართული სამშენებლო კონსორციუმის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების (შემდგომში – დებულება) 74 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 11 პუნქტის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობის პროექტის განხორციელების მიზნით, შპს „ქართული სამშენებლო კონსორციუმი“ (ს/ნ: 405103061) გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან 1 (ერთი) წლის ვადით და მიეცეს უფლება, მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფ. ტიტას მიმდებარე ტერიტორიაზე მოიპოვოს 200 000 (ორასი ათასი) მ3 საშენი მასალა (ქვიშა-ხრეში) შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:
I უბანი
№
X
Y
1
273411,516
4779160,601
2
273485,335
4779255,852
3
273593,285
4779250,295
4
273749,654
4779073,289
5
273700,442
4779066,145
6
273575,823
4779158,220
7
273416,279
4779121,707
S=2,76 ჰა
II უბანი
№
X
Y
1
274375,130
4779591,609
2
274399,737
4779489,215
3
274344,968
4779461,433
4
274228,286
4779435,239
5
274062,392
4779221,720
6
274022,705
4779224,895
7
274066,361
4779427,302
8
274144,002
4779479,427
9
274116,632
4779541,098
10
274143,620
4779582,373
11
274259,508
4779556,973
12
274311,630
4779584,465
S=5,53 ჰა
WGS 1984.
2. შპს „ქართული სამშენებლო კონსორციუმი“ ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზღვრული პირობების შესრულება;
ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნისათვის.
3. შპს „ქართული სამშენებლო კონსორციუმის“ 200 000 მ3 სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის დადგინდეს განსხვავებული გადასახდელი თანხა (1 მ3 – 0,2 ლარი) და კომპანიამ, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 40 000 (ორმოცი ათასი) ლარის გადახდა.
4. შპს „ქართული სამშენებლო კონსორციუმის“ მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (შემდგომში – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი).
5. შპს „ქართულმა სამშენებლო კონსორციუმმა“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი